სენატორები ცუკერბერგისგან მეტასამყაროს დახურვას მოითხოვენ
17 წლამდე სკოლის მოსწავლეები ახლა შეიძლება Horizon Worlds-ში ვეღარ შევიდნენ. სენატორები ედვარდ ჯ. მარკიმ და რიჩარდ ბრუმენტალმა Meta-ს გენერალურ დირექტორს მარკ ცუკერბერგს წერილი გაუგზავნეს, სადაც კატეგორიულ ფორმაში ვირტუალურ თამაშებში მოზარდების ჩართვაზე უარის თქმა მოსთხოვეს.
პოლიტიკოსები Horizon Worlds-ს ახასიათებენ როგორც ცუდად შესწავლილ და პოტენციურად საშიშ გარემოს, ხოლო ცუკერბერგის გეგმები მათთვის მიუღებელია.
„ბავშვებისა და მოზარდების დაცვის შეუძლებელობის გამო, რისი არაერთი მტკიცებულება არსებობს, Meta-მ დაკარგა მშობლების, პედიატრების, პოლიტიკოსების და საზოგადოების ნდობა“, - კატეგორიულად აცხადებენ სენატორები.
შეგახსენებთ, რომ მარკი ცნობილია, როგორც „ინტერნეტში ბავშვთა კონფიდენციალურობის დაცვის“ ავტორი, რომელიც Web-ის განვითარების საწყის ეტაპზე, 1998 წელს შევიდა ძალაში.