საიდჩეინი. რომელმა გადაწყვეტილებამ მოიპოვა უდიდესი პოპულარობა?

icon BTC
icon ONE
icon FOR
ფოტო - საიდჩეინი. რომელმა გადაწყვეტილებამ მოიპოვა უდიდესი პოპულარობა?
Sidechains არის - კიდევ ერთი ვარიანტი ბლოკჩეინის ტრილემის გადასაჭრელად, რომელიც მწვავედ დადგა იმავე ბიტკოინისთვის. ამ სტატიაში ჩვენ გავეცნობით საიდჩეინების კონცეფციას და განვიხილავთ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ გადაწყვეტილებას.
საიდჩეინი (ინგლისურიდან sidechain – გვერდითი ჯაჭვი ან ქსელი) – ეს არის ბლოკჩეინის ტრილემის გადაჭრის კიდევ ერთი ვარიანტი, რომელიც, ისევე როგორც Layer2-ი, ტრანზაქციების დაჩქარებას ემსახურება, პირველი დონის ბლოკჩეინზე (L1) დატვირთვის შემცირების მეშვეობით. ეს რაღაცით L1-დან გარკვეული ფუნქციების ან უფლებამოსილების გადაცემას ჰგავს „შვილობილ“, ნაკლებად დატვირთულ ქსელზე.

საიდჩეინი არის  - ცალკე კერძო ბლოკჩეინი, რომელსაც აქვს ორმხრივი კავშირი ძირითად „მშობლიურ“ ბლოკჩეინთან, მაგრამ ამასთანავე შეუძლია გამოიყენოს საკუთარი კონსენსუსის ალგორითმი (რომელიც განსხვავდება L1 ალგორითმიდან), უსაფრთხოების სისტემა და აქტივების კლასები. თუ L1 და საიდჩეინის კონსენსუსის ალგორითმი განსხვავებულია, აქტივების გაცვლა ხდება კროსჩეინ ხიდების მეშვეობით.

საიდჩეინების წყალობით მიიღწევა L1-ს განტვირთვა, რაც ამცირებს მისი მემპულის გადატვირთვის რისკებს, ამასთან, ტრანზაქციები მოძრაობს უფრო სწრაფად, ხოლო საკომისიოები დაბალი ხდება. იმისათვის, რომ ტრანზაქცია არ განმეორდეს ორივე ბლოკჩეინში, ხდება შემდეგი: როგორც კი აქტივები  საიდჩეინზე მოხვდებიან, ისინი იბლოკება L1-ზე და შემდგომში ყველა ოპერაცია ხორციელდება საიდჩეინში. L1-ზე უკან გადასვლისას ხდება საიდჩეინის მონაცემების სინქრონიზაცია L1-თან.

  • მოდით განვიხილოთ განვიხილოთ ბიტკოინის საიდჩეინის  ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული მაგალითი

Liquid Network

Liquid ქსელი 2015 წლის ბოლოს ამოქმედდა. ეს არის Blockstream-ის კერძო ბლოკჩეინი BFT კონსენსუსის ალგორითმით, რომელსაც აქვს ორმხრივი კავშირი ბიტკოინის "მშობლიურ" ბლოკჩეინთან.

Liquid Network-ში გადაწყვიტეს  საკუთარი ტოკენის გამოშვებაზე უარი ეთქვათ. ამის ნაცვლად, გამოიყენება სინთეზური აქტივი Liquid Bitcoin (L-BTC), რომელიც გაიცემა ყოველი BTC გადარიცხვისთვის L1-დან გვერდით ჯაჭვში ტრანზაქციის ოდენობით.  L-BTC-ს კურსი BTC-თან მიმართებაში  უცვლელია 1:1 თანაფარდობით (სტეიბლკოინების ანალოგიურად).

ტრანზაქციის განხორციელებისას აქტივები პირველ რიგში მოდის საიდჩეინის მისამართზე, სადაც ისინი იბლოკება ე.წ. ფედერაციის მონაწილეების მიერ, რაც შეუძლებელს ხდის მათ გამოყენებას სხვაგან. ფედერაცია არის 15 ფუნქციონერის ჯგუფი, რომლებიც არიან სანდო მოდერატორები L1-სა და საიდჩეინს შორის.

მექანიზმს, რომელიც გამოიყენება "მშობლიურ" და "შვილობილ" ჯაჭვში აქტივების დაბლოკვისა და განბლოკვისთვის, ეწოდება ორმხრივი მიბმა. ფედერაცია უზრუნველყოფს, რომ თითოეულ BTC-ს საიდჩეინში ეკვივალენტური L-BTC შეესაბამება, რომელიც  ხიდის ფუნქციის შემსრულებელ  სვაპ- საფულეშია ბლოკირებული.

