ICO-ს შემდეგ ცნობილი და წარმატებული ცოტა პროექტი გახდა და ისინი, ინვესტორების ფულის გაფლანგვის შემდეგ, უბრალოდ არ გამქრალა. მათი წილი მთლიანი რაოდენობიდან მხოლოდ 5%-ია და NEO მათ შორისაა. ამ მონეტამ თავისი თაყვანისმცემლების პოვნა, საკუთარი ეკოსისტემის შექმნა და ბაზარზე საკუთარი ნიშის დაკავება შეძლო.
მონეტა NEO, რომელსაც მისი შექმნის მომენტში ბევრი "Ethereum"-ის მკვლელს უწოდებდა, შორეულ 2014 წელს გამოიცა. ორი წლის შემდეგ დამფუძნებლებმა ICO-ს მეშვეობით დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა გადაწყვიტეს და $28 მილიონზე მეტის მიღება შეძლეს, რაც იმ დროისთვის მნიშვნელოვან წარმატებად ითვლებოდა. პროექტის ძირითად ინვესტორებად მსხვილი ფინანსური კომპანიები იქცნენ, რომლებიც NEO-ში გადარიცხვების ძალიან დაბალი საკომისიოების მქონე პროგრესულ აქტივს ხედავდნენ.
ინვესტორები ტოკენებს წინასწარ გაყიდვის ეტაპზე 7-20 ცენტად აქტიურად ყიდულობდნენ, ICO-ს დასრულებიდან მალევე კი კრიპტოვალუტა NEO-ს ერთი მონეტის ღირებულება 100 დოლარამდე გაიზარდა. ATH დაახლოებით $200-ის დონეზე დაფიქსირდა, ROI-მ კი 4000%-მდე შეადგინა. ახლა, წელიწადნახევრიანი დაუნტრენდის გამო, მონეტის კაპიტალიზაცია 3 მილიარდიდან 500 მილიონამდე დაეცა, ხოლო აქტივის ღირებულება 7 დოლარის მიდამოებში მერყეობს, მაგრამ ყველაფერი საინტერესო ჯერ კიდევ წინ არის…
NEO-ების რაოდენობა შეზღუდულია. ამ დროისთვის დაგეგმილი 100 მილიონიდან 70,5 მილიონზე მეტი მონეტაა ემიტირებული.
ცოტა ხნის წინ, მონეტა NEO ახალ ბლოკჩეინ-პლატფორმა N3-ზე გადავიდა, რომელიც არა მხოლოდ GAS-ის არსებითი ეკონომიის, არამედ NFT-ების ყიდვისა და შენახვის საშუალებასაც იძლევა. ახალ ქსელს შემდეგი უპირატესობები აქვს: სხვა ბლოკჩეინებთან (მაგალითად, Ethereum და BSC) თავსებადობა; სმარტ-კონტრაქტების კონსტრუქტორი; ჩაშენებული ორაკულები და მრავალი სხვა საინტერესო ინსტრუმენტი.
NEO სწრაფად მზარდ და განვითარებად ეკოსისტემად ითვლება. მისი მიზანია, ახალი დეცენტრალიზებული ეკონომიკის საფუძველი გახდეს, რომელშიც მომენტალური იაფი გადარიცხვები, ციფრული მონაცემები და აქტივები ერთ მთლიანობას ქმნის.
ბლოკჩეინი NEO
ბლოკჩეინი NEO იმით განსხვავდება, რომ ციფრულ აქტივებს ციფრულ იდენტიფიკაციასთან აერთიანებს. უფრო მეტიც, ის მხარს უჭერს პროგრამირების სხვადასხვა პოპულარულ ენას, როგორიცაა Python, Java და სხვები, რაც დეველოპერებს საშუალებას აძლევს, სმარტ-კონტრაქტები ადვილად შექმნან და პროგრამირების ერთ-ერთ ენაზე დამოკიდებულნი არ იყვნენ.
უსაფრთხოების ახალი დონის უზრუნველსაყოფად ბიზანტიური დაზიანებამედეგობის, ან Byzantine Fault Tolerance-ის პრინციპის გამოყენება გადაწყდა. PoW-ისა და PoS-ისგან განსხვავებით, BFT ბლოკჩეინის პარალელური ჯაჭვების ფორმირების საშუალებას არ იძლევა. ანუ NEO-ს ფორკებს ჩვენ ვერ ვნახავთ. ტოკენების მფლობელი ტრანზაქციების დამუშავებისა და ბლოკების გენერირების სრულ უფლებას იღებს. ნოდების ჯგუფი, რომელიც ამ ამოცანას ასრულებს, კენჭისყრის შედეგად ირჩევა.
