სნუპ დოგი, ტაისონი და Ko - რომელი სელებრითი ინტერესდება კრიპტოთი

icon ONE
ფოტო - სნუპ დოგი, ტაისონი და Ko - რომელი სელებრითი ინტერესდება კრიპტოთი
ერთია, როდესაც გარკვეული ინდუსტრიით გიკების ან ექსპერტების შეზღუდული წრეა დაკავებული და სულ სხვაა, როდესაც მის რეკლამირებას მსოფლიოში ცნობილი კინომსახიობები, სპორტსმენები და მომღერლები იწყებენ. სწორედ მაშინ იწყებს მომხმარებელთა აუდიტორია გეომეტრიული პროგრესიით ზრდას, ხოლო თავად ინდუსტრია მეინსტრიმი ხდება.
კრიპტოვალუტის ბაზრის განვითარების გარკვეულ ეტაპზე, ციფრული აქტივების ინდუსტრიის მსხვილი მოთამაშეები მიხვდნენ, რომ მოსახლეობის ფართო ფენებზე გათვლილი აქტიური რეკლამის გარეშე mass adoption-ის მიღწევა შეუძლებელია. როდესაც კრიპტოზე თუნდაც გენიოსი და წარმატებული სერიული მეწარმე, მაგრამ მაინც ნაკლებადცნობილი ბიტკოინ-მაქსიმალისტი საუბრობს, ეს ჩვეულებრივ მოქალაქეებზე სათანადო შთაბეჭდილებას არ ტოვებს. მაგრამ ისინი დიდი სიამოვნებით უსმენენ ამ ინფორმაციას, თუ მის შესახებ მსოფლიოში ცნობილი ჩემპიონი მოკრივე ან ოსკარის მფლობელი მსახიობი უამბობს.
 
ამის გათვალისწინებით, კრიპტოსტარტაპებმა ტაქტიკა შეცვალეს  და მათი სერვისების რეკლამაში შოუს ბიზნესისა და სპორტის სამყაროდან ცნობილი ადამიანების მოზიდვა დაიწყეს. ამან განაპირობა ის, რომ ბევრი ვარსკვლავი, ცნობილი რეპერით, სნუპ დოგითა და ჰოლივუდელი მსახიობით, მეთ დეიმონით დაწყებული და კრივში მსოფლიო ჩემპიონით, მაიკ ტაისონითა და ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავით, ტომ ბრედით დამთავრებული, შეუერთდა კრიპტოს ლოიალურ თაყვანისმცემელთა რიცხვს, რომლებიც ამ ბაზრის რეკლამირებას ახდენენ. უფრო მეტიც, ზოგი მათგანი იმდენად მოხიბლული იყო ახალი ინდუსტრიით, რომ მოგვიანებით ნამდვილი ფანი და Web3 ტექნოლოგიებში მოწინავე კრიპტო გურუ გახდა.

მეთ დეიმონი

მეთი არის ჰოლივუდის ერთ-ერთი წამყვანი მსახიობი, ოსკარის ლაურეატი კინოდრამის, "ჭკვიანი უილ ჰანტინგის" ვარსკვლავი. მან პოპულარობა მოიპოვა ისეთი ფილმების წყალობით, როგორიცაა "რიგითი რაიანის გადასარჩენად", კინოეპოპეა ოუშენის მეგობრების სხვადასხვა რაოდენობის შესახებ, "ბორნის" იდენტიფიკაცია", "ინტერსტელარი", "მარსიანელი" და ა.შ. 2021 წლის ოქტომბერში მან მიიღო თანამშრომლობის წინადადება წამყვანი ამერიკული ბირჟისგან Crypto.com, რომელსაც დათანხმდა და საკუთარი საქველმოქმედო ფონდის ანგარიშზე $1 მილიონის ოდენობის მოკრძალებული შემოწირულება მიიღო. შედეგად, შეიქმნა შთამბეჭდავი ვიზუალური კონცეფციის მქონე სარეკლამო რგოლი, სახელწოდებით "ფორტუნა წყალობს მამაცებს". ეს რეკლამა მსოფლიოში ათობით, თუ არა ასობით მილიონმა ადამიანმა ნახა. ვიდეომ ფურორი მოახდინა და კრიპტოინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და დასამახსოვრებელი გახდა. სამწუხაროა, რომ მისი გამოსვლა გაჭიანურებული დაუნტრენდის სტარტს დაემთხვა, რომელიც ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში გრძელდება, ამიტომ შემდგომში მეთს ლუზერი ინვესტორების მხრიდან დაუმსახურებელი კრიტიკის კორიანტელი დაატყდა თავს და ის ამ თემისადმი ოდნავ გაცივდა.
მეთ დეიმონი Crypto.com-ის რეკლამაში

