მაიკლ სეილორს პრობლემები აქვს. მას თაღლითობაში ადანაშაულებენ

ფოტო - მაიკლ სეილორს პრობლემები აქვს. მას თაღლითობაში ადანაშაულებენ
მაიკლ სეილორი, ბიტკოინის ერთ-ერთი აქტიური მომხრე, რომელმაც ცოტა ხნის წინ დიდი ზარალის გამო, MicroStrategy-ის აღმასრულებელი დირექტორის პოსტი დატოვა MicroStrategy-თან ერთად აშშ-ში სასამართლოს წინაშე წარსდგა.
კოლუმბიის ოლქის გენერალური პროკურორის კარლ რასინის თქმით, მაიკლ სეილორმა თავი აარიდა 25 მილიონი დოლარის გადასახადებს MicroStrategy-ის გაუმჭვირვალე სქემების წყალობით. შედეგად, პროკურორები 100 მილიონ დოლარზე მეტის ანაზღურებას ითხოვენ გადაუხდელი გადასახადებისა და ჯარიმების სახით.

სასამართლო სარჩელში ნათქვამია, რომ MicroStrategy-ს „ჰქონდა დეტალური ინფორმაცია, რომელიც ადასტურებდა, რომ სეილორი ნამდვილად იყო კოლუმბიის ოლქის მკვიდრი“, მაგრამ არჩია ამაზე თვალის დახუჭვა. სარჩელში ასევე აღნიშნულია, რომ 2014 წელს MicroStrategy-ის მაშინდელი  ფინანსური დირექტორი სეილორს ესაუბრა გადასახადებისგან მის შესაძლო თავის არიდებაზე და კომპანიისთვის შესაძლო შედეგებზე.

შედეგად, სეილორმა  და MicroStrategy-მ გადაწყვიტეს მისი ხელფასი ნომინალურ $1-მდე შეემცირებინათ, რათა შემცირებულიყო ხელისუფლების მიერ სავარაუდო სქემის აღმოჩენის რისკი. ამავდროულად, სეილორი,  სავარაუდოდ, განაგრძობდა შემოსავლის მიღებას „დამატებითი პრივილეგიების“ სახით „მაღალი ფულადი ღირებულებით“, ასევე ჰქონდა  კომპანიის თვითმფრინავით სარგებლობის შესაძლებლობა.

MicroStrategy-ის განცხადებაში ნათქვამია: „ეს საქმე არის პერსონალური გადასახადის საკითხი, რომელიც ეხება მისტერ სეილორს. კომპანია არ იყო პასუხისმგებელი მის ყოველდღიურ საქმეიანობაზე და არ აკონტროლებდა მის პირად საგადასახადო ვალდებულებებს. კომპანიას ასევე არ ჰქონია დანაშაულებრივი შეთქმულება ბ-ნ სეილორთან მისი პირადი საგადასახადო ვალდებულებების შესრულების თაობაზე. კოლუმბიის ოლქის პრეტენზიები კომპანიის მიმართ უსაფუძვლოა და ჩვენ მტკიცედ დავიცავთ ჩვენს ინტერესებს“.

სეილორი ასევე გამოეხმაურა ამ საქმეს და განაცხადა, რომ მან "10 წლის წინ შეიძინა   ძველებური სახლი მაიამი ბიჩზე და ვირჯინიიდან იქ გადავიდა საცხოვრებლად". მან ასევე დაამატა, რომ მიუხედავად იმისა, რომ კომპანია MicroStrategy ვირჯინიაშია დარეგისტრირებული, ის პირადად ცხოვრობს, ხმას აძლევს და ნაფიც მსაჯულებში მონაწილეობს ფლორიდაში, რადგანაც „ეს არის მისი პირადი და ოჯახური ცხოვრების ცენტრი“.

”მე კატეგორიულად არ ვეთანხმები კოლუმბიის ოლქის პოზიციას და სასამართლოში სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების იმედი მაქვს“, - თქვა მან.

რასინის ოფისში აცხადებენ, რომ ეს არის პირველი სარჩელი, რომელიც შეტანილია ახლახან მიღებული კანონის მიხედვით, სახელწოდებით „ცრუ პრეტენზიების კანონი“, რომელიც ინფორმატორების სტიმულირებას ახდენს, რათა მათ საგადასახადო თაღლითობის შესახებ შესაბამის ორგანოებს აცნობონ. ის ასევე საშუალებას აძლევს სასამართლოს დააწესოს ჯარიმა, რომელიც გადაუხდელი გადასახადების ოდენობას სამჯერ აღემატება.