Orbiter, cBridge, Stargate: უმსხვილესი კროსჩეინ-ხიდების მიმოხილვა

icon FOR
ფოტო - Orbiter, cBridge, Stargate: უმსხვილესი კროსჩეინ-ხიდების მიმოხილვა
კროსჩეინ-ხიდი - სპეციალური DeFi-აპლიკაცია, რომელიც უზრუნველყოფს კრიპტოვალუტის გადატანას ერთი ბლოკჩეინიდან მეორეზე.
ზოგჯერ მომხმარებლები აწყდებიან სირთულეებს ქსელთაშორისი ოპერაციების შესრულებისას. ეს განპირობებულია ხიდების დიდი მრავალფეროვნებით და მრავალი დამატებითი ფუნქციის არსებობით.

ამ სტატიაში განვიხილავთ 3 დიდ კროსჩეინ-ხიდს: Orbiter, Stargate და cBridge. ყველა მათგანს გააჩნია  ინსტრუმენტების ნაკრები, რომელიც კრიპტოვალუტის ნებისმიერ მომხმარებელს გამოადგება.

Orbiter Finance

ეს კროსჩეინ-პლატფორმა მხარს უჭერს ტოკენების გაცვლას 11 ქსელს შორის, მათ შორის zkSync Era, Arbitrum Nova, Ethereum და Polygon zkEVM. ტრანზაქციები საკმაოდ სწრაფია და გადარიცხვის ღირებულება დამოკიდებულია ქსელში არსებულ საკომისიოზე. ხიდი ტოკენების ტრანსფერისთვის აკისრებს გადასახადს 5-დან 20 დოლარამდე.
Orbiter Finance-ის სამუშაო ინტერფეისი

Orbiter Finance-ის სამუშაო ინტერფეისი

პლატფორმის ბოლო განახლებებმა ხიდზე ყველა ტრანზაქციის სტატისტიკის ნახვის ფუნქცია დაამატა (L2 Data). ასევე გამოჩნდა საკუთარი ტრანზაქციების სვეტი, სადაც მომხმარებელს შეუძლია ნახოს თავისი ანგარიშის ისტორია.
Orbiter Finance-ის სტატისტიკური მონაცემები

Orbiter Finance-ის სტატისტიკური მონაცემები

მიუხედავად იმისა, რომ პლატფორმის გუნდი უარყოფს საკუთარი ტოკენის შემუშავებას,  კრიპტოვალუტური საზოგადოება სხვაგვარად ფიქრობს და ახორციელებს აქტივობებს შესაძლო რეტროდროპისთვის.

cBridge

Celer Bridge არის ერთ-ერთი უდიდესი კროსჩეინ-პლატფორმა. ხიდი მხარს უჭერს ათობით ქსელს და ხიდის მეშვეობით ტრანზაქციების ყოველდღიური მოცულობა 15 მილიონ დოლარს აჭარბებს.

cBridge მომხმარებლებს სთავაზობს ბევრ სასარგებლო ფუნქციას, როგორიცაა:

● ტოკენების გაცვლა ბლოკჩეინებს შორის;

● საკუთარი ლიკვიდობის ინვესტიცია წლიური პროცენტით;

● NFT-ს ტრანსფერი ქსელებს შორის;

● ჯილდოს მიღება პლატფორმაზე აქტივობისთვის, კერძოდ OP (ოპტიმიზმი) ტოკენებში.
კროსჩეინ-ოპერაციების კატეგორია cBridge-ზე

კროსჩეინ-ოპერაციების კატეგორია cBridge-ზე

cBridge-ზე სხვადასხვა ქსელში ლიკვიდობის ინვესტიციის კატეგორია

cBridge-ზე სხვადასხვა ქსელში ლიკვიდობის ინვესტიციის კატეგორია

Celer-ს აქვს საკუთარი ბლოკჩეინი ნატიური ტოკენით CELR.  აქტივის კაპიტალიზაცია ამჟამად $160 მილიონია.

Stargate Finance

კროსჩეინ-ხიდი, რომელიც არის სრულფასოვანი DeFi პლატფორმა ინვესტიციების, სტეიკინგის და სხვადასხვა აქტივობების შესაძლებლობით.

● Stargate მხარს უჭერს ათობით ქსელს, მათ შორის Ethereum, Arbitrum, Metis-ს.

პლატფორმის მომხმარებლებს შეუძლიათ:

● ტოკენებისა და კრიპტოვალუტების გადატანა ქსელებს შორის;

● სტეიბლკოინების, ETH, BNB და სხვა ტოკენების ფარმინგში განთავსება და პასიური შემოსავლის მიღება;

● ნატიური STG ტოკენების სტეიკინგი;

● ხმის მიცემაში და პლატფორმის მენეჯმენტში მონაწილეობის მიღება  ნატიური STG მონეტების მეშვეობით.
კროსჩეინ-ტრანსფერის ფუნქცია Stargate Finance-ზე

კროსჩეინ-ტრანსფერის ფუნქცია Stargate Finance-ზე

ჯამური დაბლოკილი ლიკვიდობა პლატფორმაზე $437 მილიონს შეადგენს. STG ტოკენი ბირჟებზე 2022 წლის მარტიდან ივაჭრება. საბაზრო კაპიტალიზაცია - 130 მლნ.

კროსჩეინ-ხიდების მინუსები

კროსჩეინ-აპლიკაციების გამოყენების სიმარტივის მიუხედავად, თქვენ უნდა გახსოვდეთ უარყოფითი მხარეების და პოტენციური რისკების შესახებ, მათ შორის:

●  მაღალი საკომისიო აქტივების გადატანისთვის;

● ქსელის გადატვირთვის შემთხვევაში, ტრანზაქციების განხორციელებას შეიძლება რამდენიმე დღე დასჭირდეს;

● სმარტ-კონტრაქტის სირთულე, რის გამოც ხიდები ხშირად ჰაკერული  თავდასხმების სამიზნეები ხდებიან. ამიტომ, არ ღირს ლიკვიდობის პულებში ჭარბი ინვესტიცია, უმჯობესია საკუთარი აქტივების დივერსიფიცირება მოახდინოთ.

სიფხიზლე გამოიჩინეთ და ფრთხილად გამოიყენეთ ნებისმიერი DeFi აპლიკაცია, რათა მინიმუმამდე დაიყვანოთ შესაძლო დანაკარგები გაუთვალისწინებელი სიტუაციების შემთხვევაში.