AI ჩვენს ცივილიზაციას გაანადგურებს? 50/50-ზე

ფოტო - AI ჩვენს ცივილიზაციას გაანადგურებს? 50/50-ზე
ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია კაცობრიობას ბოლო მოუღოს. ამის ალბათობა, BCA Research-ის მთავარი გლობალური სტრატეგის, პიტერ ბერეზინის აზრით, დაახლოებით 50%-ს უდრის.

AI უსაფრთხოების შესაბამისი პროტოკოლების გარეშე გამოიყენება

BCA Research არის კომპანია 70 წლიანი ისტორიით. წლების განმავლობაში, BCA-ს ანალიტიკოსებმა გააკეთეს არაერთი მოულოდნელი პროგნოზი, რომელიც ზუსტი აღმოჩნდა. მაგალითად, 2011 წელს, ევროს კრიზისის პიკზე, კომპანიამ დაარწმუნა ინვესტორები, რომ არცერთი ევროპული ქვეყანა ევროზონას არ დატოვებდა. შედეგად, კლიენტებმა  მნიშვნელოვანი სარგებელი მიიღეს ევროკავშირში აქტივების ყიდვის რისკისთვის და არ წააგეს. ან 2015 წელს, როდესაც საყოველთაო სკეპტიციზმის მიუხედავად, BCA-მ დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო რბოლის მომავალ ლიდერად დაასახელა.
პიტერ ბერეზინი და მისი პესიმისტური პროგნოზი წყარო: CNBC

პიტერ ბერეზინი და მისი პესიმისტური პროგნოზი წყარო: CNBC

ერთი სიტყვით, BCA Research-მა იცის პროგნოზირება და AI-ის მიმართ კომპანიას საკმაოდ ფრთხილი დამოკიდებულება აქვს. CNBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში პიტერ ბერეზინმა ყველას მოუწოდა სახუმარო ტონი გვერდზე გადაედოთ. ის აცხადებს, რომ უკვე მიმდინარე საუკუნის შუაში (ანუ დაახლოებით 25 წლის შემდეგ) შეიძლება ხელოვნური ინტელექტის გამოყენების გამო სერიოზულ შედეგებს ველოდოთ.

სტრატეგი საუბრობს ექსპონენციური და არა სწორხაზოვანი აზროვნების აუცილებლობაზე. ის იხსენებს ბოლოდროინდელ მდგომარეობას COVID-19-ის პანდემიის გავრცელებასთან დაკავშირებით, რომლის ექსპონენციური ზრდა სათანადოდ არ იყო შეფასებული.

ასევეა AI-ის შემთხვევაშიც: ადამიანებმა შეიძლება ვერ შეამჩნიონ სწრაფი პროგრესი იმ მომენტამდე, ვიდრე მანქანა არ დაიწყებს იმ ამოცანების შესრულებას, რომლებიც ყოველთვის ადამიანის პრეროგატივად ითვლებოდა. ბერეზინი ხაზს უსვამს ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების შეუჩერებელი გაფართოების უზარმაზარ პოტენციალს. ის იხსენებს წინა ცივილიზაციურ ნახტომებს - აგრარულ თუ ინდუსტრიულ რევოლუციებს. ყველა მათგანმა ექსპონენციური ზრდა აჩვენა.

მკვლევარისთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია ზერელე დამოკიდებულება, რომლითაც ზოგიერთი დაინტერესებული მხარე ურთიერთქმედებს AI-სთან. კერძოდ, ბერეზინი  ეჭვს გამოთქვამს ისეთი გიგანტების პასუხისმგებლიანი ქმედებების თაობაზე, როგორიცაა Microsoft, Google და OpenAI. მისი თქმით, ეს კომპანიები პირველ რიგში პასუხისმგებლები არიან თავიანთი აქციონერების წინაშე და არა ადამიანთა ცივილიზაციის წინაშე.
AI ანადგურებს კაცობრიობას, რადგანაც კოდი წერს კოდს
, - ამბობს ბერეზინი.
სტრატეგი განმარტავს, რომ AI ექსპერტების მიერ რეკომენდებული უსაფრთხოების პროტოკოლები იგნორირებულია. ეს არის არა მხოლოდ საკუთარი კოდის წერის აკრძალვა, არამედ ხელოვნური ინტელექტისთვის ინტერნეტზე წვდომის აკრძალვაც.

ასეთი დაუდევრობა ზრდის იმის რისკს, რომ ChatGPT-ის მსგავსი მოდელები, განაგრძობენ  ექსპონენციურ განვითარებას და ადამიანის კონტროლიდან გამოვლენ. ადამიანი შეეჩვია, რომ პლანეტაზე დომინანტური სახეობაა, მაგრამ სიტუაცია შეიძლება კარდინალურად შეიცვალოს.

ასევე, BCA Research აღნიშნავს გაუთვალისწინებელი შედეგების დადგომის შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუ მოწინავე AI სისტემებს უსახავენ გლობალური მიზნებს და არ უზღუდავენ მათი მიღწევის გზებს. აუცილებელი არ არის ფილმ “ტერმინატორის“ სცენარი განმეორდეს. ბერეზინს მოჰყავს მოწინავე AI-ის მაგალითი, რომელსაც გლობალური დათბობის პრობლემის შესამსუბუქებელი გადაწყვეტილების დანერგვა შესთავაზეს. თუ დაზუსტებებს არ შევიტანთ, სისტემას შეუძლია გაიხსენოს, რომ პლანეტაზე ტემპერატურას წარმატებით შეამცირებს ბირთვული ომი (ყველა შედეგით, რაც  ამ დასკვნას მოჰყვება). ექსპერტი ისევ და ისევ ხაზს უსვამს, რომ რთული სისტემები არაპროგნოზირებადია.

AI პლანეტის განადგურებას აპირებს?

ჩვენ Gagarin News-ში ვკითხეთ ChatGPT-ს, თვლის თუ არა ის, რომ პიტერ ბერეზინის არგუმენტები დამაჯერებელია.

უნდა ითქვას, რომ ჩვენს ბიჭს ფაქტები არ უარყვია. მომხსენებლის არგუმენტებს AI-ის ზრდისა და შესაძლებლობების განხილვისას ექსპონენციურად და არა სწორხაზოვნად აზროვნების აუცილებლობის შესახებ, მან დამაჯერებელი უწოდა. ხოლო უსაფრთხოების პროტოკოლების იგნორირებასთან დაკავშირებული შეშფოთება და ხელოვნური ინტელექტის უნარი გამოვიდეს ადამიანის კონტროლიდან, მისი აზრით, მნიშვნელოვანი მოსაზრებებია.

თუმცა, ChatGPT-მ დაასკვნა, რომ თვალსაზრისი დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი მხრიდან შევხედავთ ამ საკითხს. ზოგი ხედავს ხელოვნური ინტელექტის ექსპონენციური ზრდის რისკებს, სხვებისთვის უპირატესობები მეტია. დისკუსია კომპლექსური და მუდმივად მიმდინარეაო, ის ყველა მოსაზრების, სცენარის შეფასებას და მმართველობითი სტრუქტურების შექმნას საჭიროებს.

ზოგადად, როგორც მსგავს შემთხვევებში ამბობენ, ბრალდებულმა დანაშაული არ აღიარა, მაგრამ არც უარყო.
ChatGPT-ის აზრით ბერეზინის არგუმენტები საფუძველს მოკლებული არ არის. წყარო: დიალოგი ChatGPT-სთან

ChatGPT-ის აზრით ბერეზინის არგუმენტები საფუძველს მოკლებული არ არის. წყარო: დიალოგი ChatGPT-სთან