Party.Space - კორპორაციული წვეულებები მეტავერსში

icon FOR
ფოტო - Party.Space - კორპორაციული წვეულებები მეტავერსში
მსოფლიო ეპიდემიების, კონტინენტზე სამხედრო კონფლიქტებისა და გლობალური რეცესიის ეპოქაში, საკმაოდ რთულია გუნდის შეკრება კომპანიაში, რომელიც, მათ შორის, მოიცავს ფრილანსერებს მთელი მსოფლიოდან. იგივე პრობლემები უჩნდება ნებისმიერ ტრანსნაციონალურ კომპანიას, რომლის ოფისები მთელ მსოფლიოშია მიმოფანტული. თუმცა, გამოსავალი არსებობს.
ონლაინ ტექნოლოგიების გამოყენებამ მსოფლიო მოიცვა, განსაკუთრებით მთელი პლანეტის მასშტაბით COVID-19-ის მასობრივი გავრცელების შემდეგ. კომპანიებს ბიზნესისა და რეგულარული შეხვედრების ჩატარება მკაცრი რეალობის პირობებში უწევთ. უკრაინის ომმა ბიზნესებისა და სტარტაპების უმეტესობისთვის ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ბევრ თანამშრომელს მოუწია სხვა, უფრო უსაფრთხო რეგიონში გადასვლა, ან თუნდაც ქვეყნის დატოვება, რათა მოეძებნა დროებითი თავშესაფარი - ადგილი, სადაც რუსული რაკეტები ვერ აღწევს. მიუხედავად ამისა, კომპანიებმა წინსვლა და ბიზნეს პროცესების სათანადო დონეზე შენარჩუნება უნდა განაგრძონ. თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით შესაძლებელია ერთმანეთთან კავშირზე დარჩენა და შეხვედრების გამართვა ვირტუალურ სივრცეში. კომპანია Roosh-ის დამფუძნებელმა, სერგეი ტოკარევმა ისაუბრა, როგორ მოაწყო მათმა კომპანიამ ვირტუალური საახალწლო წვეულება Party.Space-ზე.
ასე ჩაიარა უკრაინული კომპანიის ვირტუალურმა წვეულებამ

ასე ჩაიარა უკრაინული კომპანიის ვირტუალურმა წვეულებამ

იმის გათვალისწინებით, რომ Roosh-ის თანამშრომლების მხოლოდ 20% იმყოფება კიევში, სერგეი ტოკარევმა საახალწლო არდადეგებისთვის ვირტუალური წვეულების მოწყობა გადაწყვიტა. გამოსავლის ძიებაში მან არჩევანი შეაჩერა პლატფორმაზე Party.Space. ეს პლატფორმა მარტივი გამოსაყენებელია და ავატარების გამოყენებით ადამიანების ერთ შენობაში ყოფნის ეფექტის მქონე ღონისძიების ორგანიზების შესაძლებლობას იძლევა. სერვისი გთავაზობთ ბევრ სასარგებლო ფუნქციას: როგორც პანელური დისკუსიებისა და პრეზენტაციების მართვისთვის, ასევე სხვადასხვა კონკურსებისა და ღონისძიებების ჩასატარებლად. ოფლაინ შეხვედრის მსგავსად, შეგიძლიათ მხოლოდ იმ კოლეგების მოსმენა, რომლებიც ახლოს სხედან. პლატფორმა გთავაზობთ დამატებით პარამეტრებს და ვარიანტებს ნებისმიერი ღონისძიებისთვის – მაგალითად, შეგიძლიათ დაარეგულიროთ ფონური მუსიკის ხმა, ან გამორთოთ კოლეგების ხმა და ა.შ.
კოლექტივთან ერთად კონცერტის, ან დიჯეის რემიქსების მოსმენა საერთოდ არ წარმოადგენს პრობლემას

კოლექტივთან ერთად კონცერტის, ან დიჯეის რემიქსების მოსმენა საერთოდ არ წარმოადგენს პრობლემას

როგორც სერგეი ტოკარევი ამბობს, პლატფორმის ყველა პარამეტრთან ადაპტაციას დიდი დრო არ სჭირდება. ამისთვის 30-40 წუთია საკმარისი. გარდა ამისა, შესწავლისა და ექსპლუატაციის პროცესში, პლატფორმა იძლევა სასარგებლო რჩევებსა და  სხვადასხვა სახელმძღვანელოებს.

იმისათვის, რომ ყველა კოლეგამ ამხანაგების ამოცნობა შეძლოს, თითოეულმა მათგანმა ჯერ უნდა შექმნას ავატარი. Party.Space-ზე, ღონისძიების თითოეულ მონაწილეს შეუძლია ატვირთოს თავისი ფოტო და თავად დააკონფიგურიროს თავისი ავატარი: შეცვალოს ვარცხნილობა და ტანსაცმელი, დაამატოს აქსესუარები, ან გამოიყენოს ვიდეო, როგორც კორპორაციული ონლაინ კონფერენციის ფორმატში.
ავატარის ფორმატი წინასწარ არის შეთანხმებული და სტატიკური ფოტოს ნაცვლად შესაძლებელია ვიდეოს გამოყენება ფრონტალური კამერის მეშვეობით

ავატარის ფორმატი წინასწარ არის შეთანხმებული და სტატიკური ფოტოს ნაცვლად შესაძლებელია ვიდეოს გამოყენება ფრონტალური კამერის მეშვეობით

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია იცოდეთ, როგორ იმოძრაოთ მეტავერსის შიგნით. აუცილებელია ამ ვირტუალური სამყაროს მექანიკის დაუფლება, რათა ურთიერთქმედება ყველა გარშემომყოფ  ობიექტთან გქონდეთ.
მეტავერსში შეგიძლიათ ეწვიოთ სხვადასხვა ლოკაციას, აწარმოოთ  დიალოგი სხვა ადამიანებთან, ან დალიოთ კოქტეილი ბარში

მეტავერსში შეგიძლიათ ეწვიოთ სხვადასხვა ლოკაციას, აწარმოოთ დიალოგი სხვა ადამიანებთან, ან დალიოთ კოქტეილი ბარში

მაგრამ ეს სულაც არ იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც Roosh-მა ვირტუალურ ფორმატში მსგავსი შეხვედრები მოაწყო. ზაფხულში სერგეი ტოკარევმა და მისმა კოლეგებმა Roosh-ის დაბადების დღე აღნიშნეს - კომპანიას ორი წელი შეუსრულდა. მაშინ მათ წვეულების გამართვა გადაწყვიტეს მეტავერსში, ოღონდ სხვა პლატფორმაზე, სახელწოდებით Gather. მაგრამ ღონისძიება უფრო საფუძვლიან მომზადებას მოითხოვდა, რადგან იყვნენ სპიკერები, სპეციალური სტუმრები და მოეწყო ვირტუალური აუქციონი. როგორც Roosh-ის კრეატიული კომუნიკაციების დირექტორმა, ალექსანდრა ბოროდინამ აღნიშნა, აუქციონის ლოტები მათი მოთხოვნადობისა და გუნდის ინტერესების შესაბამისად  შეირჩა. აუქციონის შედეგად შეგროვდა თითქმის 300 000 გრივნა რომელიც სხვადასხვა უკრაინულ საქველმოქმედო ფონდში განაწილდა.

არადა მეტავერსისგან მიღებული პირველი შთაბეჭდილება შეიძლება განსხვავდებოდეს. აქ ხომ რაღაც უჩვეულოსა და ახლის ნახვისას "ვაუ ეფექტიდან" დაბნეულობამდე ერთი ნაბიჯია. ხანდახან ჩნდება სპეციფიკური პრობლემები, რომლებსაც ფიზიკურ სამყაროში ანალოგი არ გააჩნია. მაგალითად, ინტერნეტის სუსტმა სიგნალმა შეიძლება გამოიწვიოს ეკრანზე „გაჭედილი“ სახის ეფექტი, ან თანამოსაუბრის ხმის გაქრობა და ა.შ. თუმცა, ეჭვგარეშეა, რომ მეტავერსი სთავაზობს კომპანიებს სრულიად ინოვაციურ გადაწყვეტილებას თანამშრომლებთან შეძლებისდაგვარად „მჭიდროდ“ დაკავშირების მიზნით და შლის საზღვრებს ქვეყნებსა და კონტინენტებს შორის.

ინფორმაცია Party.Space პლატფორმის შესახებ

Party.Space - უკრაინული სტარტაპი, რომელიც მეტავერსის პლატფორმას იყენებს.

პროექტი წარმოადგენს მეტავერსს ბიზნესისთვის. ეს არის პერსონაჟის, იდეის ან თემის ირგვლივ აგებული 3D ვირტუალური სამყარო, რომელიც ხელმისაწვდომია ონლაინ 24-საათიან რეჟიმში ჩვეულებრივი ვებბრაუზერის გამოყენებით, მონაწილეთა რაოდენობის შეზღუდვის გარეშე.

იუზქეისები:

  • ვირტუალური წვეულებები;
  • ღონისძიებების, ან გარკვეული თარიღების აღნიშვნა (შობა, ახალი წელი, ჰელოუინი და ა.შ.);
  • კონცერტებზე დასწრება;
  • ვირტუალური გუნდის თიმბილდინგის ორგანიზება;
  • გუნდური, ან ბანქოს თამაშები;
  • მასტერკლასები, კონფერენციები, ან შეხვედრები რეგიონულ წარმომადგენლობებთან.

დასკვნა

მეტავერსისა და ვირტუალური ტექნოლოგიების დახმარებით სულ უფრო მეტი ადამიანი (ან ერთი კომპანიის კოლეგა) შეძლებს, იყოს მდგომარეობაში, რომელიც ფიზიკურ კონტაქტს ჰგავს. თანაც ისინი შეიძლება იყვნენ სხვადასხვა ქალაქში, ქვეყანაში ან სხვადასხვა კონტინენტზე. მეტავერსები, ისევე როგორც პორტალები სივრცეში, შესაძლებელს ხდის ადამიანებს შორის მანძილის შემცირებას, ვირტუალურ სამყაროში ერთობლივი პროექტის დეტალების შესახებ კომუნიკაციის შესაძლებლობასა და თუნდაც იმ კოლეგის მხარზე ხელის დარტყმას, რომელიც სინამდვილეში ათასობით კილომეტრითაა დაშორებული. 

დაე, იქცეს ზღაპარი რეალობად მეტავერსების დახმარებით!