BTC-სა და MATIC-ის ტექნიკური ანალიზი. 19/05/23

icon BTC
icon MATIC
ფოტო - BTC-სა და MATIC-ის ტექნიკური ანალიზი. 19/05/23
Bitcoin (BTC) და Polygon (MATIC) კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული მიმდინარე სიტუაციის ანალიზი.

Bitcoin

დღიურ TF-ზე გუშინდელი ანალიზის შემდეგ სიტუაცია არ შეცვლილა. BTC-ის ფასი მოქცეულია $25 800–$27 000 მხარდაჭერის ზონაში, რომლის ქვემოთ $24,000-$25,200 და $19,600-$20,900 ზონები მდებარეობს.

წინააღმდეგობის დონე ($28,000) და დიაპაზონი ($29,500-$31,000) უცვლელი რჩება.
BTC გრაფიკი DAILY-თაიმფრეიმზე

BTC გრაფიკი DAILY-თაიმფრეიმზე

ერთსაათიანი TF-ის განმავლობაში, მეორედ 3 დღის განმავლობაში, BTC-ის ფასმა $26,600-$27,000 წინააღმდგეგობის ზონა გატესტა. მყიდველებმა ვერ აჩვენეს ძალა და ვერ გაარღვიეს მოცემული დონე, ამიტომ BTC-მ განაახლა ლოკალური მინიმუმი $26,374 ნიშნულზე.

ახლა ჰორიზონტალურ არხში მოძრაობა გრძელდება. უახლოესი მხარდაჭერის ზონაა $26,100–$26,500. სავსებით შესაძლებელია ვნახოთ $25,800 მინიმუმის განმეორებითი ტესტი, ან მისი გარღვევაც კი. ამ შემთხვევაში, Bitcoin-ს შეუძლია მიუახლოვდეს მხარდაჭერის ზონებს, რომლებიც დღიურ თაიმფრეიმზეა მითითებული.

$28,000–$28,300 და $28,900 წინააღმდეგობის დონეების აქტუალურობა უცვლელი რჩება.
BTC გრაფიკი H1-თაიმფრეიმზე

BTC გრაფიკი H1-თაიმფრეიმზე

Polygon

დღიურ თაიმფრეიმზე, MATIC ივაჭრება $0.71–$0.84 მხარდაჭერის ზონის ფარგლებში. მომდევნო ზონები, სადაც მყიდველებმა თავიანთი ორდერების აკუმულირება შეძლეს, არის $0.65 დონე და $0.42-$0.47 დიაპაზონი.

წინააღმდეგობის უახლოესი დონე არის $1 ფსიქოლოგიური დონე. ზემოთ, გრაფიკზე განლაგებულია $1.09-$1.22 წინააღმდეგობის ზონები და $1.30-$1.56 ფართო დიაპაზონი. MATIC-ის კურსის კორელაცია BTC-თან მაღალი რჩება, რაც გასათვალისწინებელია გარიგების გახსნამდე.
MATIC გრაფიკი DAILY-თაიმფრეიმზე

MATIC გრაფიკი DAILY-თაიმფრეიმზე

1 საათის თაიმფრეიმში, MATIC მოძრაობს ჰორიზონტალურ არხში $0.82-$0.85 მხარდაჭერის ზონასა და $0.88-$0.9 წინააღმდეგობის ზონას შორის. ბოლო 2 დღის განმავლობაში ვაჭრობის მოცულობა საგრძნობლად გაიზარდა, რაც შეიძლება მიუთითებდეს გამყიდველების, ან მყიდველების მზადყოფნაზე ფლეტიდან გასვლისთვის.

აქტუალური წინააღმდეგობის გატეხის შემთხვევაში, MATIC-ის ფასმა შეიძლება მიაღწიოს შემდეგ $0.93 და $0.97 დონეებს. გვერდულადან ქვემოთ გასვლა გზას გაუხსნის $0.8 მხარდაჭერის დონეს და სხვა მყიდველების ზონებს, რომლებიც დღიურ თაიმფრეიმში იყო აღნიშნული.
MATIC გრაფიკი H1 თაიმფრეიმზე

MATIC გრაფიკი H1 თაიმფრეიმზე

კრიპტოვალუტების აქტუალური კურსი და გრაფიკების ანალიზი  შეგიძლიათ იხილოთ საიტზე GNcrypto.

დისქლეიმერი

ეს ანალიზი არ არის სავაჭრო რეკომენდაცია. გახსოვდეთ, რომ კრიპტო ბაზარზე ნებისმიერი გარიგების გახსნამდე ყოველთვის საკუთარი კვლევა უნდა ჩაატაროთ.

პირობითი აღნიშვნები

TF (Timeframe) — ქრონოლოგიური სეგმენტი, თაიმფრეიმი, რომელიც ტოლია გრაფიკზე ერთი იაპონური სანთლის ფორმირების დროისა.

ჰორიზონტალური არხი (ფლეტი, გვერდულა, რეინჯი)— ფასის მოძრაობა მხარდაჭერისა და წინააღმდეგობის დონეებს შორის გარკვეული დიაპაზონიდან გასვლის გარეშე.

К —  აქტივის ფასის ათასი დოლარის აბრევიატურა (მაგალითად, 23,4 К  - 23,400 დოლარი).  

რუხი დიაპაზონი გრაფიკზე — მხარდაჭერის ზონა.

წითელი დიაპაზონი გრაფიკზე — წინააღმდეგობის ზონა.

კორელაცია —  სხვადასხვა კრიპტოვალუტური აქტივის ფასების სინქრონული მოძრაობის ტენდენცია ერთ-ერთი მათგანის დომინირების გამო.

სასწავლო მასალები

გთავაზობთ GNcrypto-ის სასწავლო მასალებსა და სტატიებს, რომლებიც იქნა გამოყენებული ამ ანალიზის ფორმირებისას: