BTC-ის, ETH-ისა და SOL-ის ტექნიკური ანალიზი. 06/06/23

icon BTC
icon ETH
ფოტო - BTC-ის, ETH-ისა და SOL-ის ტექნიკური ანალიზი. 06/06/23
Bitcoin (BTC), Ethereum (ETH) და Solana (SOL) კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული მიმდინარე სიტუაციის ანალიზი.

Bitcoin

გუშინ, ბაზარი აქტიურად გამოეხმაურა SEC-ის სარჩელს კრიპტოვალუტური ბირჟა Binance-ის წინააღმდეგ. H3 TF-ზე BTC-ის ფასმა სწრაფად გაარღვია მყიდველების რამდენიმე ძლიერი დონე, რომლებიც გუშინდელ ანალიზში იყო მითითებული. აქტივის ვარდნა შეაჩერა $25 000–$25 700 მხარდაჭერის ზონამ. თუ ეს დონე არ შენარჩუნდება, გამყიდველებისთვის შემდეგი სამიზნე იქნება $24 000, სადაც საჭირო იქნება მყიდველების რეაქციის დანახვა.

გამყიდველების უახლოესი ძლიერი ზონა ამჟამად ახლად ჩამოყალიბებული $26 300–$26 800 ზონაა. ჰორიზონტალური ვაჭრობის მოცულობების მიხედვით, უფრო მაღლა მდებარეობს ძლიერი ნიშნულები $27 160 და $27 670. ასევე უცვლელი რჩება  $28000–$28,500 დიაპაზონი.
BTC-ის გრაფიკი H3 თაიმფრეიმზე

BTC-ის გრაფიკი H3 თაიმფრეიმზე

Ethereum

მიუხედავად იმისა, რომ მონეტა  ETH არ შევიდა იმ აქტივების სიაში, რომლებიც SEC-მა უკანონო ფასიან ქაღალდებად დაასახელა, სიახლეს უარყოფითად ETH-ის ფასიც გამოეხმაურა. Ethereum-მა გაარღვია $1840-$1860 მხარდაჭერის ზონა H2 TF-ზე და ეს დიაპაზონი ახლა წინააღმდეგობის ზონად გადაიქცა.

აქტივის ვარდნა შეაჩერა მყიდველების ზონამ $1741–$1778. თუ დაღმავალი მოძრაობა გაგრძელდება, ETH-ის ფასმა შეიძლება დატესტოს" ფსიქოლოგიური დონე“ $1700. რაც შეეხება წინააღმდეგობის დონეებს, აქტუალურის ზემოთ ისინი განლაგებულია $1903–$1940 ზონის ფარგლებში და $2017 ნიშნულზე.
ETH-ის გრაფიკი H2 თაიმფრეიმზე

ETH-ის გრაფიკი H2 თაიმფრეიმზე

Solana

ნეგატიური საინფორმაციო ფონის გამო, SOL-ის 24 მაისს დაწყებული მოკლევადიანი აღმავალი მოძრაობა სულ რაღაც ერთი ორსაათიანი სანთლის დაცემამ გადაკეტა.

აქტივის ფასმა დატესტა წინააღმდეგობის ზონა $18.74–$19.52. გრაფიკზე ქვემოთ მოცემულია $18 დონე, რომელიც მიმდინარე ზონის გარღვევის შემთხვევაში მომდებნო მხარდაჭერა გახდება.

დაღმავალი მოძრაობის გაგრძელება ახლა პრიორიტეტია. გამყიდველების ზონები, სადაც მოსალოდნელია რეაქცია: $20 36-$20.85 და $21.4-$22.27.
SOL-ის გრაფიკი H2 თაიმფრეიმზე

SOL-ის გრაფიკი H2 თაიმფრეიმზე

კრიპტოვალუტების აქტუალური კურსი და გრაფიკების ანალიზი შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე GNcrypto.

დისქლეიმერი

ეს ანალიზი არ არის სავაჭრო რეკომენდაცია. გახსოვდეთ, რომ კრიპტო ბაზარზე ნებისმიერი გარიგების გახსნამდე ყოველთვის საკუთარი კვლევა უნდა ჩაატაროთ.

პირობითი აღნიშვნები

TF (Timeframe) — ქრონოლოგიური სეგმენტი, თაიმფრეიმი, რომელიც ტოლია გრაფიკზე ერთი იაპონური სანთლის ფორმირების დროისა.

ჰორიზონტალური არხი (ფლეტი, გვერდულა, რეინჯი)— ფასის მოძრაობა მხარდაჭერისა და წინააღმდეგობის დონეებს შორის გარკვეული დიაპაზონიდან გასვლის გარეშე.

К —  აქტივის ფასის ათასი დოლარის აბრევიატურა (მაგალითად, 23,4 К  - 23,400 დოლარი).  

რუხი დიაპაზონი გრაფიკზე — მხარდაჭერის ზონა.

წითელი დიაპაზონი გრაფიკზე — წინააღმდეგობის ზონა.

კორელაცია —  სხვადასხვა კრიპტოვალუტური აქტივის ფასების სინქრონული მოძრაობის ტენდენცია ერთ-ერთი მათგანის დომინირების გამო.

სასწავლო მასალები

გთავაზობთ GNcrypto-ის სასწავლო მასალებსა და სტატიებს, რომლებიც იქნა გამოყენებული ამ ანალიზის ფორმირებისას: