Osmosis-ის მიმოხილვა - ყველაზე დიდი DEX Cosmos-ის ეკოსისტემაში
Osmosis, ვაჭრობის მოცულობისა და აქტიური მომხმარებლების რაოდენობის მიხედვით, Cosmos-ის ეკოსისტემაში უმსხვილესი დეცენტრალიზებული ბირჟაა.
Polkadot-ზე არსებული პარაჩეინების მსგავსად, Osmosis ასევე არა მხოლოდ დეცენტრალიზებული ბირჟა, არამედ ცალკე ბლოკჩეინია, რომელიც Cosmos Hub-თან არის თავსებადი და საკუთარი ეკოსისტემა და კრიპტოვალუტა აქვს.
შესაბამისად, პლატფორმის გამოსაყენებლად და საკომისიოს გადასახდელად, საფულეში ნატიური ტოკენი OSMO უნდა გქონდეთ. Osmosis-ის პლატფორმის გამოყენების შესახებ დეტალური სახელმძღვანელო მოვამზადეთ.
სტატისტიკური მონაცემები
CoinGecko Osmosis-ს მე-20 ადგილს ანიჭებს ყველა DEX ბირჟებს შორის, რომელთა საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობა $20 მილიონს შეადგენს. CoinMarketCap-ზე მაჩვენებელი $2 მილიონით ნაკლებია, ანალიტიკური რესურსი DeFiLama კი ასახავს $21 მილიონის მოცულობასა და მე-17 ადგილს ყველა DEX პლატფორმას შორის.
მსგავსი სტატისტიკა თავად Osmosis-ზეც არის. პლატფორმაზე ყოველდღიურად $20,5 მილიონი ივაჭრება, ხოლო დაბლოკილი ლიკვიდობის მთლიანი მოცულობა $200 მილიონს აღემატება. ყველაზე ხშირად მომხმარებლები ვაჭრობენ მონეტებით OSMO, ATOM და USDC.
Osmosis-ის სავაჭრო სტატისტიკა
ასევე ჩანართში „Stats“ შეგიძლიათ, იხილოთ კრიპტოვალუტის წყვილების ლიკვიდობის, ინდივიდუალური ტოკენებისა და მომხმარებელთა ბოლო ტრანზაქციების სტატისტიკა.
მუშაობის მექანიზმი
პლატფორმის მუშაობის პრინციპი ბევრი DEX-ის მსგავსია, იმ განსხვავებით, რომ Osmosis-ზე ვაჭრობა შესაძლებელია ყველა კრიპტოვალუტით, რომლებიც Cosmos Hub-ის ეკოსისტემაში შედის. ანუ, ფაქტობრივად, Evmos, Cronos, ან Mars ცალკეული ბლოკჩეინებია, მაგრამ ერთნაირი არქიტექტურის გამო, ისინი სინქრონიზებული და ერთმანეთთან შეუფერხებლად ურთიერთქმედითია.
DEX-თან მუშაობის დასაწყებად, ბრაუზერის საფულე, მაგალითად Keplr უნდა დააყენოთ. ეს Google Chrome-ის გაფართოებაა და dApps-ს ადვილად უკავშირდება.
მუშაობის დასაწყებად, Osmosis-ზე სახსრები უნდა შეიტანოთ. ამის გაკეთება შესაძლებელია კრიპტობირჟიდან Keplr-ში ATOM ან OSMO მონეტების გაგზავნით, შემდეგ კი ტოკენების საფულიდან თავად DEX-ში გადატანით. შესაბამისი ოპერაციები ხორციელდება განყოფილებაში "Assets".
განყოფილება Assets DEX-სა და საფულეს შორის ტოკენების ტრანსფერისთვის
სხვათა შორის, თქვენი საფულის ბირჟიდან შევსება აუცილებელი არ არის, რადგან Osmosis-ს კრიპტოვალუტის ბარათით შესაძენად, ან საბანკო გადარიცხვისთვის ფიატის ჩაშენებული კარიბჭე აქვს.
