მიმ აჟიოტაჟი გაჩაღებულია და როგორც ჩანს, მონეტა Pepe ამაში საკვანძო როლს ასრულებს.
ბიტკოინ ტრანზაქციის საკომისიოებმა ახალ დონეს მიაღწია.
6 მაისს ბიტკოინის ბლოკჩეინში გადახდილი მოსაკრებლის მთლიანმა ოდენობამ $5 263 442-ს მიაღწია. ეს აპრილის ბოლოსთან შედარებით უზარმაზარი ზრდაა, როდესაც საკომისიოები $400 000-დან ერთ მილიონ აშშ დოლარამდე მერყეობდა.
წყარო Cryptofees
ბიტკოინ საკომისიოების ზრდას სხვა წყაროებიდან მიღებული მონაცემებიც ადასტურებს.
YCharts-ის ცნობით, ტრანზაქციის საშუალო საკომისიომ ბიტკოინებში $8,841-ს მიაღწია.
წყარო: YCharts
ეს დრამატული ზრდა, სავარაუდოდ, მიმების მიმდინარე აჟიოტაჟით არის განპირობებული, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, მონეტა Pepe-მ გამოიწვია.
მიუხედავად იმისა, რომ ეს მიმ-მონეტა სულ ახლახან ამოქმედდა, ის ცდილობს, კონკურენცია გაუწიოს DogeCoin-სა და Shiba Inu-ს და სულ უფრო პოპულარული ხდება.
Coinmarketcap-ის მონაცემები აჩვენებს, რომ შვიდი დღის განმავლობაში, მონეტის ფასი გეომეტრიული პროგრესიით იზრდებოდა და პიკს - $0.0000040-ს მიაღწია, შემდეგ კი, სტატიის მომზადების მომენტში, $0,000002779-ის ნიშნულზე გაჩერდა.
წყარო: Coinmarketcap
ასეთი ზრდის მიუხედავად, სტატიის მომზადების მომენტში, ბიტკოინის ფასი 29000$-ზე ოდნავ დაბლა მერყეობს. ამავდროულად, Ethereum 1900$-ზე ოდნავ ძვირად ივაჭრება.
მონეტა Pepe-ს შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ჩვენი დეტალური მიმოხილვა წაიკითხეთ.
მანამდე GNcrypto წერდა, რომ მიმკოინი პეპე Twitter-ის სათაურებში მოხვდა.