OneCoin-ის მთავარ იურისტს ფულის გათეთრებაში ადანაშაულებენ

ფოტო - OneCoin-ის მთავარ იურისტს ფულის გათეთრებაში ადანაშაულებენ
ნიუ-იორკის სამხრეთ ოლქის პროკურატურა, დამიან უილიამსის ხელმძღვანელობით, გახმაურებული პირამიდა OneCoin-ის შემდეგ საკვანძო მონაწილეს - ირინა დილკინსკას მიადგა. კომპანიის იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელი იგნატოვასა და გრინვუდს ფულის გათეთრებაში ეხმარებოდა.
ირინა დილკინსკა ბულგარეთის მოქალაქეა, რომელიც გრანდიოზულ ფინანსურ პირამიდას OneCoin 2014 წელს შეუერთდა. პროექტმა, რომელიც საკუთარ თავს გლობალურ მრავალდონიან მარკეტინგული ქსელად (MLM) პოზიციონირებდა, ორი წლის განმავლობაში სამი მილიონი მსხვერპლისგან €4,037 მილიარდზე მეტი ოდენობის შემოსავალი მიიღო. კომპანიის წმინდა “მოგებამ“ ამ პერიოდისთვის €2,735 მილიარდი შეადგინა.
წყარო: Twitter

წყარო: Twitter

პროკურატურა ვარაუდობს, რომ დილკინსკა OneCoin-ს  იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელისა და კომპლაენსის სახით შეუერთდა. სინამდვილეში, სპეციალისტი, რომელსაც  კომპანიის მიერ კანონის დაცვა უნდა გაეკონტროლებინა, თანადამფუძნებლებს ყალბი კომპანიების შექმნასა და მართვაში ეხმარებოდა. ეს საჭირო იყო თაღლითური სქემის განსახორციელებლად, ფულის გასათეთრებლად და ფაქტობრივად იგნატოვას საკუთრებაში არსებული ქონების ფლობისთვის.

2016-2017 წლებში დილკინსკამ, თანამზრახველ მარკ სკოტთან ერთად, რომელიც კაიმანის კუნძულებზე რეგისტრირებულ ყალბ საინვესტიციო ფონდებს მართავდა, დაახლოებით $400 მილიონი გაათეთრა. სახსრების გასათეთრებლად ის ასევე კომპანიას B&N Consult EEOD იყენებდა. ფირმა დაპატენტებულ საკონსულტაციო მომსახურებას, მხარდაჭერასა და პროგრამულ გადაწყვეტილებებს სთავაზობდა და 2015-2016 წლებში €200 მილიონი „გამოიმუშავა“ .

რუჟა იგნატოვას ბრალი 2017 წლის 12 ოქტომბერს წაუყენეს. ამასთან ერთად, მისი დაკავების ორდერიც გაიცა, თუმცა 2017 წლის 25 ოქტომბრის შემდეგ ის საჯაროდ აღარ გამოჩენილა. ამჟამად იგნატოვა აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ ყველაზე ძებნილ კრიმინალთა ათეულში შედის, მისი ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციისთვის კი ჯილდოს სახით $100 000-ია დაწესებული.
წყარო: fbi.gov

წყარო: fbi.gov

კარლ გრინვუდი 2018 წელს ტაილანდში დააკავეს. შედგა მისი ექსტრადიცია აშშ-ში, სადაც ის პატიმრობაში იმყოფებოდა. 2022 წლის დეკემბერში მან ბრალი აღიარა სამ პუნქტში, რომელთაგან თითოეული 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

2018 წლის შემოდგომაზე დილკინსკამ შეიტყო სკოტის დაკავების შესახებ, რომელსაც OneCoin-ის შემოსავლების გათეთრებაში ადანაშაულებდნენ და დაწვა ყველა ის საბუთი, რომელსაც შეიძლება დაედასტურებინა მისი კავშირი თაღლითობასთან. ამის შემდეგ მომხდარის შესახებ მან შეატყობინა რუჟა იგნატოვას ძმასა და თანამზრახველს, კონსტანტინე იგნატოვს, რომელსაც  „მეგაადვოკატები“ მოსთხოვა.

დილკინსკას საქმის გამოძიებაში მონაწილეობდნენ IRS-CI-ს, FBI-სა და აშშ-ის პროკურატურის, ფედერალური მარშლების სამსახურის, იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საქმეთა დეპარტამენტისა და ბულგარეთის ხელისუფლების სპეციალური აგენტები. მას ბრალი თაღლითობასა და ფულის გათეთრებაში აქვს წარდგენილი. თითოეულისთვის დილკინსკას 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 20 მარტს შედგა ბრალდებულის ექსტრადიცია ბულგარეთიდან აშშ-ში.
ირინა დილკინსკას წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება არის ჩვენი ფედერალური და საერთაშორისო სამართალდამცავი პარტნიორების განსაკუთრებული საგამოძიებო მუშაობის შედეგი. დღეს, მათ, ვინც თაღლითობას სჩადის, აუწყებენ, რომ IRS სისხლის სამართლის გამოძიება თავის თავზე იღებს მათი პასუხისგებაში მიცემის ვალდებულებას, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი
, - განაცხადა IRS-CI-ს სპეციალურმა აგენტმა ტომას ფატორუსომ.