Scroll მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, განახორციელონ მყისიერი და ეკონომიკურად მომგებიანი ტრანზაქციები, Ethereum-ის ქსელისთვის დამახასიათებელი უსაფრთხოების მაღალი დონის უზრუნველყოფით.
Scroll არის zk-Rollup გადაწყვეტილება, რომელიც სრულად არის თავსებადი EVM-თან და განკუთვნილია Ethereum-ის ქსელის მასშტაბირებისთვისა.
EVM (Ethereum Virtual Machine) - პროგრამული გარემო Ethereum-ის ქსელში სმარტ კონტრაქტების შესასრულებლად, რაც კომპიუტერებს, ქსელის კონსენსუსის მისაღწევად და Ethereum-ის ეკოსისტემის მხარდასაჭერად, ერთნაირი კოდის გამოყენების საშუალებას აძლევს.
ტექნიკური პრინციპები
Scroll-ის მიზანია, უზრუნველყოს ოპტიმალური გამოცდილება ქსელის დეველოპერებისა და მომხმარებლებისთვის, ამიტომ იცავს შემდეგ პრინციპებს:
• მასშტაბირება
Scroll იყენებს მიდგომას, რომელიც ტრანზაქციების დამუშავებას ძირითადი ჯაჭვის გარეთ ითვალისწინებს და თავად ჯაჭვში კორექტულობის მოკლე მტკიცებულებებს მხოლოდ ამის შემდეგ აქვეყნებს. ამის წყალობით, Ethereum-ის საბაზისო დონისგან განსხვავებით, იზრდება გამტარუნარიანობა და მცირდება ხარჯები.
• EVM ეკვივალენტობა
Scroll-ზე დეველოპმენტი Ethereum-ზე დეველოპმენტის იდენტურია. EVM-თან თავსებადი ნებისმიერი სმარტ კონტრაქტის განთავსება Scroll-ის ქსელში უპრობლემოდაა შესაძლებელი. ანუ, Scroll-ის ეკოსისტემაში დეველოპერებს ექნებათ შესაძლებლობა, განათავსონ ნებისმიერი დეცენტრალიზებული აპლიკაცია (dApp), რომელიც Layer 1-ზე მუშაობს.
• უსაფრთხოება
უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, გარე ექსპერტები Scroll-ის აუდიტის ჩატარებას განაგრძობენ. პროექტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია გამჭვირვალობა, ამიტომ Scroll თავისი პლატფორმის შექმნაზე ღიად და საზოგადოებასთან თანამშრომლობით მუშაობს.
მთავარ ქსელში ამოქმედებამდე, ახლა პროექტი მე-3 ეტაპზე, კერძოდ კი Alpha Testnet-ის დასკვნით სტადიაში იმყოფება.
ტესტნეტში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ტესტირების სანაცვლოდ ჯილდოს მიღება რეტროდროპის სახითაა შესაძლებელი. უფრო დეტალურ ინფორმაციას ტესტნეტის შესახებ ამ ბმულზე ნახავთ. პროექტთან ურთიერთქმედება სატესტო ქსელში ხდება და მომხმარებლებს საკომისიოს დასაფარად საკუთარი სახსრების დახარჯვა არ სჭირდებათ.
წინა, Pre Alpha Testnet-ის ფაზაში 100 000 უნიკალური მომხმარებელი მონაწილეობდა. ძირითადი ქსელის ამოქმედება უახლოეს სამ-ოთხ თვეში იგეგმება.
Scroll-ის ინვესტორები
დღეის მონაცემებით, პროექტმა დახურა დაფინანსების 3 რაუნდი და მოიზიდა $80 მილიონი მსხვილი საინვესტიციო ფონდებიდან, რომელთა რიცხვში იყვნენ: Sequoia Capital China, Qiming Venture Partners, OKX Exchange, Polychain Capital და სხვა.
დაფინანსების ბოლო რაუნდი 2023 წლის 6 მარტს შედგა და $50 მილიონი შეადგინა.
პროექტის ტვიტერის შეფასება Tweet Scout-სგან
Twitter-ის საკმაოდ მაღალი შეფასება მიუთითებს იმაზე, რომ გამომწერებს შორის პოპულარული ინფლუენსერები და ფონდებიც არიან. პროექტის ტვიტერს თვალყურს ადევნებენ დიდი ფონდები, როგორიცაა: a16z, Paradigm, Delphi Digital, ასევე Ethereum-ის დამფუძნებელი ვიტალიკ ბუტერინი.
დასკვნა
დაფინანსების ბოლო რაუნდის შედეგებით, რომელიც სულ ახლახან დაიხურა, პროექტით არა მხოლოდ რიგითი მომხმარებლები, არამედ მსხვილი საინვესტიციო ფონდებიც არიან დაინტერესებულები. პროექტი მუშაობს მორიგ L2 გადაწყვეტილებაზე Ethereum-ისთვის, რომლის მიზანია მასშტაბირება, ხარჯების შემცირება და მარტივი თავსებადობა EVM-თან.