საბანკო კრიზისს აშშ-ის კრიპტობაზრის გახურება შეუძლია
აშშ-ის საბანკო სისტემის მარტის კრიზისმა კრიპტოინდუსტრიის საშუალო და გრძელვადიანი პერსპექტივები გააუმჯობესა. მაგრამ ახლა მარეგულირებლები კრიპტოპროექტებს ჩრდილოვან ფინანსურ ბანში აგზავნიან.
აშშ-ის საბანკო სექტორში არსებული ქარიშხლის ფონზე, კრიპტოვალუტური ბაზარი ერთგვარ უსაფრთხო ნავსაყუდელის წარმოადგენს. კრიპტოზამთარი-2022-ის მოვლენების სიმძაფრე ჩაწყნარდა, ჰორიზონტზე კი საბანკო კრიზისი გამოჩნდა. შეცვლილ გარემოში, ინვესტორებს კვლავ სჯერათ, რომ ციფრული აქტივები ტრადიციული ფინანსური ინსტიტუტების კარგი ალტერნატივაა. თუმცა, Coinbase-ის ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ საოპერაციო გარემო კრიპტობიზნესისთვის ფიატური გადახდის სისტემების ნაწილის დაკარგვის გამო გართულდა და იმედოვნებენ, რომ მალე დამატებითი რეზერვები დაინერგება.
ამერიკის საბანკო სექტორი მონოპოლიზებულია
შეუძლებელია, არ დაეთანხმო ამას. საინვესტიციო ფინანსური კომპანია Galaxy Digital-ის მმართველი დირექტორის, ალექს თორნის თქმით, "არსებობს ძალიან მკაფიო ნიშნები, თუ არა აბსოლუტური მტკიცებულება, რომ მთავრობები და ბანკები კრიპტოფირმების წინააღმდეგ მოქმედებების კოორდინაციას ახდენენ“.
კრიპტოსტარტაპებს, რომლებსაც ადრე ემსახურებოდა გაკოტრებული Silvergate, Signature Bank ან Silicon Valley Bank, სხვა საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნა არ შეუძლიათ. Signature-ის პოტენციური მყიდველებს კი პირობად ნებისმიერი კრიპტობიზნესის წარმოების უთქმელ აკრძალვას უყენებენ.
ამ პროცესების პარალელურად, შეშინებულ მეანაბრეებს მასობრივად გააქვთ სახსრები მცირე ბანკებიდან. ადამიანები ეძებენ ხსნას ისეთ ფინანსურ ბობოლებთან, როგორებიცაა Citibank, JPMorgan Chase, BoA და ა.შ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხდება ფინანსური ბაზრის სწრაფი კონცენტრაცია რამდენიმე მსხვილი მოთამაშის ხელში. კეთილმოწყობილი ამერიკის მოქალაქეები ნაკლებად აცნობიერებენ, რა გავლენის ბერკეტები ექნება ჩანასახის სტადიაში მყოფ ამ საბანკო ოლიგარქიას.
მსგავსი გამოცდილება აქვთ განვითარებადი ქვეყნების მაცხოვრებლებს, რომლებიც ჰიპერინფლაციასა და საბანკო დეპოზიტების გაყინვას გადაურჩნენ. მაგალითად, 1975-90 წლებში არგენტინაში წლიური ინფლაციის მაჩვენებელი დაახლოებით 300% იყო. მოტყუებულ არგენტინელ ინვესტორებს ბევრი აქვთ მოსაყოლი არა მხოლოდ ბანკირების არაადამიანურობაზე, არამედ კრიპტოვალუტის უპირატესობაზე ტრადიციულ ფინანსებთან შედარებით.
კრიპტო არგენტინულ პესოს გაუფასურებისგან იცავს
ალექს თორნი იხსენებს თავის პირველ შთაბეჭდილებებს არგენტინაზე, სადაც ის 2003 წელს გადავიდა საცხოვრებლად. მაშინ ქვეყანა მორიგ ფინანსურ კრიზისს განიცდიდა და ზოგიერთი ბანკის მუშაობა შეჩერდა. გაბრაზებული მოქალაქეებისგან თავის დასაცავად, საბანკო დაწესებულებებმა კედლები და ფანჯრები ლითონის ფირფიტებით ამოქოლეს. მათ “ამშვენებდა“ არგენტინის ჰერალდიკური სიმბოლოები და გრაფიტი, რომელიც ქურდი ბანკირების მისამართით წყევლას შეიცავდა.
გასაკვირი არაა, რომ ათწლეულის შემდეგ… არგენტინა ბიტკოინის დანერგვისა და კრიპტოინოვაციების კერად იქცა, - ამბობს თორნი.
რა თქმა უნდა, ეს არ ეხება კრიპტოენთუზიასტებს, რომლებიც დამპალ სახელმწიფო სისტემას შიგნიდან უთხრიან ძირს. ფულის გაუფასურებისგან გადარჩენას არგენტინელები წლების განმავლობაში ცდილობდნენ. ისინი ტანსაცმელს, საკვებსა და საჩუქრებს იმარაგებდნენ. USD-ზე მოთხოვნა იმდენად დიდი იყო, რომ ადგილობრივი ცენტრალური ბანკის დოლარის რეზერვები იწურებოდა. 2019 წლის ბოლოს ხელისუფლებამ უნაღდო დოლარის ყიდვის ლიმიტი თვეში 200 დოლარის დონეზე, ნაღდი ფულისა კი - 100 დოლარის დონეზე დააწესა. არგენტინელების მხრიდან სიმეტრიულ პასუხად იქცა მათი ინტერესის პიკი სტეიბლკოინების მიმართ.
ერთი წლის წინ, მარიანო დი პიეტრანტონიო Maker Growth-დან, რომელიც MakerDAO-ს ძირითადი ქვედანაყოფია, არგენტინაში სტეიბლკოინ DAI-ს გავრცელებას ხელმძღვანელობდა. რაღაც მომენტში, დი პიეტრანტონიომ ნათლად გააცნობიერა, რომ მისი ამოცანა იყო, აეხსნა ადგილობრივი თავშესაფრების მაცხოვრებლებისთვის, რომ მათ კრიპტოვალუტა სჭირდებოდათ არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის შეიძლება გაძვირებულიყო. სტეიბლკოინის მთავარი ღირებულება არის ის, რომ ის არ გაუფასურდება ისევე მკვეთრად, როგორც არგენტინული პესო. მისი სტრატეგია წარმატებული აღმოჩნდა. ცნობისთვის, ბოლო ორი წლის შედეგებით, არგენტინა, ადგილობრივ ეკონომიკაში კრიპტოვალუტის დანერგვის უმაღლესი ხარისხით, TOP-20 ქვეყანაში შედის.