საწყის გვერდზე არის განყოფილება "Swap" ტოკენების გაცვლისთვის. ტრანზაქციის საკომისიო OSMO მონეტებში ირიცხება. სვოპის საშუალო საკომისიო $0.01-ს შეადგენს.
განყოფილება Swop ტოკენის გაცვლისთვის
შემოსავლიანობის ინსტრუმენტები
Osmosis სთავაზობს რამდენიმე სახის შემოსავალს, მათ შორის მომგებიან ფერმერობას. ამისათვის თქვენი მონეტები სავაჭრო წყვილის ლიკვიდობას უნდა დაამატოთ და ვაჭრობისთვის საკომისიოს ნაწილი და ანაზღაურება თავად პლატფორმისგან მიიღოთ. ეს ფუნქცია არის განყოფილებაში "Pools".
ზოგიერთი სავაჭრო წყვილის (wAVAX/OSMO, WLD/OSMO) მომგებიანობა 80%-ს აღწევს, ყველაზე პოპულარული წყვილებია: ATOM/OSMO (წლიური 14%), USDC/OSMO (წლიური 15.2%), ETH/OSMO (წლიური 23.8%). აქ ასევე შესაძლებელია BTC-ის, DAI-ს, EVMOS-ის, CRO-სა და მრავალი სხვა მონეტის ფარმინგი.
განყოფილება Pools ლიკვიდობის ფარმინგისთვის Osmosis-ზე
შეგიძლიათ, კრიპტოვალუტები OSMO და ATOM სტეიკინგში ჩადოთ. ამისთვის, უნდა გადახვიდეთ განყოფილებაში "Stake" და თქვენი მონეტების დელეგირება ოფიციალური ვალიდატორისთვის მოახდინოთ. ATOM-ის შემთხვევაში სარგებელი 21%-ს აღწევს, OSMO მაჩვენებელი ოდნავ უფრო მაღალია - წლიურ 24%-მდე.
მონეტების OSMO და ATOM სტეიკინგის გვერდი
კრიპტოვალუტა OSMO
OSMO ნატიური ტოკენია, რომელიც გამოიყენება საკომისიოს გადასახდელად, სტეიკინგისთვის და DAO-ს შემადგენლობაში პლატფორმის მართვაში მონაწილეობის მისაღებად. მონეტის შესახებ უმნიშვნელოვანესი მონაცემებია:
- საბაზრო კაპიტალიზაცია – $575 მილიონი;
- მაქსიმალური ემისია - 1 000 000 000;
- სულ მიმოქცევაში – 527 657 515;
- ვაჭრობის საშუალო დღიური მოცულობა - $30 მილიონი;
- მაქსიმალური ფასი - $11,14;
- მინიმალური ფასი - $0.68.
კრიპტოვალუტა ივაჭრება ბირჟებზე Gate, Mexc, KuCoin და თავად Osmosis-ის DEX-ზე.
OSMO ტოკენის კურსის დინამიკა
Osmosis-ისDAO და ეკოსისტემა
განყოფილებაში "Vote" მომხმარებლებს შეუძლიათ, შესთავაზონ პლატფორმის განვითარების ვექტორის ცვლილებები და ახალ ინტეგრაციებს მისცენ ხმა. არსებითად, ეს DEX-ის მართვაა. DAO თითოეული მონაწილის ღირებულება მის საფულეში OSMO მონეტების რაოდენობაზეა დამოკიდებული.
Osmosis-ის მართვა DAO-ს მეშვეობით
Osmosis-ის ეკოსისტემა მთავარი ბლოკჩეინის, Cosmos Hub-ის პარალელურად ვითარდება. მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ, გამოიყენონ კრიპტოვალუტის სხვადასხვა საფულეები, საკრედიტო პროტოკოლები, კროსჩეინ ხიდები, NFT მარკეტპლეისები და სხვადასხვა აპლიკაციები, რომლებიც Osmosis-ის ავტორიტეტსა და მის მთლიან ლიკვიდობას ზრდის.