Tether-ის ტექნიკურმა დირექტორმა განაცხადა, რომ BTC არის აქტივი, რომლის ასე უბრალოდ წართმევა შეუძლებელია.
Tether-ის ტექნიკური დირექტორის, პაოლო არდოინოს აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებმა კრიპტოვალუტაში მთელი თავისი ფული არ უნდა დააბანდონ, ის მაინც ძალიან მნიშვნელოვან აქტივს წარმოადგენს.
Politico Europe-თან ინტერვიუში, Paris Blockchain Week-ის კონფერენციის დროს, პაოლო აღწერს ბიტკოინს, როგორც საიმედო აქტივს, რომელსაც ვერავინ წაგართმევთ და დასძენს, რომ ფრაქციული რეზერვების პრობლემა მშვენივრად გვარდება მთავარი კრიპტოვალუტის მეშვეობით.
Paris Blockchain Week-ის კონფერენცია 21-23 მარტს მიმდინარეობდა. Politico Europe-ის მიხედვით, ამ ღონისძიებამ ნათლად აჩვენა ყველას, ვინც ფიქრობდა, რომ კრიპტოტექნოლოგიებმა, ან "მარად დროისმტარებელმა კრიპტობროკერებმა“ თავისი აქტუალობა დაკარგეს, რომ ეს სულაც არ არის ასე.
გამოცემამ ასევე აღნიშნა, რომ Paris Blockchain Week ძალიან განსხვავდებოდა ტრადიციული საბანკო სამყაროს ღონისძიებისგან და შედარებისთვის მოჰყავს BIS Innovation-ის სამიტი, რომელიც ამავე პერიოდში შვეიცარიის ქალაქ ბაზელში ტარდებოდა. BIS Innovation Summit-მა შეკრიბა ყველა მაღალჩინოსანი, რომლებიც "შეზღუდულ" და კონსერვატიულ გარემოში განიხილავდნენ, თუ როგორ არ ჩამორჩნენ ფინანსურ ტექნოლოგიებს.
Politico Europe-მა ასევე ჩამოართვა ინტერვიუ EMEA-ს რეგიონში (ევროპა, ახლო აღმოსავლეთი და აფრიკა) Ripple-ის პოლიტიკის მიმართულების დირექტორს, ენდრიუ უიტვორთს. მან აღნიშნა, რომ “საქმე იმაში კი არაა, რომ ახლა კრიპტოვალუტებმა გაიმარჯვა, ხოლო ბანკებმა კრახი განიცადეს” და დასძინა, რომ კრიპტოვალუტების არსებობისთვის საბანკო სისტემას საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს.
ეს შენიშვნები გაკეთდა აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილების ფონზე, რომელიც კრიპტოვალუტისა და ბლოკჩეინის ინდუსტრიაზე კონტროლის გამკაცრებას ითვალისწინებს და მიზანში ისეთ კრიპტობირჟებს იღებს, როგორც Kraken-ია.
GNcrypto ადრე წერდა, რომ პაოლო არდოინოს თქმით, Tether ფულს შოულობს იმ დროს, როდესაც ბანკების ჩამოშლა ხდება.