პროტოკოლი Ordinals — სიახლე კრიპტოვალუტების სფეროში, რომლის მეშვეობით შესაძლებელია არაჩანაცვლებადი ტოკენების პირდაპირ Bitcoin-ის ქსელში ჩამატება. იმ დროს, როდესაც ზოგიერთ კრიპტელს ტექნოლოგია საშიში ეჩვენება, ბლოკჩეინ -ენთუზიასტებმა მოიმარჯვეს ინსტრუმენტი NFT-ს ახალი სახეობის შესაქმნელად.
ჩვენ ადრე დეტალურად ვწერდით Bitcoin Ordinals NFT-ის შესახებ და ახლა გადავხედავთ პირველ საუკეთესო კოლექციებს, რომლებიც გახმაურებული ბლოკჩეინ-პროტოკოლის საფუძველზე წარმოიშვა.
Ordinal Punks
Ordinal Punks ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ძვირადღირებული NFT კოლექციის, CryptoPunks-ის ალუზიაა. პროექტი ასობით ავატარისგან შედგება, რომელთაგან თითოეულს ბლოკჩეინში საკუთარი წარწერა აქვს (სარეგისტრაციო ნომერი). ეს არის უნიკალური იდენტიფიკატორი, რომელიც განასხვავებს ერთ Ordinals NFT-ს მეორისგან Bitcoin-ის ქსელში.
რიგითი პანკები შექმნა მომხმარებელმა ფსევდონიმით FlowStay, PFP NFT-ების გენერირებისთვის დეცენტრალიზებული ალგორითმის გამოყენებით. გასაყიდად გამზადებული არაჩანაცვლებადი Ordinal Punks ტოკენების ჩამონათვალი Google-ის ცხრილშია, ხოლო კოლექციის დამაარსებელი Discord-ში პირობითი დეპონირების (უსაფრთხო გადახდის) ხელშეკრულებებს აფორმებს. სტატიის წერის დროს ყველაზე იაფი Ordinal Punk-ი ავტორის ცხრილიდან 4.75 BTC-ად იყიდებოდა, ყველაზე ძვირი კი 1000 BTC-ად.
NFT-კოლექცია Ordinal Punks, წყარო - ordinalpunks.com
Taproot Wizards
ხელით დახატული NFT კოლექცია 2000 ჯადოქრისგან შედგება. პროექტი დეველოპერმა უდი ვერტჰაიმერმა შექმნა მაინინგ-კომპანია Luxor-თან თანამშრომლობით და ის წარმოადგენს მინიშნებას 2013 წლის მემზე. ეს არის “დაუდევრად” შესრულებული ციფრული პლაკატი ჯადოქრის გამოსახულებით და წარწერებით “Bitcoin Wizards”, “Magic Internet money” და “Join us”. ასევე, სათაურით კოლექციის ავტორები მიანიშნებენ ბიტკოინ-მისამართის პირველ ტიპზე (taproot).
მოკლე დროში მის გარშემო თაყვანისმცემელთა საზოგადოება ჩამოყალიბდა. NFT-ის მისაღებად, აუცილებელია ჯადოქართა სკოლაში გაწევრიანება (საიტზე Twitter-ის საშუალებით დარეგისტრირება) და შემდგომი მანიპულაციების განხორციელება, რაც შეძენასთან არის დაკავშირებული. თებერვლის ბოლოსთვის არსებული მონაცემებით, ბიტკოინ-NFT-ების გაყიდვებმა 150 000 დოლარი შეადგინა. თანხები გადაურიცხეს მხატვარს, რომელმაც შექმნა მემი.
კოლექციამ საზოგადოებას თავი დაამახსოვრებინა თავისი პირველი NFT-ით წარწერით 652. ამ ციფრული არტეფაქტის ბლოკჩეინში დამატებამ გამოიწვია ბიტკოინის ისტორიაში ყველაზე დიდი ბლოკის მოპოვება (4 მბ).
Ordinals NFT-კოლექცია Taproot Wizards, წყარო - taprootwizards.com
Bitcoin Rocks
NFT კოლექცია შთაგონებულია Ethereum ქსელის მსგავსი პროექტით, სახელწოდებით Ether Rocks და ქვების 100 გამოსახულებას შეიცავს. მისი დამფუძნებელი არის Twitter-ის მომხმარებელი ნიკით @ordrocks. პირველი NFT Bitcoin Rocks ბლოკჩეინში ჩაიწერა ნომრით 71.
კოლექციის ავტორს ვებგვერდის შექმნით თავი არ შეუწუხებია, ამიტომ ყველა საჭირო ინფორმაციის ნახვა მის ტვიტერზეა შესაძლებელი, ხოლო გარიგებები და ვაჭრობის განხილვები Discord ჯგუფში მიმდინარეობს.
Ordinals NFT-კოლექცია Bitcoin Rocks, წყარო — twitter.com/ordrocks
Timechain Collectibles
Timechain Collectible ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შეიქმნა. მასში წარმოდგენილია საათის 21 გამოსახულება ბიტკოინის ლოგოტიპით. კოლექცია 30 იანვარს დარეგისტრირდა, თანაც ყველა ელემენტი ერთ ბლოკშია მოქცეული. წარწერების რიგითობა მოიცავს ნომრებს 356-დან 377-მდე.
Bitcoin-NFT-ების გაყიდვა Discord-ში ხდება. ცნობილია, რომ არაჩანაცვლებადი ტოკენი წარწერით 364 შეიძინეს 3 BTC-ად.
Ordinals NFT Timechain Collectible, წყარო - ordynals.com
Bitcoin Shrooms
Bitcoin Shrooms არის პირველი NFT-კოლექცია, რომელიც ბიტკოინის ბლოკჩეინში ჩაიწერა. ის შედგება სოკოების პიქსელური გამოსახულებებისგან, რომელთა ქუდები სხვადასხვა არარეალისტურ ფორმას იღებს. ქსელში ჩამატებული პიველი NFT იყო პერსონაჟი წარწერით “19”.
პროექტის შემქმნელები ანონიმურობას ამჯობინებენ. გარდა ამისა, მათ დახურეს საკუთარი გვერდი Discord-ში და არ ატარებენ გაყიდვასთან დაკავშირებულ აუქციონებს, ხოლო კავშირს მხოლოდ Twitter-ით ინარჩუნებენ.
Ordinals NFT კოლექცია Bitcoin Shrooms, წყარო - bitcoinshrooms.com
Ordinal Loops
Ordinal Loops არის ანიმაციური გამოსახულებების მრავალსერიანი კოლექცია. ის შედგება სიმბოლოების ნაკრებისგან, რომლებიც პროგრამული კოდის იმიტაციას წარმოადგენს.
კოლექციის პირველ სერიას „Do Not Fiat“ ეწოდება. ის ასახავს ბრძოლას ციფრულ ვალუტასა და ფიატს შორის. მეორე სერია წარმოდგენილია სათაურით «Roots of Immutability». ამ შემთხვევაში, თითოეული NFT არის ბიტკოინის ბლოკის ანიმაცია, რომელიც შეიცავს შვიდი პოპულარული ჰეშიდან ერთ-ერთს, რომელმაც გავლენა მოახდინა ცვლილებებზე ჯაჭვში.
Ordinal Loops აუქციონები Discord ჯგუფში ტარდება. ამ კოლექციის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ორდინალი 4 BTC-ად გაიყიდა.
Ordinal Loops კოლექციის ლოგოტიპი, წყარო — ordinalloops.xyz
Ordinals — NFT-ს ევოლუცია
ანალიტიკური რესურსის Dune-ის ინფორმაციით, 2023 წლის იანვრიდან მარტამდე ბიტკოინის ქსელში 317 000-ზე მეტი Ordinals NFT იყო ჩაწერილი. დამატებული არაჩანაცვლებადი ტოკენების რაოდენობა შეიძლება სწრაფად გაიზარდოს, რადგანაც მარტში OpenOrdex მარკეტპლეისი გამოჩნდა, რომელიც ახალი ტიპის ციფრული სერთიფიკატების გაყიდვის და შეძენის საშუალებას იძლევა.
შეგახსენებთ, რომ Ordinals NFT-ის ბლოკჩეინში ჩამაგრება მხოლოდ მათ შეუძლიათ, ვინც ბიტკოინის ნოდი გაუშვა, ამიტომ ბევრი მომხმარებლისთვის BTC ქსელში უნიკალური ტოკენების დამატების შესაძლებლობა შეზღუდულია. ყოველ შემთხვევაში, იმ დრომდე, ვიდრე ამ ფუნქციის მქონე მოსახერხებელი პლატფორმა არ გამოჩნდება.