მხოლოდ მომხმარებლებს, რომლებმაც KYC პროცედურა გაიარეს, შეუძლიათ, ვალიდატორები გახდნენ. შეუძლებელია, პირადობის ვერიფიკაციის გარეშე, მინდობილი კვანძის - ნოდის მფლობელი გახდეთ. ეს პროექტ NEO-ს ადმინისტრაციას საშუალებას აძლევს, bookkeeper-ის სია დამოუკიდებლად ჩამოაყალიბოს, რათა ნოდის ყველა მფლობელს თვალი ადევნოს.
NeoVM (NEO-ს ვირტუალური მანქანა) ოპერაციების ქროს-ჩეინის სერვისსა და მონაცემების განაწილებულ შენახვას უჭერს მხარს. ამის წყალობით, ამოქმედებული dApp დაცვის მაღალ დონეს იღებს, ერთდროულად რამდენიმე პლატფორმის რესურსების კომპეტენტური გამოყენება კი რთული დეცენტრალიზებული აპლიკაციების შექმნის შესაძლებლობას იძლევა. NeoVM-ზე შექმნილი ბლოკჩეინ-პროექტები NEP5-ის სტანდარტს შეესაბამება. NeoVM-ის საცავი NeoContract-თან მუშაობს, რომელიც სმარტ-კონტრაქტების შესაქმნელად მნიშვნელოვანი მოცულობის მქონე ფაილებს იყენებს.
რისგენ შედგება NEO-ს ეკოსისტემა
NEO კონსენსუსის ალგორითმ BFT-ს იყენებს, რომელიც ისეა შემუშავებული, რომ ყველა ტრანზაქციის შემოწმების შემდეგ, ბლოკების შექმნაში მხოლოდ შერჩეული ვალიდატორები მონაწილეობენ. ბლოკები მომენტალურად, დროში არსებითი შეფერხებების გარეშე ფორმირდება. მაღალი პროდუქტიულობა მასშტაბირებაზე დადებითად მოქმედებს: ტრანზაქციული ქსელის მაქსიმალური გამტარუნარიანობა, შესაძლოა, 2400 TPS-ს (ტრანზაქცია წამში) აღწევდეს. შედარებისთვის, ბიტკოინს 25-ზე ნაკლები TPS აქვს.
Neo-ს ეკოსისტემა NeoVM-ს, NeoQs-სა და NeoFS-ს მოიცავს.
NeoVM ვირტუალური მანქანაა, რომელიც NEO-ს სმარტ-კონტრაქტებს ახორციელებს, უნიკალურ NeoCompiler-ს იყენებს, რომელიც პროგრამირების სხვადასხვა ენიდან კოდის კომპილაციას საკუთარ ბაიტ-კოდში ახდენს. Ethereum-ს, სადაც დეველოპერები იძულებულნი არიან, სმარტ-კონტრაქტის შესაქმნელად პროგრამირების ენა ისწავლონ, ასეთი ფუნქცია არ აქვს. გარდა ამისა, NeoVM სხვა ბლოკჩეინებსა და სერვისებთან ურთიერთქმედების ორგანიზებას ახდენს.
NeoQS გადაწყვეტილებაა, რომელიც NEO-ს კვანტური კომპიუტერების შეჭრისგან იცავს, რომლებიც, შესაძლოა, მომავალში ბლოკჩეინის მთლიანობას ემუქრებოდეს.
NeoFS დეცენტრალიზებული საცავია, რომელიც მომხმარებლებს არასტრუქტურირებულ ფორმატებში ნივთების ინტერნეტის (IoT) მონაცემების შენახვის საშუალებას აძლევს. გარდა ამისა, მომხმარებლებს GAS -ის გამომუშავება მონაცემთა შენახვის გარკვეული მოცულობის გაქირავებით შეუძლიათ.
