Pax Dollar: მოწონებულია უოლ-სტრიტის მიერ

icon USDP
icon ONE
icon FOR
ფოტო - Pax Dollar: მოწონებულია უოლ-სტრიტის მიერ
Pax Dollar-ი სტეიბლკოინების იმ მცირე რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც აშშ-ს მარეგულირებლების მიერ არიან მოწონებული. USDP 1:1 თანაფარდობით აშშ დოლარითაა უზრუნველყოფილი და ყველაზე ხშირად ტრანსსასაზღვრო გადახდებისთვის გამოიყენება.

ვინ დგას რეგულირებადი სტეიბლკოინ USDP-ის უკან

პროექტი Pax Dollar აამოქმედა კომპანიამ Paxos Trust Company, რომელსაც ახლა მონოპოლიური პოზიცია უკავია რეგულირებადი კრიპტოვალუტური პროდუქტების შემუშავების სფეროში.

კომპანიის დამფუძნებელი ჩარლზ კასკარილა ადრე სახელმწიფო სტრუქტურებისთვის განკუთვნილი უდიდესი საინვესტიციო ფონდის, Cedar Hill Capital Partners-ის თანამფლობელი იყო. Paxos-ის დირექტორთა საბჭოში შედიან აშშ-ის ყოფილი სენატორი და FDIC-ის (დეპოზიტების დაზღვევის ფედერალური სისტემა) ყოფილი თავმჯდომარე.

Pax Dollar 2018 წელს ამოქმედდა, ხოლო 2021 წელს მას სტეიბლკოინი USDP უწოდეს. ასევე გამოვიდა PAXGold ტოკენი, რომელიც ოქროს ღირებულებაზე იყო მიბმული, კლიენტებისთვის ძვირფასი ლითონის წილადური საკუთრების უზრუნველყოფისთვის. ასევე, ინსტიტუციონალური  ინვესტორებისთვის გაიხსნა ბირჟა itBit Exchange. ამ პლატფორმას უშუალოდ ნიუ-იორკის ფინანსური სერვისების დეპარტამენტი (NYDFS) აკონტროლებ.

გარდა ამისა, კომპანია BUSD ტოკენის ერთადერთი ემიტენტია, რომელსაც Binance იყენებს.

Paxos Trust Company-ს კლიენტები არიან:

  • PayPal
  • Bank of America
  • Credit Suisse
  • Revolut
  • Mastercard
  • StoneX

კრიპტოსაზოგადოებაში არავის უკვირს, რომ დეველოპერების გუნდის ყველა ინიციატივა მარეგულირებლების მიერ მხარდაჭერილია.

ცხადია, რომ პირად კავშირებს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. Paxos-ის საქმე კარგად იმიტომ მიდის, რომ დამფუძნებლებს გაუმართლათ. ასევე დამფუძნებლები უარყოფენ ჭორებს, რომ კომპანია NYDFS-ის უშუალო კონტროლის ქვეშ იმყოფება.

Pax Dollar-ის ტოკენომიკა

ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც USDP-ის მთლიან მიწოდებას არეგულირებს, არის Paxos Trust Company. ტოკენების ემისია შეუზღუდავია. თუმცა, ახალი სტეიბლკოინების მიმოქცევაში გაშვება ხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც Paxos-ის საბანკო ანგარიშებზე ფიატური დოლარი ჩაირიცხება.

USDP იწვება, როდესაც ხდება მათი კონვერტაცია ნაღდ ფულში. რეგულირების ასეთი ალგორითმი უზრუნველყოფს ფასის 1:1 თანაფარდობას.

მიმოქცევაში არსებული ტოკენების რაოდენობა ყოველთვის შეესაბამება კომპანიის რეზერვში არსებული აშშ დოლარის რაოდენობას.

(უფრო ვრცლად შეუზღუდავი ემისიის მქონე კრიპტოვალუტების ფასის რეგულირების თავისებურების შესახებ შეგიძლიათ აქ წაიკითხოთ).

დამოუკიდებელი საბუღალტრო ფირმა Withum ყოველთვიურად ატარებს Paxos-ის ბალანსების აუდიტს და აქვეყნებს ანგარიშებს დოლარის რეზერვებისა და მიმოქცევაში არსებული ტოკენების რაოდენობის შესახებ.

სტატიის მომზადების მომენტში, მაქსიმალური მიწოდება იყო 106 388 841. ამდენივე ტოკენი ცირკულირებს ქსელში.

მაგრამ იმის თქმა, რომ USDP ყოველთვის ხისტად არის მიბმული აშშ დოლარზე, არასწორი იქნება. ფინანსურ ბაზრებზე არსებული ვითარება უშუალო გავლენას ახდენს Pax Dollar-ის კურსზე და ხანდახან ის თავისი ფუნდამენტიდან "აიშვებს" ხოლმე.

მაგალითად, იმ ჭორების ფონზე, რომ SEC-მა დაიწყო გამოძიება USDP-ის წინააღმდეგ, მონეტამ ღირებულების თითქმის 3% დაკარგა. შესაბამისად, მისი კაპიტალიზაციაც იმავე ოდენობით დაეცა.

მაგრამ ეს არ არის ერთადერთი სტეიბლკოინი, რომელიც ბაზრის ქარიშხლებზე რეაგირებს. ვოლატილობისგან დაცვის თვალსაზრისით, USDP ნამდვილად არის ხარისხიანი აქტივი ფასეულობის შესანარჩუნებლად.

Pax Dollar-ის პერსპექტივები

რეგულაცია კრიპტოაქტივების სულ უფრო ფართო სფეროებზე ვრცელდება, ამიტომ ინსტიტუციონალური ინვესტორების მოთხოვნა მარეგულირებლის მიერ დამტკიცებულ სტეიბლკოინებზე გაიზრდება.

ბაზრიდან მათ გამოდევნას მხოლოდ სახელმწიფო ციფრული ვალუტები (CBDC) შეძლებენ. მაგრამ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს უახლოეს მომავალში მოხდეს.

USDP არის კრიპტოვალუტაში ინვესტირების საიმედო საშუალება  ინვესტორებისთვის, რომლებსაც გარისკვა არ სურთ.

Pax Dollar საკმაოდ კარგი დაცვაა ინფლაციისგან, მაგრამ ევროპისა და აზიის ბაზარზე არც თუ პოპულარული სტეიბლკოინია.

ამერიკელი ინვესტორები კი სწორედ USDP-ს ანიჭებენ უპირატესობას.

კომპანია Paxos Trust ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მას შესწევს უნარი  შეინარჩუნოს პოზიციები და SEC-თან სადავო საკითხების მოგვარება შეძლოს. ამიტომ მის სტეიბლკოინ Terra USD-ის, ან Neutrino USD-ის ბედი არ ეწევა.