რით განსხვავდება სტეიკინგი მაინინგისგან

ფოტო - რით განსხვავდება სტეიკინგი მაინინგისგან
სტეიკინგი: რა არის ეს ❓ რა განსხვავებაა სტეიკინგსა და მაინინგს შორის 😦 როგორ მუშაობს სტეიკინგი და მაინინგი 🤑 განსხვავების ანალიზის განხილვა Gagarin News-ის სტატიაში.

რა არის სტეიკინგი და როგორ მუშაობს ის

სტეიკინგი არის პასიური შემოსავლის საშუალება თქვენს საფულეში კრიპტო აქტივების დროებით დაბლოკვით, რათა ბლოკჩეინის Proof of Stake (PoS) კონსენსუსის ალგორითმზე მუშაობა უზრუნველყოთ.  სტეიკინგი ყველაზე მეტად ჰგავს საპროცენტო სადეპოზიტო ანგარიშის გახსნას ჩვეულებრივ ბანკში.


სტეიკინგი მუშაობს ასე:

  • მომხმარებელი თავის ციფრულ საფულეზე დებს კრიპტოვალუტას და ბლოკავს მის ნაწილს სტეიკინგისთვის.
  • სტეიკინგისთვის დაბლოკილი აქტივები მხარს უჭერს ქსელის მუშაობას ტრანზაქციების დასადასტურებლად.
  • მომხმარებელი იღებს რეგულარულ ჯილდოს, რომელიც ვალიდატორების ჯილდოს ნაწილია.

რაც უფრო მეტი კრიპტოაქტივია დადებული, მით უფრო მაღალი იქნება ჯილდო.

რა არის მაინინგი და როგორ მუშაობს ის

მაინინგი არის კრიპტოვალუტის მოპოვების პროცესი ბლოკჩეინის მუშაობაში მონაწილეობით, სამუშაოს დადასტურების (PoW) კონსენსუსის ალგორითმის საფუძველზე. ალგორითმის ძირითადი პრინციპია, რომ მაინერის აღჭურვილობა ბლოკჩეინის მიერ დასმულ კრიპტოგრაფიულ ამოცანას ხსნის.

სწორი ჰეშის პოვნისა და ბლოკების აწყობისთვის მაინერები დაჯილდოვდებიან კრიპტოაქტივებით. ვისი კომპიუტერიც იპოვის სწორ ჰეშს - ის მიიღებს მონეტებს. მაინინგის  მუშაობის პრინციპის ასახსნელად  საუკეთესო მაგალითია ლატარია: ყიდულობ ბილეთს და იმედი გაქვს, რომ მისი ნომერი მოერგება მომგებიან კომბინაციას. ბლოკის პოვნის დაბალი ალბათობის გათვალისწინებით, ზოგიერთ მაინერს მაინინგ ჯგუფებში გაერთიანება ურჩევნია, რათა მონეტები ჯგუფურად მოიპოვოს და შემდეგ გაანაწილოს მოგება ყველა მონაწილეს შორის.

რა განსხვავებაა სტეიკინგსა და მაინინგს შორის

განსხვავებულია კონსენსუსის ალგორითმი: სტეიკინგი იყენებს PoS-ს, სადაც ზოგიერთი აქტივის დაბლოკვით, ბლოკჩეინში ტრანზაქციების ვალიდურობაა უზრუნველყოფილი. მაინინგი იყენებს PoW-ს, სადაც კრიპტოვალუტის მოპოვება ხდება გამოთვლითი სიმძლავრის ქსელის უზრუნველყოფით რთული მათემატიკური გამოთვლების შესასრულებლად.

მძლავრი ტექნოლოგიის საჭიროება: მაინინგს ამოცანების შესასრულებლად რაც შეიძლება მეტი გამოთვლითი სიმძლავრეა საჭირო. სტეიკინგისთვის კი მძლავრი მანქანები არ არის საჭირო. ყველაფერი რაც თქვენ გჭირდებათ არის კარგი კომპიუტერი და მუდმივი ფართოზოლოვანი ინტერნეტი. ამის შედეგად სტეიკინგი უფრო ეკოლოგიურია, ვინაიდან მაინინგს გამოთვლითი მანქანების მუშაობისთვის ბევრი ელექტროენერგია სჭირდება.

სიჩქარე: PoW ბლოკჩეინები ამუშავებენ ტრანზაქციებს ბევრად უფრო ნელა, ვიდრე მათი PoS კოლეგები. და რაც უფრო სწრაფია ქსელი, მით მეტ სარგებელს მიიღებენ მომხმარებლები. იგივე ეხება ქსელის მასშტაბურობას: PoS ამ მიმართულებით ბევრად უფრო მოწინავეა, რადგან მას არ აქვს დიდი შეფერხება ახალი ბლოკების შესაქმნელად და ტრანზაქციების დადასტურებისთვის.

პროცესში მომხმარებლის ჩართულობა: წარმატებული მაინინგისთვის მომხმარებელი მუდმივად უნდა იყოს ჩართული პროცესში, რადგანაც სისტემა მუდმივად განახლებადია. ამ მხრივ სტეიკინგი უფრო პასიურია და მომხმარებელს საშუალებას აძლევს უბრალოდ დააკვირდეს საკუთარი აქტივების ზრდას.

ორივე ვარიანტს აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები, მაგრამ ბოლო დროს სტეიკინგი სულ უფრო პოპულარული ხდება.

იშ

Sidebar ad banner
Recommended