მეთ დეიმონი Crypto.com-ის რეკლამაში

ტომ ბრედი

ტომ ბრედი ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავია. 2000 წლიდან 2019 წლამდე ის თამაშობდა ეროვნული საფეხბურთო ლიგის კლუბში (NFL) New England Patriots, ხოლო 2020 წლიდან - Tampa Bay Buccaneers-ის გუნდში. ბრედი ყველაზე ტიტულოვანი  მოთამაშეა ამერიკული ფეხბურთის ისტორიაში. მისმა გუნდებმა შვიდჯერ მოიგეს Super Bowl-ში - ფინალურ თამაშში NFL-ის ჩემპიონის ტიტულისთვის.
 
პროფესიონალურ სპორტში განმაცვიფრებელი კარიერის მიუხედავად, 2021 წლის ზაფხულში ტომმა კრიპტობირჟა FTX-თან პარტნიორობის ხელშეკრულებაზე უარის თქმა ვერ შეძლო. ამ თანამშრომლობის შედეგად, ის, მეუღლესთან, სუპერმოდელ ჟიზელ ბუნდჰენთან ერთად, 2021-2022 წლებში ბირჟა FTX-ის რამდენიმე სარეკლამო რგოლში გადაიღეს.

სამწუხაროდ, ამ ისტორიის ფინალი სევდიანი აღმოჩნდა. FTX–მა გაკოტრების პროცედურა 2021 წლის ბოლოს დაიწყო, ტომი კი მეუღლეს დაშორდა, თუმცა სხვა მიზეზის გამო (არ სურდა მისი გულისთვის დიდი სპორტის მიტოვება). სამწუხაროა, FTX რეკლამებში ისინი ჰარმონიულ წყვილს ჰგავდნენ.  
ტომი მეუღლესთან ერთად ერთ სადღესასწაულო ღონისძიებაზე

ტომი მეუღლესთან ერთად ერთ სადღესასწაულო ღონისძიებაზე

მაიკ ტაისონი

კრივის ყველა ვერსიის ერთ დროს უძლეველი მსოფლიო ჩემპიონი მაიკ ტაისონი, დიდ სპორტში კარიერის დასრულების შემდეგ, დიდი ხნის განმავლობაში საქმიანობის ერთი მიმართულებას მეორეზე ცვლიდა. კანაფის გაშენებითა და თანმდევი საქონლის გაყიდვით დაწყებული, პოდკასტების წამყვანობით დამთავრებული. მაგრამ რაღაც აკლდა ... ყველაფერი თავის ადგილზე დადგა, როდესაც "რკინის მაიკმა"  კრიპტოვალუტის ინდუსტრია აღმოაჩინა.
 
