Solana–ს კვალდაკვალ: ტოპ 3 პერსპექტიული ბლოკჩეინი

ფოტო - Solana–ს კვალდაკვალ: ტოპ 3 პერსპექტიული ბლოკჩეინი
Solana–ს ბლოკჩეინი 2021 წლის აღმოჩენა გახდა. ქსელი ელვისებური სისწრაფით გაფართოვდა, ტოკენი კი წელიწადში 1000%–ზე მეტით გაძვირდა. მაგრამ არსებობენ თუ არა კრიპტოვალუტები, რომლებსაც ამის გამეორება შეუძლია?
Solana–ს გამოარჩევდა ქსელის მაღალი გამტარუნარიანობა და იაფი ტრანზაქციები. კრიპტობაზრის აქტიური ზრდის მომენტში, ეს იყო მთავარი გამოსავალი უამრავი პროექტისთვის, რომლებიც ირჩევდნენ ბლოკჩეინს თავისი სტარტაპების განსავითარებლად.   

Coinmarketcap–ის მონაცემებით, SOL ტოკენი $12 მილიარდიანი კაპიტალიზაციით კრიპტოვალუტების რეიტინგში მე–9 ადგილს იკავებს.

ჩვენ მოვაგროვეთ კაპიტალიზაციაში პირველი ასეულის მიღმა ტოპ 3 საინტერესო ბლოკჩეინი, რომლებსაც შეუძლიათ აღმოჩენად იქცნენ „ხარის“ მომდევნო  ციკლში:

Mina Protocol

Mina პოზიციონირებს,   როგორც ერთ–ერთი ყველაზე  „უმსუბუქესი“ ბლოკჩეინი.  დეველოპერთა ინფორმაციით, ქსელის წონა სულ რაღაც  22kb. ამასთან ერთად, ინფორმაციის გადანაწილების სპეციალური ტექნოლოგიის გამო, Mina–ს ბლოკჩეინის წონა ფიქსირებული რჩება, სხვა ბლოკჩეინებისგან განსხვავებით,  რომლებიც ყოველი ბლოკის დამატებით „მძიმდებიან“.

ბლოკჩეინების უმეტესობა, რომლებიც  Proof of Stake–ზე მუშაობენ, მოითხოვენ ვალიდატორებისთვის თავისი მონეტების დელეგირებას,  რომლებიც ადასტურებენ ტრანზაქციებს. Mna Protocol–ის ნებისმიერ მომხმარებელს  შეუძლია პირდაპირ  ჩაერთოს და ქსელთან წვდომა  მიიღოს  შუამავლების გამოყენების გარეშე. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერს შეუძლია ქსელთან სინქრონიზაცია და კონსენსუსში მონაწილეობა.

Mina Protocol–ის  ICO  2021 წლის აპროლში,  Coinlist–ის აქსელერატორზე ჩატარდა.  მაშინ საჯარო სეილისას გაიყიდა  75 მილიონი ტოკენი საშუალო ფასით  $0.25.მონეტის მიმდინარე ღირებულება  $0.53, რაც პრაქტიკულად ისტორიული მინიმუმია. ამასთან პროექტის კაპიტალიზაცია  $400 მილიონია.
Mina Protocol–ის ნატიური ტოკენის კურსი  (Coingecko)

Mina Protocol–ის ნატიური ტოკენის კურსი (Coingecko)

Metis

Metis – ბლოკჩეინ Ethereum–ის Layer 2–ია . ეს ქსელი კრიპტო ექონომიკის ყველა სფეროს აერთიანებს– dApps, DAO, NFT, და საშუალებას აძლევს მომხმარებლებს მარტივად და იაფად განავითარონ საკუთარი პროექტები. Metis–ს რიგი უპირატესობები გააჩნია Ethereum–ის  „საბაზო“ ბლოკჩეინზე. რომლებსაც განეკუთვნება მიკროგადახდები, მიკროსერვისების ინტეგრაცია, რეპუტაციის სისტემა, ბიზნეს–აპლიკაციები  და  სხვა მრავალი.   

ICO METIS ICO  კრიპტობირჟა Gate–მა  2021 წლის  13 მაისს ჩაატარა. საჯარო სეილზე ტოკენის ღირებულებამ 5$ შეადგინა, გასაყიდად ხელმისაწვდომი კი მონეტის ემისიიდან  მხოლოდ 0.5% იყო.

METIS–ის ისტორიული მაქსიმუმი 2022 წლის 16 იანვარს $322 ნიშნულზე დადგინდა.  მას შემდეგ ტოკენი 92%–ით გაიაფდა და ახლა და $25–ად ივაჭრება. პროექტის კაპიტალიზაცია – $106 მილიონია (Coingecko–ს თანახმად 226-ე ადგილი).
Metis–ისა და  Ethereum–ის ბლოკჩეინების შედარება (Metis.io)

Metis–ისა და Ethereum–ის ბლოკჩეინების შედარება (Metis.io)

Moonbeam

Moonbeam – EVM-ქსელია, რომლის მთავარ მიზანს წარმოადგენს ბლოკჩეინ Ethereum–სა და  Polkadot–ს შორის ხიდის აშენება, Moonbeam ისეთ „საეთერო“ ქსელის ჩვეულ ატრიბუტებთან მუშაობის შესაძლებლობას იძლევა, როგორიცაა Solidity, Vyper და ERC-20 ტოკენების სტანდარტები. ამასთან პროექტები Polkadot –ის ბლოკჩეინებთან სრულად თავსებადი რჩება.

Moonbeam–ის ბლოკჩეინის ნატიური ტოკენია – GLMR. პროექტმა  35 მილიონი  DOT ($233 მილიონი) მოაგროვა  Polkadot –ზე პარაჩეინების აუქციონის ფარგლებში. ასევე Tokensoft პლატფორმაზე ტოკენსეილი მოეწყო ტოკენის ღირებულებით $0.25. საჯარო სეილისას გაყიდული ასივე მილიონი  GLMR, 2022 წლის თებერვალში იყო განბლოკილი და უკვე ბრუნვაშია.

GLMR ტოკენი  $0.46 ნიშნულზე ივაჭრება. საბაზრო კაპიტალიზაცია  – $184 მილიონია.
Moonbeam Network–ის საწყისი გვერდი

Moonbeam Network–ის საწყისი გვერდი

„ხარის ბაზარზე“  უამრავ პროექტს შეუძლია კარგი დინამიკა აჩვენოს . მთავარი ამოცანაა ზრდის დაწყებამდე ბლოკჩეინის პერსპექტივის განსჭვრეტაა. ამისთვის საჭიროა ხარისხიანად ერკვეოდე პროექტის დეტალებში, რაც მოგცემს საშუალებას მიხვდე, თუ რა სიმძლავრით გაიზრდება მოთხოვნა თქვენს მიერ არჩეული ქსელის მონეტებზე.

AI Crypto Expert