რომელი ცნობილი ინვესტორები არიან ბიტკოინის მხარდამჭერები

ფოტო - რომელი ცნობილი ინვესტორები არიან ბიტკოინის მხარდამჭერები
ყველამ იცის, რომ კრიპტოვალუტებს მხარს უჭერენ ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორებიც არიან ილონ მასკი, სნუპ დოგი, მოკრივე ტაისონი ან გარდაცვლილი ჯონ მაკაფი. თუმცა, ბევრი წარმატებული ადამიანი ფინანსური სამყაროდან კრიპტოინვესტორიც გახდა.
თუ გადავხედავთ ცნობილ ფინანსისტებს, რომლებიც ტრადიციულად იყვნენ ისეთი კლასიკური ინვესტიციების მხარდამჭერები, როგორიცაა ფასიანი ქაღალდები ან უძრავი ქონება, აღმოჩნდება, რომ ბევრმა მათგანმა ბოლო წლებში ინვესტიცია  აქტივების ახალ კლასში - კრიპტოვალუტებში ჩადო. ვიღაცამ ამ გზით აშშ-სა და ევროკავშირში მაღალი ინფლაციის, ასევე საბანკო სექტორის არასტაბილურობის პირობებში რისკების ჰეჯირება გადაწყვიტა, ვიღაცამ კი ნამდვილად დაიჯერა, რომ მომავალი ციფრულ აქტივებს ეკუთვნის.

რიჩარდ ბრენსონი

რიჩარდ ბრენსონი დიდი ხანია კრიპტოვალუტის მგზნებარე თაყვანისმცემელია. ჯერ კიდევ 2016 წელს ის ამტკიცებდა, რომ ბიტკოინი წარმატებული აქტივი გახდებოდა და ფინანსური მენეჯმენტის სრულიად განსხვავებული მიდგომას გამოიწვევდა. მას არასოდეს დაუმალავს, რომ ბიტკოინის ჰოლდერია და ამ აქტივში ინვესტირებისთვის თავისი მოგების რამდენიმე პროცენტს რეგულარულად გამოყოფს.
 
ბრენსონის კომპანია Virgin Galactic Holdings კოსმოსური ტურიზმის სერვისებს გვთავაზობს და გადახდის სახით ბიტკოინს იღებს. მაგალითად, 2014 წელს ძმებმა უინკლვოსებმა Virgin Galactic-ს კოსმოსური ბილეთებისთვის 312.5 BTC გადაუხადეს.

ასევე ცნობილია, რომ რიჩარდ ბრენსონმა 30 მილიონი დოლარის ინვესტიცია პოპულარულ კრიპტოვალუტურ პროცესინგულ სერვისში BitPay განახორციელა.

სტივ ვოზნიაკი

წარმოშობით უკრაინელი სერიული მეწარმე და Apple-ის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი სტივ ვოზნიაკი ასევე დაინტერესდა ციფრული აქტივებით. ერთ-ერთ ინტერვიუში მან თქვა, რომ ნანობს, რომ 2000-იანი წლების დასაწყისში, იმ დროისთვის განუვითარებელი ბაზრის გამო, ბიტკოინი არ იყიდა, ხოლო  როდესაც მან ეს როგორც იქნა მოახერხა, დაიწყო ხარული ციკლი და კურსი დაეცა.
 
ამ უარყოფითი საინვესტიციო გამოცდილების მიუხედავად, ვოზნიაკი ბიტკოინს ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ და პერსპექტიულ აქტივად მიიჩნევს, თუმცა დასძენს, რომ ციფრულ აქტივებში მას აინტერესებს მხოლოდ მათემატიკური კომპონენტი და არა გამდიდრების პერსპექტივა. თუმცა, ეს დაზუსტება ზედმეტია, რადგან ყველამ იცის, რომ სტივი არ არის ღარიბი ადამიანი და მას აჟიოტაჟი არასოდეს აინტერესებდა.

2018 წლის აგვისტოდან ვოზნიაკმა დაიწყო თანამშრომლობა ლუქსემბურგულ საინვესტიციო კომპანია Equi Capital-თან, რომელიც ზრდის საინვესტიციო პორტფელს, მათ შორის კრიპტოაქტივების ხარჯზე.

მაიკლ სეილორი

მაიკლ სეილორი, MicroStrategy-ის მფლობელი, ცნობილია, როგორც ბიტკოინის მგზნებარე მაქსიმალისტი. ერთხელ მან ბიტკოინს უწოდა ჰაერი, რომლის გარეშეც ეკონომიკა ვერ სუნთქავს. გარდა ამისა, სეილორს ციფრული მონეტების მაინინგის მიმართ დადებითი დამოკიდებულება აქვს და არ უჭერს მხარს თეზისს, რომ ის, თითქოს, მნიშვნელოვან და მავნე ზემოქმედებას ახდენს  გარემოზე.
 
მაიკლის კომპანია MicroStrategy ცნობილია თავისი უნიკალური საინვესტიციო სტრატეგიით, რომელსაც ბევრი კლასიკური ფინანსისტი ავანტიურისტულად მიიჩნევს: ყველა თავისუფალი მოგება მიმართულია ბიტკოინის შეძენაზე. ამჟამად კომპანია ფლობს 140 000-ზე მეტ BTC-ს (ამჟამინდელი კურსით თითქმის $4 მილიარდი) და ამაზე გაჩერებას არ აპირებს .
 
მაიკლი მიიჩნევს, რომ ბიტკოინი არის ფულის, საკუთრების, ვალუტის, ენერგიისა და მატერიის ციფრული ტრანსფორმაცია, ხოლო კრიპტოვალუტური ინდუსტრია კი ჯერ კიდევ განვითარების ადრეულ ეტაპზე იმყოფება.

მარკ კიუბანი

სერიული მეწარმე, ტექნოლოგიური კომპანიებისა და საკალათბურთო გუნდ NBA Dallas Mavericks-ის მფლობელი, მილიარდერი მარკ კიუბანი ბლოკჩეინის ტექნოლოგიებს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებს, ბიტკოინს კი ოქროს ადარებს და ამ მონეტას უფრო რელიგიად თვლის, ვიდრე ჩვეულებრივ აქტივად.
 
2017 წელს მარკმა გადაწყვიტა, თავისი საინვესტიციო სტრატეგია გაეზიარებინა. მას მიაჩნია, რომ ნებისმიერი თავისუფალი სახსრები დაუყოვნებლივ უნდა იყოს ჩადებული ბიტკოინსა და სხვა კრიპტოვალუტაში.

მარკ კიუბანი ასევე აქტიურად მონაწილეობდა UnikoinGold-ის - ბუკმეკერული კიბერსპორტული პლატფორმა Unikrn-ის ნატიური აქტივის ICO-ში, რომლის ინვესტორიც  არის.

ჯეიმს გორმანი

ავსტრალიელ-ამერიკელი ფინანსისტი, ბანკირი, Morgan Stanley-ის აღმასრულებელი დირექტორი ჯეიმს გორმანი თვლის, რომ კრიპტოვალუტები დროებითი ფენომენია. მისი აზრით, ციფრულმა აქტივებმა ფინანსურ ბაზარზე ფესვები გაიდგა, ბლოკჩეინის ტექნოლოგია კი სიმძლავრესა და ეფექტურობას აჩვენებს. ასევე ცნობილია, რომ გორმანის ფონდი აქტიურად ყიდულობდა Grayscale Bitcoin Trust-ის აქციებს, რომელთანაც მას  გრძელვადიანი პარტნიორობა აკავშირებდა.
მე არ ვთვლი, რომ კრიპტოვალუტები სათამაშოა. არ ვიცი რამდენი უნდა ღირდეს ან არ ღირდეს ბიტკოინი. მაგრამ ეს ყველაფერი [კრიპტოვალუტები] არსად წავა
დარწმუნებულია ჯეიმს გორმანი

ჯორჯ სოროსი

მილიარდერმა ჯორჯ სოროსმა, თავისი ფონდის, Soros Fund Management-ის მეშვეობით, დიდი ინვესტიცია ჩადო კომპანიაში MicroStrategy-ში, როდესაც ბიზნესის წილის მფლობელი გახდა.  სოროსისგან ინვესტიციები ასევე მიიღო მაინინგურმა კომპანიამ Marathon Digital და ცნობილმა კრიპტობანკმა Silvergate Bank.
 
ჯერ კიდევ 2021 წელს, სოროსის ფონდში დაასასტურეს Bitcoin-ში ჩადებული ინვესტიციების არსებობა, მაგრამ შეძენილი მონეტების ზუსტი რაოდენობა  არ გაამჟღავნეს.