რონ დესანტისს CBDC (ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა) არ აქვს. თუ ის 2024 წელს არჩევნებს მოიგებს, ის CBDC-ს არა მხოლოდ ფლორიდაში, არამედ ფედერალურ დონეზეც აკრძალავს.
ფლორიდის გუბერნატორი, რონ დესანტისი ცენტრალური ბანკის ციფრულ ვალუტას (CBDC) ისევ მიუბრუნდა.
გარკვეული პერიოდის განმავლობაში CBDC-ის მწვავე კრიტიკის შემდეგ, სულ რამდენიმე კვირის წინ მან ფლორიდაში მისი გამოყენება აკრძალა.
ახლა, როდესაც მან დააანონსა, რომ 2024 წელს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატად იყრის კენჭს, დესანტისი CBDC-ის განხილვას მიუბრუნდა.
ბოლო ინფორმაციით, დესანტისი აცხადებს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, CBDC-ს არ დანერგავს.
CBDC-ისა და ბიტკოინის შედარებისას, ის თვლის, რომ ვაშინგტონში ბევრი პოლიტიკოსი ბიტკოინს ეწინააღმდეგება მხოლოდ იმიტომ, რომ მასზე სრულ კონტროლს არ ფლობს.
Twitter-ში მან უფრო სერიოზული განცხადებები გააკეთა. ერთ-ერთ მათგანში ის ამტკიცებს, რომ CBDC არის საშუალება ხელისუფლებისთვის, დაიწყოს ESG (ეკოლოგიური, სოციალური და მმართველობითი) კრიტერიუმების თავს მოხვევა.
”ოჰ, მოიცადეთ, თქვენ ამ კვირაში თქვენი საწვავის ავზი სამჯერ შეავსეთ, მეტი არ შეიძლება”, - თქვა მან და ივარაუდა, რომ მთავრობის განზრახვა CBDC-ის ამოქმედების შესახებ უკონტროლო გადახდის სხვა საშუალებებს ჩაანაცვლებს.
თუმცა, ფედერალური სარეზერვო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე არ არის აღნიშნული, რომ CBDC ნაღდ, ან ქაღალდის ფულს ჩაანაცვლებს.
”ფედერალური სარეზერვო სისტემის სწრაფვაა, უზრუნველყოს ფულადი სახსრების მუდმივი უსაფრთხოება და ხელმისაწვდომობა და განიხილავს CBDC-ს, როგორც უსაფრთხო გადახდის გაფართოების და არა მათი შემცირების, ან შეცვლის საშუალებას”, — ნათქვამია ვებგვერდზე.
2022 წელს, დესანტისმა გამოაცხადა, რომ ფლორიდა კრიპტოვალუტაში გადასახადების მიღების პროცესზე მუშაობდა.
მანამდე GNcrypto წერდა, რომ რობერტ კენედი უმცროსი საარჩევნო კამპანიისთვის შემოწირულებების მიღებას ბიტკოინებში აპირებდა. ეს ნაბიჯი მოჰყვა კანადის მთავრობის გადაწყვეტილებას, გაეყინა სატვირთო მანქანების იმ მძღოლების საბანკო ანგარიშები, რომლებიც COVID-19 შეზღუდვებს აპროტესტებენ.