NEO-ს მისია საჯარო და კერძო ბლოკჩეინებს შორის ქროს-ჩეინ თავსებადობის უზრუნველყოფაა. მომავალში, crypto mass adoption-ის წყალობით, ციფრული იდენტიფიკაციის მქონე აქტივები Neo-ს მეშვეობით დეცენტრალიზებულ, კერძო ან ჰიბრიდულ ბლოკჩეინებს შორის ურთიერთკავშირის უზრუნველყოფას შეძლებენ. ეს პროექტს NEO საინტერესოს როგორც ვირტუალური აქტივების მომხმარებლებისთვის, ასევე კორპორაციებისთვის ხდის.
რომელი პროექტები იყენებენ უკვე NEO-ს
Ontology საჯარო პლატფორმაა, რომელიც სხვადასხვა ბლოკჩეინსა და IT-პროექტებს უჭერს მხარს. მისი მთავარი მიზანი ნდობის ეკოსისტემის შექმნა, რომელიც ბიზნესის განვითარებისთვის იქნება გამოყენებული.
NASH პლატფორმაა, რომელიც არა მხოლოდ აქტივების ყიდვისა და გაყიდვის, არამედ ზერთული ტრანზაქციების განხორციელების საშუალებას იძლევა. პროექტის მიზანი კონსენსუსის სამართლიანი ალგორითმის გამოყენებით, ქსელში ყველა ტრანზაქციის დამუშავებაა.
QLC Chain, რომელიც მანამდე Qlink-ის სახელით იყო ცნობილი, მიზნად ისახავს, განაწილებული ტელეკომუნიკაციებისთვის მსოფლიოში #1 პლატფორმა გახდეს. ქსელ QLC-ის წყალობით, თითოეულ მომხმარებელს შეუძლია, დეცენტრალიზებული სატელეკომუნიკაციო ჯგუფის წევრი გახდეს. დიდი ხნის განმავლობაში კომპანია თავის სეგმენტში ერთადერთად რჩებოდა, რისი წყალობითაც დაინტერესებული ქომიუნითის მხრიდან დიდი ნდობა დაიმსახურა.
Zeepin პროექტია, რომელიც ციფრულ სივრცეში შემოქმედებითი პროფესიების დაცვაზეა მიმართული. Zeepin-ის საშუალებით მომხმარებლებს თავიანთი ნამუშევრების საავტორო უფლებების გაფორმება შეუძლიათ. ამიტომ მას პლაგიატისა და მეკობრეობისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეუძლია.
NEO-ს სტეიკინგი
მიუხედავად იმისა, რომ პროექტი ალგორითმ BFT-ის პრინციპზეა აგებული, მონეტების ემისიისა და სისტემის ფუნქციონირების მხარდასაჭერად ალგორითმი PoS გამოიყენება. ეს ტოკენ NEO-ების სტეიკინგის საშუალებას იძლევა, რომლის სანაცვლოდ ჯილდო კრიპტოვალუტა GAS-ში ირიცხება. პროექტი GAS-ის მხარდაჭერას 2039 წლამდე აპირებს, რის შემდეგაც კონცეფცია უნდა შეიცვალოს.
მონეტა NEO-ს პერსპექტივები
Ethereum-ის ალტერნატივის სახით NEO-ს უკვე იყენებენ ისეთი მსხვილი კომპანიები, როგორიცაა Alibaba და Microsoft. მათი აზრით, ეს საკმაოდ პერსპექტიული მონეტაა, რომლის მიღება საქონლისა და მომსახურების გადასახდელად შეიძლება. NEO დეველოპერებსაც მოსწონთ, ვინაიდან ბლოკჩეინთან ურთიერთქმედება პროგრამირების პრაქტიკულად ნებისმიერი ენის გამოყენებითაა შესაძლებელი.
ამავდროულად, ბევრი აღნიშნავს, რომ პროექტს ცენტრალიზაციისკენ მზარდი მიდრეკილება აქვს. მიუხედავად ამისა, დიდი კომპანიების მხარდაჭერა იგრძნობა და სულ უფრო მეტი სტარტაპი NEO-ზე დაკვირვებას იწყებს. ეს იმ რამდენიმე აქტივიდან ერთ-ერთია, რომლის გატანა ნულოვანი საკომისიოებით ისეთი უმსხვილესი CEX-ბირჟებიდან არის შესაძლებელი, როგორიცაა Binance, Huobi, WhiteBIT, HitBTC და ა.შ.