SEC, DoJ და CFTC FTX–ის საქმიანობას იძიებენ

icon FTT
ფოტო - SEC, DoJ და CFTC FTX–ის  საქმიანობას იძიებენ
აშშ-ს მარეგულირებელ ორგანოთა ყურადღება კრიპტობირჟაზე FTX არის მიპყრობილი. ამჟამად მისი საქმიანობის გამოძიებას ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისია (SEC), სასაქონლო ფიუჩერსებით ვაჭრობის კომისია (CFTC) და იუსტიციის სამინისტრო (DoJ) აწარმოებენ.
ბირჟის მიმართ მარეგულირებელთა  აქტივობა  მას შემდეგ გაიზარდა, რაც Binance-მა უარი თქვა FTX-ის შეძენაზე. გაკოტრებული პლატფორმის გამოსყიდვის სურვილის გამოცხადებიდან ერთი დღის  შემდეგ კომპანიამ სრულიად საპირისპირო განცხადება გააკეთა.

„კომპლექსური კორპორატიული შემოწმებისა,და მომხმარებელთა სახსრების ბოროტად გამოყენებისა და აშშ-ს სააგენტოს სავარაუდო გამოძიების შესახებ ბოლოდროინდელი ამბების შედეგად, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ არ გავაგრძელებთ FTX-ის პოტენციურ შეძენას.“

ასეთი პოზიცია Binance-ში იმით ახსნეს, რომ „პრობლემები ჩვენს კონტროლს ან დახმარების შესაძლებლობას  სცილდება“.
წყარო: Twitter

წყარო: Twitter

გამოძიების დროს მარეგულირებლებს მოუწევთ იმის დადგენა, მართლა გამოიყენა თუ არა ბოროტად გაკოტრებულმა პლატფორმამ კლიენტების აქტივები და როგორ არის ის დაკავშირებული  Sam Bankman-Fried-ის სხვა პროექტებს, მათ შორის Alameda Research-ს.

SEC უკვე რამდენიმე თვის განმავლობაში სწავლობს FTX-ისა და მისი აშშ-ის განყოფილების FTX US-ის სტრუქტურასა და საქმიანობას, განუცხადეს Bloomberg-ს წყაროებმა, რომლებმაც ანონიმურად დარჩენა ისეურვეს. კომისიაში დარწმუნებულნი არიან, რომ პლატფორმაზე წარმოდგენილი აქტივები და საკუთარი ტოკენი შეიძლება აკმაყოფილებდეს ფასიანი ქაღალდების კრიტერიუმებს, რაც გაყიდვამდე სავალდებულო რეგისტრაციას მოითხოვს. თუ ამის მტკიცებულება იქნება წარმოდგენილი, ბირჟა აღიარებული იქნება ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონის დამრღვევად.

თუმცა, ბოლო მოვლენების შედეგად, მარეგულირებელი აგროვებს ინფორმაციას მათ შორის ფინანსური ურთიერთქმედების, მართვის მახასიათებლებისა და დირექტორთა საბჭოების შემადგენლობის შესახებ. გარდა ამისა, პლატფორმებს მოეთხოვათ მონაცემები ინვესტორების ბაზისა და მომხმარებლის ანგარიშების გამიჯვნის შესახებ. თავად SEC–ის წარმომადგენლები გამოძიებას ოფიციალურად არც ადასტურებენ და არც უარყოფენ.

ვითარებაზე კომენტარს ასევე არ აკეთებს CFTC. მაგრამ ადრე, მარეგულირებელმა შეახსენა ინვესტორების დაცვის მნიშვნელობა და კრიპტობირჟების მიერ მათი აქტივების ბოროტად გამოყენების რისკები. გამოძიების დროს ბაზარზე მანიპულაციების ან თაღლითური სქემების აღმოჩენის შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია დამრღვევთა მიმართ  სააღსრულებო ზომებს მიმართოს.

რაც შეეხება იუსტიციის სამინისტროს, მისი წარმომადგენლები კანონდარღვევის, მათ შორის თაღლითობის საქმეებზე სისხლისსამართლებრივ დევნას დაიწყებენ.

სოციალურ მედიაში FTX-ის კრიზისმა გამოიწვია კრიპტოვალუტების როგორც მხარდამჭერების, ასევე მწვავე ოპონენტების კომენტარების მოზღვავება. განზე არ მდგარა არც  აშშ-ს სენატის საბანკო კომიტეტის წევრი ელიზაბეტ უორენი, რომელიც ცნობილია კრიპტოინდუსტრიისადმი უარყოფითი დამოკიდებულებით.

„ერთ-ერთი უმსხვილესი კრიპტოპლატფორმის დაშლა ცხადჰყოფს, თუ რამდენად არის ინდუსტრიის დიდი ნაწილი თაღლითობა და დაბნეულობა. ჩვენ გვჭირდება უფრო აგრესიული სამართალაღსრულება და მე გავაგრძელებ იმის მოთხოვნას, რომ @SECGov უზრუნველჰყოს  მომხმარებელთა დაცვისა და ფინანსური სტაბილურობის შესახებ კანონის დაცვა”.
წყარო: Twitter

წყარო: Twitter