პარაგვაი მაინერებისთვის ახალი მექა ხდება

icon ONE
icon FOR
ფოტო - პარაგვაი მაინერებისთვის ახალი მექა ხდება
მაინერი საკმაოდ პრაგმატული და პროგნოზირებადი არსებაა: სადაც ენერგია უფრო იაფია, ისიც იქ არის. ყველაზე იაფი და ხელმისაწვდომი ელექტროენერგიის მიღება კი ახლა პარაგვაიშია შესაძლებელი.
იტაიპუს კაშხალი, რომელიც ელექტროენერგიით მთელ ბრაზილიას, პარაგვაის და არგენტინას ამარაგებს, გამოიმუშავებს უზარმაზარ იაფ ენერგიას (14 გგვტ), რაც რეგიონის მაცხოვრებლების საჭიროებებს მნიშვნელოვნად აღემატება. მოსახლეობა და მრეწველობა წარმოებული სიმძლავრის მხოლოდ მეოთხედს მოიხმარს.
 
თუ პარაგვაის მარეგულირებლები მაინინგზე დაწესებულ შეზღუდვებს მოხსნის, მაშინ ასუნსიონი შეიძლება გახდეს კრიპტოვალუტების ღრუბლოვანი მომპოვებელი კომპანიების უდიდესი იურისდიქცია.

GC
GN Crypto
ავტორი