Liquid Network-მა აქტივების შესანახად ცხელი და ცივი საფულეების მიქსის გამოყენება გადაწყვიტა, რაც უსაფრთხოებას აუმჯობესებს და გარკვეულწილად  გასასვლელი ტრანზაქციის მოლოდინის დროს შეამცირებს. იმისათვის, რომ   გასვლითი მიბმისას რისკები შემცირდეს, სინთეზური ბიტკოინები ინახება ცივ საფულეებში და არა პირდაპირ გადარიცხვის მიმღებთა საფულეებში.

იმის გამო, რომ Liquid Network-ში ზოგიერთი ფედერალური ფუნქციონერი წარმოადგენს კრიპტოვალუტის ბირჟებს, BTC გადაირიცხება იმ ბირჟის ერთ-ერთ ცივ საფულეზე, რომელზეც მომხმარებელია რეგისტრირებული (თუ ასეთი დამთხვევა ხდება).

საიდჩეინის მეშვეობით შესრულებული ოპერაციები არ ხვდება ჯაჭვში L1-ზე, ამიტომ საკომისიოს დონე აქ გაცილებით დაბალი იქნება (არაუმეტეს $0,1). ეს, L1-ის სტანდარტულ საკომისიოსთან შედარებით, 4-დან 15$+ თითო გადარიცხვაზე, შეიძლება ჩაითვალოს უბრალოდ უზარმაზარ ფასდაკლებად.

Liquid Network-ში ბლოკის შექმნის დრო გრძელდება ერთ წუთს, ხოლო ტრანზაქციის განხორციელების დრო რამდენიმე წამს არ აღემატება.

როგორც ვხედავთ, ისეთი გამოსავლების წყალობით, როგორიცაა Lightning (L2) და Liquid Network საიდჩეინი, ბიტკოინი მნიშვნელოვნად იმყარებს თავის პოზიციებს ბაზარზე და ნამდვილად უახლოვდება ბლოკჩეინის ტრილემის გადაწყვეტას.

საიდჩეინების უპირატესობები:


  • ტრანზაქციების სიჩქარის გაზრდა. საიდჩეინი ზრდის L1-ის მასშტაბირებადობას და გამტარუნარიანობას, რაც აჩქარებს ოპერაციების შესრულებას.

  • ეს არის მოსახერხებელი მოედანი ახალი პროგრამების, სერვისებისა და ინსტრუმენტების გამოსაცდელად. თუ ტექნოლოგია ახალია და არსად არ არის გამოცდილი, ყველა ტესტ-გადარიცხვა ინაცვლებს საიდჩეინზე, ხოლო L1 რჩება გამოუყენებელი და არ არის რისკის ქვეშ ხარვეზების, შეცდომების ან დაუცველობის შემთხვევაში.

  • იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული ორმაგი ხარჯვა, გამოყენებული მონეტების მდგომარეობა საიდჩინში დამატებით კონტროლდება. ამრიგად, მის დაუცველობას არ შეუძლია გავლენის მოხდენა მშობლიურ ბლოკჩეინზე.

  • საიდჩეინზე წარმატებული ჰაკერული თავდასხმისა  და მასში კოდის გარკვეული დაუცველობების აღმოჩენის შემთხვევაში, რისკს ატარებს მხოლოდ საიდჩეინი, ხოლო ძირითადი ჯაჭვი L1 უვნებელი დარჩება და გააგრძელებს მუშაობას ჩვეულ რეჟიმში.

  • დეცენტრალიზაციის გაზრდა. L1 მემპულის გადატვირთვაზე დამოკიდებულება მცირდება, კრიპტოვალუტის მფლობელები ნაკლებ დროს ხარჯავენ აქტივების გადარიცხვაში.

  • დეცენტრალიზაციის გაზრდა. L1 მემპულის გადატვირთვაზე დამოკიდებულება მცირდება, კრიპტოვალუტის მფლობელები აქტივების გადარიცხვისას ნაკლებ დროს ხარჯავენ.
 
საიდჩეინების ნაკლოვანებები:

არასაკმარისი უსაფრთხოება. L1-ის მსგავსად, საიდჩეინს სჭირდება მნიშვნელოვანი რაოდენობის კვანძები, რათა გატეხისგან დაცული დარჩეს. საკმარისი სიმძლავრისა  და მაინერების/ვალიდატორების მხარდაჭერის გარეშე,  საიდჩეინი  დაუცველი ხდება. თავდასხმისთვის.
სუსტი დეცენტრალიზაცია. უმეტეს შემთხვევაში, ნოდების რაოდენობა მცირეა და კონცენტრირებულია რამდენიმე გუნდის ხელში და არ აქვს ისეთი ფართო გეოგრაფია, როგორც L1-ში.