2021 წელს, Web3 და NFT–ის მზარდი პოპულარობის დროს, მაიკმა Opensea-ს მარკეტპლეისზე არაჩანაცვლებადი ტოკენების კოლექცია გაიტანა გასაყიდად. NFT ტოკენების შეზღუდული სერია ყოფილი მოკრივის დაკვეთით ახალბედა ციფრულმა მხატვარმა, კორი ვან ლიუმ შექმნა. ერთ-ერთი ტოკენი ასახავდა სამწუხარო, მაგრამ მთელი მსოფლიოსთვის ცნობილ ინციდენტს, როდესაც მაიკმა ევანდერ ჰოლიფილდს ყურის ნაწილი მოაკბიჩა. კოლექციაში სხვა საინტერესო ეგზემპლარებიც იყო. მაშინ გაყიდვების მოცულობებმა გადააჭარბა 425 ETH-ს, რაც იმ დროისთვის $1,3 მილიონს შეადგენდა. 

მანამდე, 2015 წელს, მაიკი საკუთარი ბრენდის ქვეშ რეკლამას უწევდა ლას-ვეგასში კრიპტომატების ქსელის მომსახურებას, 2022 წელს კი - Solana-ს მონეტასა და ქსელს.
მაიკ ტაისონი ბიტკოინ ATM-ის გახსნაზე ლას-ვეგასში

მაიკ ტაისონი ბიტკოინ ATM-ის გახსნაზე ლას-ვეგასში

რიზ უიზერსპუნი

რიზს აქვს საკუთარი ვარსკვლავი ჰოლივუდის დიდების ხეივანში და "ოსკარის" ორი ჯილდო მისი როლებისთვის ფილმებში "იარე ზღვარზე" და "ველური". ის ასევე ცნობილია თავისი როლებით ფილმებში "ლეგალურად ქერა", "ოთხი შობა" და სერიალში "დიდი პატარა ტყუილი". ნუთუ ის კრიპტოვალუტებითაც არის დაინტერესებული?
 
2021 წლის დეკემბერში, რიზმა დაწერა ტვიტი NFT-ის შემქმნელების მხარდასაჭერად, სადაც აღნიშნა, რომ "კრიპტოვალუტა აქაა იმისთვის, რომ დარჩეს (დიდი ხნით)."
რიზის ტვიტი, რომელიც 2021 წლის 6 დეკემბერს გამოქვეყნდა

რიზის ტვიტი, რომელიც 2021 წლის 6 დეკემბერს გამოქვეყნდა

მალევე რიზის მედიაკომპანიამ Hello Sunshine გააფორმა  პარტნიორობა NFT საზოგადოებასთან World of Women (WoW). უიზერსპუნმა ეს ნაბიჯი გადადგა ციფრული საზოგადოების შესაქმნელად, რომელიც ცდილობს, უფრო მეტად ჩართოს ქალები ინვესტიციებში და გაზარდოს მათი ფინანსური წიგნიერება. ფაქტობრივად, ის მოუწოდებს ქალებს, დაეხმარონ ახალი, დეცენტრალიზებული Web3 ინტერნეტის შექმნაში, რომელიც  ციფრულ ვალუტებზეა დაფუძნებული. ამ თანამშრომლობის წყალობით, მსოფლიომ ორი NFT კოლექცია და რამდენიმე მედიაპროექტი იხილა. როგორც ჩანს, რიზი ამაზე გაჩერებას არ აპირებს.
რიზის კიდევ ერთი ტვიტი, რომელიც სავსე რწმენით, რომ მომავალში ყველას ექნება ავატარი, კრიპტოსაფულეები და ციფრული საქონელი

რიზის კიდევ ერთი ტვიტი, რომელიც სავსე რწმენით, რომ მომავალში ყველას ექნება ავატარი, კრიპტოსაფულეები და ციფრული საქონელი

სნუპ დოგი

როგორც ჩანს, შოუბიზნესის სამყაროში ეს ნომერ პირველი კრიპტელი სელებრითია. სნუპ დოგს კრიპტოვალუტებთან ჯერ კიდევ 2013 წლიდან აკავშირებენ. მაშინ რეპერმა გამოაქვეყნა ტვიტი, რომელშიც თავისი ახალი X ალბომის ყიდვა ბიტკოინით შესთავაზა. თავიდან ყველას ეგონა, რომ ეს მომღერლის მორიგი ხუმრობა იყო, მაგრამ კრიპტოკომპანია BitPay-ისა და ბირჟა  Coinbase-ის რეტვიტების შემდეგ ცხადი გახდა, რომ შეთავაზება საკმაოდ სერიოზული იყო.
 
2017 წელს დოგი ონლაინ ბროკერ Robinhood-ის ინვესტორი გახდა, 2018 წელს კი XRP Community Night-ის ბლოკჩეინ წვეულებაზე კონცერტი გამართა. 
 
ბოლო დროს დოგი Web3-ის, მეტავერსისა და NFT-ის ნამდვილი ფანი გახდა და ამ ინდუსტრიაში დიდი ინვესტიცია ჩადო.
 
კომპანიამ Yuga Labs თავის ცნობილ NFT კოლექციაში Bored Apes Yacht Club, რომელიც მრავალ მოწყენილ მაიმუნს მოიცავს, ერთი ტოკენი სწორედ დოგს მიუძღვნა. მას შემდეგ სნუპი ამ თავის გამოსახულებას ყველანაირად უწევს პოპულარიზაციას - მან შეიძინა ნაყინის ფურგონი, გადაღება ის BAYC სტილში და ასევე შექმნა კლიპი NFT BAYC-ის სხვა ფანთან - ემინემთან ერთად, რომელშიც ორივე რეპერი თავის Bored Apes-ად გადაიქცევა. Yuga Labs-მა წარმატებით გამოიყენა ეს პერფორმანსი, გამოუშვა ოფიციალური მერჩი Snoop & Eminem-ის და მას მხოლოდ თავის ნატიურ ტოკენ Apecoin-ზე ყიდის.
 
2021 წლის ბოლოს დოგმა გამოუშვა NFT საკუთარი ფოტოსურათების 3D კოლაჟის სახით. აუქციონი SuperRare-ის მარკეტპლეისზე გაიმართა. 

2021 წლის სექტემბერში სნუპმა აღიარა, რომ სწორედ ისაა Cozomo de Medici, რომელმაც შეაგროვა 247 NFT-ის კოლექცია, მათ შორის ცხრა CryptoPunks. იმ დროს DappRadar-მა ეს კოლექცია $17,7 მილიონად შეაფასა.
 
ამის შემდეგ, სნუპ დოგმა Crypto.com-ის მარკეტპლეისზე გამოუშვა  კიდევ ორი ​​NFT კოლექცია, რომელთაგან ერთის  თანაავტორი იყო Nyan Cat მიმ-გიფის შემქმნელი კრის ტორესი, ასევე მიქსტეიპების რამდენიმე კოლექცია (ახალი სიმღერების ტრეკები NFT-ების სახით).
 
2021 წელს სნუპი ასევე შეუერთდა Dogecoin-ის რეკლამას და შექმნა სახუმარო ვიდეო კეკლუცი სახელწოდებით "Snoop Doge".
სნუპ დოგი და მისი NFT პროტოტიპი Bored Apes Yacht Club-ის კოლექციიდან

სნუპ დოგი და მისი NFT პროტოტიპი Bored Apes Yacht Club-ის კოლექციიდან

დასკვნის მაგიერ

ციფრული აქტივების ბაზრის განვითარებაში ცნობილი ადამიანების მონაწილეობაზე საზოგადოების განსხვავებული რეაქციის მიუხედავად, ეს ტრენდი შენარჩუნდება. კრიპტოკომპანიები გააგრძელებენ თავიანთი სერვისების აქტიურ რეკლამირებას და სპორტისა და შოუბიზნესის ინდუსტრიის ექსპლუატაციას. ჰეიტერებმა კი გაიარონ და განაგრძონ მთავრობების მიერ დაბეჭდილი ფერადი ქაღალდების ძალის ბრმა რწმენა, რომლებიც სწრაფი ინფლაციისა და ფიატური ვალუტების დევალვაციის გამო, მსყიდველუნარიანობას ყოველწლიურად უფრო და უფრო კარგავენ.