BTC და AVAX-ის ტექნიკური ანალიზი. 26/05/23

icon BTC
icon AVAX
ფოტო - BTC და AVAX-ის ტექნიკური ანალიზი. 26/05/23
Bitcoin (BTC) და Avalanche (AVAX) კრიპტოვალუტების მიმდინარე სიტუაციის ანალიზი.

Bitcoin

ბიტკოინის დღიურ TF-ზე, სიტუაცია გუშინდელი ანალიზის შემდეგ არ შეცვლილა. BTC რჩება $25,800–$27,000 მხარდაჭერის ზონაში, რომელშიც შევიდა 2 კვირის წინ.

ყველა სხვა მხარდაჭერისა და წინააღმდეგობის დონის აქტუალობა უცვლელი რჩება.
BTC-ის გრაფიკი დღიურ თაიმფრეიმზე

BTC-ის გრაფიკი დღიურ თაიმფრეიმზე

ორსაათიან TF-ზე,  მყიდველებმა აჩვენეს ძალა, რამაც საშუალება მისცა ფასს ასხლეტილიყო $25,800 მხარდაჭერიდან. აქტუალური წინააღმდეგობის ზონებია $26,500–$26,750, $27,300–$27,700 და $28,000–$28,300. ასევე, ძლიერი დონეა $28,900,   სადაც გამყიდველების ორდერები დაგროვდა.

წინააღმდეგობის ზონების დიდი რაოდენობის და მათი დაძლევის სირთულის გათვალისწინებით, BTC-ის ლოკალურად დაღმავალი მოძრაობა პრიორიტეტულია. შემდეგი მხარდაჭერა $25,800 დონის გარღვევის შემთხვევაში იქნება ფასის ფსიქოლოგიური ნიშნული $25,000.
BTC-ის გრაფიკი H2 თაიმფრეიმზე

BTC-ის გრაფიკი H2 თაიმფრეიმზე

Avalanche

დღიურ თაიმფრეიმზე, AVAX-ის ფასი $13–14.4 მხარდაჭერის ზონაში ივაჭრება. შემდეგი დიაპაზონი, რომელშიც მყიდველებმა თავისი ორდერების კონცენტრაცია მოახდინეს არის $10.64-$11.8 ზონა.

ყველაზე აქცენტირებული წინააღმდეგობის ზონა არის $17–18.21$. მანამდე, აზრი აქვს $15.54 დონის გამოყოფას, მაგრამ გამყიდველების დონეები ამ ფასების ფარგლებში უკეთ უფრო მცირე TF-ზე გამოჩნდება.
AVAX-ის გრაფიკო დღიურ თაიმფრეიმზე

AVAX-ის გრაფიკო დღიურ თაიმფრეიმზე

AVAX-ი H2-იან TF-ზე აგრძელებს დაღმავალ მოძრაობას მინიმუმების განახლებით, რომელიც აპრილის ბოლოს დაიწყო. ახლა ფასი $13.75-$14 მხარდაჭერის ზონაშია. თუ ეს დონეები ვერ შეინარჩუნებენ აქტივს, მაშინ შემდეგი მხარდაჭერა იქნება $13,38 ნიშნულზე.

აქტუალური წინააღმდეგობებია $14.64-$15 დიაპაზონი, $15.3 დონე და $15.57-$16 ზონა. სანამ გამყიდველების ეს დონეები არ დაიტესტა, აზრი არ აქვს უფრო ზემოთ მდებარე ზონებზე მსჯელობას.
AVAX-ის გრაფიკი H2 თაიმფრეიმზე

AVAX-ის გრაფიკი H2 თაიმფრეიმზე

კრიპტოვალუტების აქტუალური კურსი და გრაფიკების ანალიზი  შეგიძლიათ იხილოთ საიტზე GNCrypto.

დისქლეიმერი

ეს ანალიზი არ არის სავაჭრო რეკომენდაცია. გახსოვდეთ, რომ კრიპტო ბაზარზე ნებისმიერი გარიგების გახსნამდე ყოველთვის საკუთარი კვლევა უნდა ჩაატაროთ.

პირობითი აღნიშვნები

TF (Timeframe)- ქრონოლოგიური სეგმენტი, თაიმფრეიმი, რომელიც ტოლია გრაფიკზე ერთი იაპონური სანთლის ფორმირების დროისა.

ჰორიზონტალური არხი (ფლეტი, გვერდული ტრენდი, რეინჯი)— ფასის მოძრაობა მხარდაჭერისა და წინააღმდეგობის დონეებს შორის გარკვეული დიაპაზონიდან გასვლის გარეშე.

K - აქტივის ფასის ათასი დოლარის აღნიშვნა (მაგალითად, 23,4 К  - 23,400 დოლარი).  

რუხი დიაპაზონი გრაფიკზე- მხარდაჭერის ზონა.

წითელი დიაპაზონი გრაფიკზე- წინააღმდეგობის ზონა.

კორელაცია— სხვადასხვა კრიპტოვალუტური აქტივის ფასების სინქრონული მოძრაობის ტენდენცია ერთ-ერთი მათგანის დომინირების გამო.

სასწავლო მასალები

გთავაზობთ GNCrypto-ის სასწავლო მასალებსა და სტატიებს, რომლებიც იქნა გამოყენებული ამ ანალიზის ფორმირებისას: