მაიკლ სეილორის ტვიტმა BTC-ის შესახებ ვნებათაღელვა გამოიწვია
MicroStrategy-ის მაიკლ სეილორმა ზუსტად იცის, როგორ გამოაღვიძოს საზოგადოება
მაიკლ სეილორმა, BTC-ის ერთ-ერთმა ყველაზე მგზნებარე მხარდამჭერმა და MicroStrategy-ის თანადამფუძნებელმა, ვნებათაღელვა გამოიწვია.
6 იანვრის ტვიტში სეილორმა დაწერა, რომ #Bitcoin-ის სტრატეგია @MicroStrategy-ისთვის მომგებიანია და განცხადებას გრაფიკი დაურთო, რომელიც სხვა აქციებთან შედარებით, BTC-ის ზრდას აჩვენებს.
წყარო: მაიკლ სეილორის ტვიტერი
თუმცა, ამ განცხადებით ყველა მომხმარებელი არ აღფრთოვანდა. ზოგმა აღნიშნა, რომ მისმა კომპანიამ მილიარდობით ზარალი განიცადა და კრიპტოზამთარი ჯერ კიდევ გრძელდება.
ტვიტერის ერთ-ერთი განხილვაში აღნიშნულია: „$ MSTR, მაქსიმუმთან შედარებით, 90%-ით დაეცა, #bitcoin-ის კუთხით 1 მილიარდზე მეტი არარეალიზებული დანაკარგი აქვს და 700 მილიონ დოლარზე მეტი დავალიანება, რათა ეს #BTC მიიღოს. თუ ეს შენთვის მოგებაა, მაშინ არ მინდა ვიცოდე, რას ნიშნავს შენთვის წაგება".
სხვა მომხმარებელმა დაწერა: „ეს 60%-იანი ვარდნა წლიურ გრაფიკზე ლამაზად გამოიყურება“.
Wall Street Gold Twitter
სხვა მომხმარებლებმა მხარი დაუჭირეს სეილორს MetaMallVerse-თან დაკავშირებით, რომელიც თავის თავს მეტავერსისთვის საუკეთესო ვირტუალურ სავაჭრო გამოცდილებას უწოდებს და აღნიშნეს, რომ არსებობს ადამიანთა 2 განსხვავებული ჯგუფი - კრიპტოვალუტის მოძულეები და თაყვანისმცემლები. ასეა თუ ისე, რაც არ უნდა თქვა, მოძულეები სიძულვილს გააგრძელებენ. ვივა #Bitcoin ვივა #Crypto.
ამერიკულმა დეველოპერულმა კომპანიამ MicroStrategy, რომელიც ბიტკოინის რეზერვების უმსხვილესი კორპორაციული მფლობელია, ოთხშაბათს განაცხადა, რომ მან თავისი აქტივების ნაწილი პირველად 22 დეკემბერს გაყიდა.
თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიას ბიტკოინში ინვესტირების სტრატეგიაზე უარი არ უთქვამს.
"MicroStrategy გეგმავს, ამ გარიგების შედეგად წარმოქმნილი ზარალი წინა პერიოდის კაპიტალის ზრდაზე გადაიტანოს, იმ მოცულობით, რა მოცულობითაც ასეთი გადატანები ხელმისაწვდომია ამჟამად მოქმედი ფედერალური საშემოსავლო საგადასახადო კანონების მიხედვით, რამაც შეიძლება, გამოიწვიოს საგადასახადო სარგებელი",— დაწერა კომპანიამ.
სეილორმა დასძინა, რომ 2022 წლის 24 დეკემბერს, MacroStrategy-მ 810-მდე ბიტკოინი ნაღდი ფულით დაახლოებით 13,6 მილიონ დოლარად შეიძინა. საშუალო ფასმა ბიტკოინზე დაახლოებით $16 845 დოლარი შეადგინა, საკომისიოებისა და ხარჯების ჩათვლით.
მანამდე GNcrypto წერდა, რომ მაიკლ სეილორს ბრალი საგადასახადო თაღლითობაში წაუყენეს.