ომნიჩეინ პროტოკოლმა, Array-მ Temasek-ისგან $10 მილიონი მოიზიდა
სინგაპურულმა სახელმწიფო საინვესტიციო კომპანიამ Temasek კრიპტოსტარტაპ Array-ის დაფინანსების მეორე რაუნდში 10 მილიონი დოლარი ჩადო. ამ ინვესტიციების შემდეგ Array-ის შეფასებითი ღირებულება $100 მილიონამდე გაიზარდა.
Array არის ომნიჩეინ პროტოკოლი (ინფრასტრუქტურული დონე ბლოკჩეინებისთვის, რომლებიც სხვადასხვა ქსელში ტრანზაქციების ფუნქციონალურ თავსებადობას უზრუნველყოფს ), რომელიც ალგორითმული ვალუტის სისტემის შესაქმნელადაა შემუშავებული. ის ასევე დეცენტრალიზებულ აქტივების მართვის აპლიკაციებზეა ორიენტირებული.
სტარტაპს აქვს საკუთარი განაწილებული სარეზერვო ტოკენი ARA ვენჩურული ფონდის ბალანსის შესავსებად, რომლის გამოყენება DeFi ეკონომიკაში უსაფრთხო აქტივის სახითაა შესაძლებელი.
ARA გამოირჩევა ორმაგი ფასით - საბაზროთი და მინიმალურით. პირველადი ღირებულება ერთ დოლარს შეადგენს. ტოკენის მინიმუმი განისაზღვრება აქტივებით, რომლებიც მომხმარებლების მიერ გადაიცემა შესანახად და საბაზისო სმარტ კონტრაქტში იდება, რაც ღირებულების 90%-ს შეადგენს. 10%-იანი ნაშთი ლიკვიდობის პულის სიდიდეზე იქნება დამოკიდებული. ARA ტოკენები უზრუნველყოფილია Array Treasury-ის მიერ, ამიტომ მინიმალური ფასი დანაზოგების მატებასთან ერთად გაიზრდება.
გარდა ამისა, პროტოკოლის საფუძველზე შეიქმნა სმარტ კონტრაქტების ბლოკჩეინ პლატფორმა DEGA, რომლის მეშვეობით დეცენტრალიზებული აპლიკაციების პროგრამირებაა შესაძლებელი. პლატფორმაზე მოქმედებს ფუნქცია Initial Alliance Offering (IAO), რომელიც ტრაფიკის მოსაზიდად არის დამატებული. ამ სერვისით სარგებლობისთვის, კლიენტმა DEGA-ს ეკოსისტემაში უნიკალური სოციალური ID უნდა შექმნას. ასევე, პროტოკოლის საფუძველზე, იქმნება დეცენტრალიზებული ონჩეინ ბანკი, სახელწოდებით ArrayVerse.
პროექტ Array-ს საფუძვლად უდევს ხელოვნური ინტელექტის საკუთარი ალგორითმი Array-Go, რომელიც შემზღუდავი მრუდის სმარტ კონტრაქტს ეფუძნება. ის პროცესის სტაბილურობას უჭერს მხარს და კონტრაგენტის რისკების პრევენციას ახდენს. AI-ზე დაფუძნებული ალგორითმი ავტომატურად მუშაობს, ადამიანის ჩარევას არ საჭიროებს და ბაზრის ქცევას ეყრდნობა. Array-Go შეიძლება შევადაროთ აქტივების საინვესტიციო მენეჯერს.
სტარტაპის დამფუძნებელი არის დეველოპერი, ფსევდონიმით James. როგორც Array-ის ვებგვერდზეა აღნიშნული, მას აქვს დიდი გამოცდილება პროგრამული პროდუქტების შექმნაში სხვადასხვა Web2 და Web3 კომპანიებისთვის. 2010 წლიდან James ბიტკოინითაა გატაცებული და თვლის, რომ კრიპტოვალუტები გვთავაზობენ ახალ ფინანსურ შესაძლებლობებს დეცენტრალიზაციისა და გამჭვირვალობის წყალობით, ამიტომ მათი მასობრივი მიმღებლობა დროის საკითხია.
"Array ემადლიერება კომპანია Temasek-ს ინვესტიციისთვის. ჩვენ ამ ჟესტს აღვიქვამთ, როგორც ჩვენი ტექნოლოგიების პოტენციალისა და ღირებულებების აღიარებას", - ამბობს პროექტის CEO.
შეგახსენებთ, რომ Temasek-მა კრიპტობირჟა FTX-ის გაკოტრების შემდეგ მასში არსებული საკუთარი წილი ჩამოწერა. 2021 წელს სინგაპურულმა საინვესტიციო გიგანტმა სემ ბენკმენ-ფრიდის ბირჟაში 275 მლნ დოლარის ინვესტიცია განახორციელა: 210 მილიონი დოლარი კომპანიამ FTX International-ში, 65 მილიონი დოლარი კი FTX US-ში ჩადო. ამ ინვესტიციებმა შეადგინა Temasek-ის 293 მლრდ დოლარად შეფასებული მთლიანი პორტფელის 0.09%. 2022 წელს Temasek Holdings სათავეში ჩაუდგა სახსრების მოზიდვას Animoca Brands-ისთვის და კონვერტირებადი ბონდების სახით 100 მილიონი დოლარი გამოყო.
2023 წლის აპრილში სინგაპურულმა საინვესტიციო კომპანიამ განაცხადა, რომ გეგმავდა 1 მილიარდი დოლარის გამოყოფას თავისი ახალი კერძო საკრედიტო ფონდისთვის SeaTown.