ჩრდილოეთ კორეა თავისი ეკონომიკის გადასარჩენად ჰაკერულ თავდასხმებს

ფოტო - ჩრდილოეთ კორეა თავისი ეკონომიკის გადასარჩენად ჰაკერულ თავდასხმებს
სამხრეთ კორეის ეროვნული სადაზვერვო უწყება (NIS) ფართომასშტაბიანი კიბერდანაშაულების შესახებ აცხადებს, რომელთა უკან ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება დგას. სეული აფრთხილებს, რომ 2023 წელს უფრო მეტ თავდასხმას ელოდება.
სამხრეთ კორეის ჯაშუშურმა უწყებამ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეელი ჰაკერები მსხვილ კიბერშეტევებთან არიან კავშირში, რომელთა დროს $1,2 მლრდ (1,5 ტრილიონი ვონი) მოიპარეს. NIS-ის ანგარიშში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოროტმოქმედები ბოლო 5 წლის მანძილზე სჩადიოდნენ კიბერდანაშაულს, რომელიც კრიპტოვალუტისა და სხვა ვირტუალური აქტივების ქურდობას გულისხმობდა.

დაზვერვის უწყება ირწმუნება, რომ მხოლოდ გასულ წელს ჰაკერებმა $626 მლნ მოიპარეს, საიდანაც $78 მლნ კორეის აქტივებს ეკუთვნოდა. სახსრების მითვისებისთვის ისინი ხშირად გამომძალველ პროგრამებს იყენებენ. 
კიბერშეტევები უფრო ინტელექტუალური და დახვეწილი ხდება, ამიტომ ჩვენ რეაგირება მხოლოდ საჯარო და კერძო სექტორებს, ასევე ქვეყნებს შორის თანამშრომლობითაც კი შეგვიძლია
- განაცხადა NIS-ის დირექტორის მესამე მოადგილემ პეკ ჩონ უკმა.
ამჟამად სადაზვერვო უწყება თავის პრიორიტეტულ მიზნებად ჩრდილოეთ კორეელი ჰაკერების მიერ ვირტუალური აქტივების ქურდობას მათ ტენდენციებსა და სახსრების გათეთრების გზებს ასახელებს. ასევე სეულში აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოსა და გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან ერთობლივი გამოძიების შესახებ აცხადებენ. 

NIS-ის წარმომადგენლების თქმით, ჩრდილოეთ კორეას ციფრული აქტივების მოსაპარად მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებები აქვს. მკაცრმა ეკონომიკურმა სანქციებმა, რაც სარაკეტო და ბირთვული ცდებით იყო გამოწვეული, აიძულა სახელმწიფო, კიბერდანაშაულის სფეროში საკუთარი შესაძლებლობები დაეხვეწა. მსხვილი ქურდობის გზით ქვეყანა ეკონომიკის კრახის ვერავისთვის და სამხედრო პროგრამების დაფინანსების გასაგრძელებლად უცხოურ ვალუტას იღებს.

სეული არა მხოლოდ აანალიზებს მანამდე ჩადენილ კიბერდანაშაულებს, არამედ ახლებისთვისაც ემზადება. დაზვერვის ოფიცრებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ 2023 წელს სამხრეთ კორეას მასობრივი კიბერშეტევები ელის. NIS-ში ჰაკერების სამიზნეებად ასახელებენ ცნობებს სამხრეთ კორეის მოწინავე ტექნოლოგიების შესახებ და კონფიდენციალურ ინფორმაციას, რომელიც ეროვნულ უსაფრთხოებას უკავშირდება. კერძოდ, ჩრდილოეთ კორეის ჰაკერებისთვის განსაკუთრებულ ინტერესს ბირთვული ენერგეტიკა, თავდაცვის ინდუსტრია და სამხრეთ კორეის საგარეო პოლიტიკის პროგრამები წარმოადგენს. 
2023 წელს ეკონომიკური განვითარების ხუთწლიანი გეგმის მესამე წლის აღსანიშნად, ჩრდილოეთი შეეცდება, საკვანძო ტექნოლოგიები მოიპაროს და თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, დიპლომატიური და სადაზვერვო ინფორმაცია და უსაფრთხოების შესახებ ცნობები შეაგროვოს
- ნათქვამია სამხრეთ კორეის სადაზვერვო უწყების ანგარიშში.