PancakeSwap V3: “გემრიელი” განახლება ტრეიდერებისთვის

ფოტო - PancakeSwap V3: “გემრიელი” განახლება ტრეიდერებისთვის
PancakeSwap-ის გუნდმა BNB Chain-ისა და Ethereum-ის ბლოკჩეინებზე აპლიკაციის მესამე ვერსიის ამოქმედება დააანონსა და მთავარ უპირატესობებად ახალი ინსტრუმენტები, დაბალი საკომისიო და ლიკვიდობის მომწოდებლების მეტი მომგებიანობა დაასახელა.

ძირითადი ცვლილებები

1. კაპიტალის ეფექტური გამოყენება

ამიერიდან მომხმარებლებს შეუძლიათ, ლიკვიდობის უზრუნველყოფისას, მოახდინონ  ფასების ინდივიდუალური დიაპაზონის კონფიგურაცია. ზღვრული მნიშვნელობების სწორად არჩევისა და ოპტიმალური საკომისიოს დაწესების შემთხვევაში, მოცურების დონის შემცირებით, შესაძლებელია მომგებიანობის მნიშვნელოვნად გაზრდა. განსაკუთრებით სტეიბლკოინების წყვილებში, სადაც ფასები უფრო მეტად პროგნოზირებადია.

პულის მენეჯმენტის გასაუმჯობესებლად, გუნდმა შექმნა დამატებითი ინსტრუმენტები სტატისტიკის კონტროლისა და საკუთარი შემოსავლის გამოსათვლელად: APR-ის ავტომატური ასახვა (განახლება ხდება ოპერატიულ მონაცემებზე დაყრდნობით) და ROI-ს გაუმჯობესებული კალკულატორი (აფასებს შემოსავლიანობასა და არამუდმივი ზარალის მაჩვენებლებს).

2. საკომისიოების შემცირება

მესამე ვერსიაში წესდება მრავალდონიანი ტარიფები 0,01%-დან 1%-მდე, სტაბილური 0,25%-ის ნაცვლად. ერთი ვარიანტი მეორეს არ გამორიცხავს და შეიძლება ნებისმიერ წყვილში იყოს წარმოდგენილი, მაგრამ საბოლოო ჯამში, კომისიის დონე ფორმირდება ტრეიდერებისა და ლიკვიდობის მომწოდებლების საერთო ინტერესების საფუძველზე.

ყველაზე დაბალი საკომისიო (0.01%) დაწესდება სტეიბლკოინების წყვილებისთვის, რაც ასეთი ტოკენების გადაცვლას ძალიან გააიაფებს.  ნაკლები სტაბილურობის მქონე აქტივები 0,05%-ს მიიღებენ, ხოლო გაუთვალისწინებელი სიტუაციების, ან აქტივობის შემცირების შემთხვევაში პროცენტი გაიზრდება (0,25%).

1%-იანი ზღვრული საკომისიო დაწესდება მეტად სარისკო, ან ახალი აქტივების შემთხვევაში, რაც წაახალისებს ლიკვიდობის მომწოდებლებს მეტი თანხის ჩარიცხვისკენ, ხოლო მომხმარებლებს სასურველ პროექტზე მეტ წვდომას მისცემს.

3. გაუმჯობესებული ინტელექტუალური მარშრუტიზატორი 

ამ ფუნქციას ვაჭრობაში შეაქვს ცვლილება, რომლის წყალობით ლიკვიდობის მიღება შესაძლებელია ერთდროულად ყველა პროტოკოლიდან (V2, V3, StableSwap), ხოლო სურვილის შემთხვევაში, ტრეიდერები შეძლებენ გამორთონ ისინი, რომლებიც არ სჭირდებათ.

4. ფერმები

PancakeSwap V3-მ შეინარჩუნა ფერმების მუშაობა, სადაც შესაძლებელია ლიკვიდობის მომწოდებლის ტოკენების ჩადება (LP) და CAKE-ის სახით ჯილდოს მიღება. მოქნილი პარამეტრები მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, განათავსონ მრავალი პოზიცია და საჭიროების შემთხვევაში, ადვილად წაშალონ ის. 

თუმცა, CAKE ტოკენების მისაღებად, მიმდინარე ფასი მომწოდებლის მიერ არჩეულ დიაპაზონში უნდა იმყოფებოდეს, ხოლო ალგორითმი მცირე ინტერვალებისთვის მეტ ჯილდოს უზრუნველყოფს, რაც მოცურებას კიდევ უფრო შეამცირებს.

საპარტნიორო პროგრამა

PancakeSwap V3-ის საპარტნიორო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, თქვენ უნდა გყავდეთ 10000-ზე მეტი გამომწერი  სოციალურ ქსელებში, უნდა წარადგინოთ განაცხადი და, მისი დამტკიცების შემთხვევაში, გაუზიაროთ ყველას რეფერალური ბმული.

პლატფორმის პარტნიორებს შეეძლებათ, მიიღონ 20%-მდე საკომისიო (3% ჩვეულებრივი გაცვლისთვის), რომელსაც იხდიან რეფერალები, ისინი კი თავის მხრივ მიიღებენ 20%-იან ფასდაკლებას უვადო კონტრაქტებით ვაჭრობაზე. სტატისტიკის მონიტორინგისთვის უახლოეს მომავალში მართვის პანელი შეიქმნება.

დასკვნა

განახლება შთამბეჭდავად გამოიყურება, მაგრამ უკვე წელს PancakeSwap გეგმავს მრავალი სხვა ფუნქციის ამოქმედებასაც: ფერმა bCAKE-ით, ჯილდოები VIP ტრეიდერებისთვის (ფასდაკლებები, ტოკენები), ლიკვიდობის პოზიციების ავტომატური მენეჯერი და გაფართოებული სალიმიტო ორდერები. ეს ყველაფერი არა მხოლოდ პლატფორმის ამჟამინდელ მომხმარებლებს დაეხმარება ვაჭრობაში, არამედ მოიზიდავს ახლებსაც, რომლებსაც ინსტრუმენტების მნიშვნელოვან ნაკრებს შესთავაზებს.