რატომ განიცდიან კრიპტოვალუტები კლებას

ფოტო - რატომ განიცდიან კრიპტოვალუტები კლებას
2022 წელს კრიპტოვალუტის მორიგი კრახი მოხდა. ბიტკოინი 69 000 დოლარის მაქსიმუმიდან 20 000-მდე დაეცა, ხოლო სექტორის საბაზრო კაპიტალიზაცია 3 ტრილიონი დოლარიდან 986 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. მოდით გადავხედოთ ძირითად ფაქტორებს, რომლებიც გავლენას ახდენენ კრიპტოვალუტის დაცემაზე .
ციფრული აქტივების ღირებულება  ბაზრის განწყობის მკვეთრ ცვლილებას ექვემდებარება (ზოგჯერ დომინირებენ მყიდველები, ხან გამყიდველები, ხან პანიკა და შიში, ხან სიხარბე და ეიფორია). შედეგად, ბიტკოინის და სხვა კრიპტოვალუტების ფასის ძლიერი რყევები შეიძლება შეინიშნოს თუნდაც 5 წუთიანი ინტერვალებით.

გარდა ამისა, თუ აქტივები იმატებენ  უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულამდე, ისინიგადაყიდულები ხდებიან,  რაც ნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში  უფრო რეალისტურ დონემდე  კორექტირების დიდი შესაძლებლობა არსებობს.

კლების გლობალური ფაქტორები

გარდა კრიპტოვალუტების  ინვესტორებისა და ტრეიდერების განწყობაზე დამოკიდებულებისა, ისევე როგორც მაქსიმალურად უკან დახევისა, არსებობს მაკროეკონომიკური ტენდენციები, რომლებიც იწვევენ კრიპტოვალუტების ღირებულების შემცირებას.

მაგალითად, ომი, ინფლაცია, Fed-ის მიერ საპროცენტო განაკვეთების მატება, რეცესია - ეს ყველაფერი უარყოფითად აისახება საფონდო ბაზარზე და ვრცელდება კრიპტოვალუტებზე.

ვინაიდან  აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა აგრძელებს ინფლაციის შეკავების მცდელობას საპროცენტო განაკვეთების გაზრდით, ბევრი ინვესტორი ამცირებს ხარჯებს კრიპტოვალუტების გაყიდვით. ეკონომიკური დისბალანსისა და გაურკვევლობის დროს ადამიანებს ურჩევნიათ თავი აარიდონ სარისკო აქტივებში ინვესტიციებს.

ანუ ციფრული ვალუტის ბაზარი განიცდის იგივე სტრესებს, როგორსაც გლობალური ეკონომიკა, რაც ღირებულების კლების პროვოცირებას ახდენს. ვიდრე ეკონომიკურ პროცესებს აღდგენის პერსპექტივა არ აქვს, BTC-ის ზრდაზე საუბარიც ზედმეტია.
დათვის ბაზრის ვარდნის გრაფიკი

დათვის ბაზრის ვარდნის გრაფიკი

სექტორის შიგნით დაცემის მიზეზები

გარდა კრახის  გარე ფაქტორებისა, არის ისეთებიც, რომლებიც უშუალოდ კრიპტოვალუტის ინდუსტრიას ეხება. მაგალითად, საკვანძო კომპანიების გაკოტრება, თაღლითობა, ჰაკები, საზოგადოებისთვის მიცემული დაპირებების შეუსრულებლობა. 2022 წლის ივნისში კოტირებების  ვარდნა გამოწვეული იყო კომპანია Celsius Network-ის გზავნილით, რომელიც  კრიპტოსესხებითაა დაკავებული, საბაზრო „ექსტრემალური“ პირობების გამო სახსრებისა და გადარიცხვების გაყინვის შესახებ. მოგვიანებით პლატფორმამ გაკოტრების შესახებ განცხადება  სხვა მსხვილი კრიპტოვალუტის კომპანიების მსგავსად შეიტანა. ამ ფონზე, კრიპტოვალუტების საბაზრო ღირებულება 2021 წლის იანვრის შემდეგ პირველად დაეცა $1 ტრილიონზე ქვემოთ.

ბაზარზე არსებულმა პანიკამ გამოიწვია ძირითადი აქტივების უეცარი და სერიოზული გაყიდვები, რადგან მომხმარებლის ნდობა დაირღვა, რამაც შემდეგ კრიპტოვალუტების ფასების აქტიური ვარდნა გამოიწვია.

მთლიანობაში,2021 წლის ბოლოს  ბიტკოინი  $60,000-დან 2022 წელს $20,000-მდე შემცირდა, ეთერეუმი კი $995-მდე დაეცა (პიკი $4,000)

სახელმწიფო მარეგულირებლების ქმედებები

ბაზარზე არსებული პესიმიზმის კიდევ ერთი მიზეზი, რომელიც პერიოდულად იწვევს კრიპტოვალუტების ვარდნას, არის კრიპტოვალუტების მიუღებლობა  მრავალი სახელმწიფო მარეგულირებლისა და  სამთავრობო ორგანოების მიერ.

მთავრობის წარმომადგენლები სკეპტიკურად უყურებენ ახალ ტექნოლოგიას და საფრტხის შემცველი მიაჩნიათ  მონეტარული პოლიტიკისთვის, უსაფრთხოებისა და გარემოსთვის. ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ ჩინეთის აგრესიული დამოკიდებულება ციფრული აქტივების მიმართ. 2021 წელს  ჩინეთში  კრიპტოვალუტის ტრანზაქციები უკანონოდ გამოაცხადეს  და აკრძალეს მაინინგი, რამაც გამოიწვია ფასების ვარდნა და ქსელის ჰეშრეიტი.

ციფრული ვალუტები  შედარებით ახალ ტექნოლოგიად რჩება, ამიტომ შეუძლებელია მათი გლობალურ ეკონომიკაზე გავლენის სრულად შეფასება. კრიპტოვალუტის კოტირებები არასტაბილურია, ისინი მკვეთრად რეაგირებენ ბაზრის პანიკურ განწყობებზე, ამიტომ ნეგატიური მოვლენები სწრაფად იწვევს ფასების ვარდნას.

თუმცა, მათთვის, ვინც დიდი ხანია ინვესტიციას ახორციელებს კრიპტოვალუტებში, დრამატული კრახი  არაა ახალი. მაგალითად, 2018 წელს, BTC  $20,000–ის წინა რეკორდული მაქსიმუმიდან $3,500-მდე დაეცა. 


Sidebar ad banner
Recommended