Theta Network არ არის დეცენტრალიზებული Youtube ან Twitch. ეს არის სამუშაო ინსტრუმენტი ვიდეო და მედია პლატფორმებისთვის. 2023 წლის მარტის პირველ დეკადაში THETA უდიდესი საბაზრო კაპიტალიზაციის მქონე კრიპტოვალუტების რეიტინგში 39-ე ადგილს იკავებდა.
Theta Network-ის დამფუძნებლები და პროექტის არსი
THETA, Theta Network-ის ეკოსისტემის მართვის ტოკენი, 2018 წლის 17 იანვარს ამოქმედდა. პროექტს ახორციელებს კომპანია Theta Labs, Inc. თანადამფუძნებლების, მიჩ ლიუსა (Mitch Liu) და ცზეი ლონგის (Jieyi Long) ხელმძღვანელობით.
კომპიუტერულ მეცნიერებათა ბაკალავრსა და ბიზნესის მაგისტრ ლიუს გეიმინგისა და ნაკადური ვიდეოს სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მან დააპატენტა 4 გამოგონება, რომელიც VR ბლოკჩეინ ტექნოლოგიასთან არის დაკავშირებული. პროფესორი ლონგი არის მეცნიერი, რომლის სპეციალიზაცია პროექტირების ავტომატიზაცია და ფართომასშთაბიანი განაწილებული სისტემებია. როგორც Theta Network-ის კონსულტანტები, პროექტში ჩართულები იყვნენ YouTube-ის თანადამფუძნებელი სტივ ჩენი, Twitch-ის თანადამფუძნებელი ჯასტინ კანი და სხვა ექსპერტები.
დამფუძნებლები პოზიციონირებენ ქსელს, როგორც შემდეგი თაობის ბლოკჩეინს, რომელიც ორიენტირებულია მედიასა და გართობაზე. პროექტის ინფრასტრუქტურა საშუალებას აძლევს პარტნიორულ ვიდეო და მედია პლატფორმებს, შეამცირონ კონტენტის მიწოდების ხარჯები 50-70%-ით, ამასთან აბონენტების რაოდენობის ზრდის სტიმულირება მოახდინონ. ამავდროულად, მომხმარებლები იღებენ შესაძლებლობას გამოიმუშაონ ფული თავიანთი კომპიუტერის, სმარტფონის, Smart TV-ის ან IoT მოწყობილობის საცავის ან/და გამტარუნარიანობის ერთობლივი გამოყენებით.
Theta სრულად თავსებადია EVM და Ethereum სმარტ კონტრაქტებთან. Theta-ს ქსელში რეალიზებულია NFT-ების, DEX/DeFi-ისა და DAO-ების, როგორც მედიისა და გასართობი პლატფორმების სამშენებლო ბლოკების შექმნის შესაძლებლობა.
Theta-ს ღირებულება (THETA) 2018-2023 წლებში
მონაცემები: CoinMarketCap
როგორ მუშაობს Theta Network
Theta-ს არქიტექტურაში გამოყენებულია სამი მდგენელი.
1. Enterprise Validator-ის 20-30 კვანძი, რომლებიც აინიცირებენ და ასრულებენ ახალ ბლოკებს. მონაწილეობისთვის საჭიროა სულ მცირე 1 მილიონი THETA-ს ოდენობის ფსონი. კომპანიის მონაცემებით, Enterprise Validator-ის პულში შედიან Google, Blockchain Ventures, Samsung, Sony Europe, Binance, Gumi Cryptos, Creative Artists Agency, Theta Labs და სხვები.
2. 1000 Guardian Nodes. ისინი აკონტროლებენ Enterprise Validator-ის მიერ დამუშავებულ ტრანზაქციებს და მავნე ან უფუნქციო კვანძებთან დაკავშირებულ საკითხებს აგვარებენ. საჭიროა მინიმუმ 1 ათასი THETA-ს ოდენობის ფსონი.
3. Edge Node. საბოლოო მომხმარებლები, რომლებიც აზიარებენ გამტარუნარიანობასა და გამოთვლით რესურსებს ქსელში ვიდეონაკადების რეტრანსლირებისთვის.
სამივე ტიპის კვანძის ოპერატორების ანაზღაურება ხდება TFUEL-ით (Theta-ს პროტოკოლის ოპერაციული ტოკენით). შემოსავლის ოდენობა დამოკიდებულია დეპონირებული THETA-ს რაოდენობაზე, კვანძების პროდუქტიულობასა და სხვა პარამეტრებზე. გარდა ამისა, THETA-ების რაოდენობაზეა დამოკიდებული მფლობელთა ხმის უფლება პროტოკოლური გადაწყვეტილების მიღებისას, ქსელის განახლების საკითხებში და ა.შ.
THETA-ს ტოკენომიკა
2017 წელს პროექტმა 300,000 THETA-ს (ან მთლიანი მიწოდების 30%-ის) კერძო გაყიდვის ხარჯზე $20 მილიონი მოიზიდა. ტოკენის ფასი დაახლოებით $0,067-ს შეადგენდა.
- გუნდისთვის გამოიყო გამოშვებული მთლიანი THETA-ს 7.49% (განბლოკილია 2019 წლის იანვარში).
- მრჩევლებმა მიიღეს 1.23%
- პარტნიორებმა - 12,5%
- Network Seeding - 12.5%
- Theta Labs - 36.28%
Theta Network-ის სტრატეგიულ კორპორაციულ ინვესტორებს შორის არიან ისეთი კომპანიები, როგორც Samsung NEXT, Sony Innovation Fund, Bertelsmann Digital Media Investments (BDMI), Creative Artists Agency (CAA) და სილიკონის ველის ვენჩურული კაპიტალისტები, მათ შორის DCM და Sierra Ventures.
TOP-5 ტოკენი Media სფეროში საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით
წყარო: CoinMarketCap
- THETA-ის საბაზრო კაპიტალიზაცია (2023 წლის მარტის პირველი დეკადისთვის): $1 მილიარდზე მეტი;
- THETA-ს ემისია: 1 მლრდ;
- THETA მიმოქცევაში არსებული მიწოდება: 1 მილიარდი.