SEC სასამართლოს სთხოვს Binance US-ის აქტივების გაყინვას

ფოტო - SEC სასამართლოს სთხოვს Binance US-ის აქტივების გაყინვას
აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ (SEC) მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით გამოცემულიყო დროებითი შემზღუდავი განკარგულება Binance US-თან დაკავშირებული აქტივების დაპატიმრებისთვის.
კოლუმბიის ოლქის სასამართლოში შეტანილ მოთხოვნაში საუბარია BAM Management US Holdings-თან და BAM Trading Services-თან, Binance US-ის ჰოლდინგურ და ოპერაციულ კომპანიებთან დაკავშირებული აქტივების გაყინვის ნებართვაზე.

SEC-მა ადრე შეიტანა სარჩელი Binance US-ის, Binance Global-ისა და Binance-ის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის ჩანპენ ჩჟაოს წინააღმდეგ. ბრალდება მოიცავს კანონის და კონტროლის რიგ სამართალდარღვევებს. ჩჟაოსთან დაკავშირებულ კომპანიებს ასევე ადანაშაულებენ Binance US-ს კლიენტების სახსრებზე არასანქცირებულ წვდომაში.

სარჩელში კომისიამ აღნიშნა დაჩქარებული რეაგირების აუცილებლობა კლიენტების აქტივების დაცვისა და ინფორმაციის გაჟონვის თავიდან ასაცილებლად. კომისიამ გამოთქვა შეშფოთება ბრალდებულების მიერ აშშ-ის კანონების მრავალრიცხოვანი დარღვევის გამო. ეს არის მარეგულირებელი კონტროლის თავიდან აცილება, ფინანსური ტრანსფერების გაურკვევლობა, ასევე კლიენტის აქტივების შენახვის და კონტროლის პრობლემები.

კომისია ასევე ითხოვს აკრძალვის დაწესებას BAM-ის კლიენტების აქტივების რეპატრიაციაზე. ამ აკრძალვამ უნდა აღკვეთოს ბრალდებულების მიერ ჩანაწერების განადგურება.

შუამდგომლობაზე დადებითი პასუხის შემთხვევაში, Binance-ს ექნება ხუთი დღე იმისათვის, რომ Binance US-ს მიაწოდოს ექსკლუზიური წვდომა კლიენტების სახსრებზე. გარდა ამისა, 30 დღის განმავლობაში, კლიენტების ყველა აქტივი გადაიტანება ახალ საფულეებში,

რომლებიც მხოლოდ Binance US-ისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
ერთ-ერთ ბოლო ტვიტში, Binance US ირწმუნებოდა, რომ კლიენტების აქტივები უსაფრთხოდაა და რომ მისმა იურიდიულმა გუნდმა კომისიას მიაწოდა ყველა დეტალი ფონდების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ამ შუამდგომლობას შეიძლება მოჰყვეს დროებითი სასამართლო აკრძალვა. გარდა ამისა, SEC-მა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოითხოვს სასამართლო შეზღუდვას, მათ შორის აქტივების გაყინვას და ბუღალტრული აღრიცხვის შემოწმებას. თავდაპირველი სარჩელის საპასუხოდ, Binance-მა განაცხადა, რომ კლიენტების ფულს Binance US-ზე არასოდეს დამუქრებია საფრთხე.

GC
GN Crypto
ავტორი