საუკეთეო ვებ-ბრაუზერები კრიპტერებისთვის
ვებბრაუზერი Google Chrome მსოფლიოში ყველაზე პოპულარულია. მაგრამ ის ნამდვილი ღორმუცელაა, რადგან მთელი არსებული ოპერატიული მეხსიერების დაკავებას ცდილობს და ძალიან ბევრს პროცესს ქმნის. თანაც ის კრიპტოვალუტებისთვის ადაპტირებული სულაც არ არის. რომელი ვებბრაუზერებია კრიპტერებისთვის საუკეთესო?
ციფრული აქტივების მფლობელებში ყველაზე პოპულარული სამი ვებბრაუზერია: Brave, Opera Crypto Browser და CryptoTab. Brave კრიპტობრაუზერებს შორის №1-ია. ის კონფიდენციალურობასა და უსაფრთხოებაზეა მორგებული. Opera Crypto თავის თავს Web3-ისთვის ვებბრაუზერს უწოდებს, CryptoTab-ის ძირითადი მახასიათებელი კი ჩაშენებული PoW-მაინინგია. უფრო დეტალურად განვიხილოთ ისინი.
Brave
ეს უფასო ვებბრაუზერია, რომელსაც გახსნილი საწყისი კოდი და 160 ენის მხარდაჭერა აქვს. ის Chromium-ის საფუძველზე 2016 წელს შეიქმნა. ვიზუალურად მისი ინტერფეისი სხვა ანალოგებისგან დიდად არ განსხვავდება, მაგრამ მთავარი უპირატესობები შეფუთვის მიღმა იმალება.
Brave-ის დაპროექტებისას, დეველოპერებმა ყურადღება უსაფრთხოებაზე, ანონიმურობასა და ციფრული აქტივების სამყაროსადმი ღიაობაზე გაამახვილეს. ნაგულისხმები ვებბრაუზერი ნებისმიერი ტიპის რეკლამას, მავნე სკრიპტებს, cookie's, გეოლოკაციის გადაცემას ბლოკავს და ასევე მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს საიმედოდ იცავს. თუ უსაფრთხოების რომელიმე პარამეტრი საიტის კორექტულად ჩატვირთვას ხელს უშლის, მათი შესუსტება ყოველთვის შეიძლება.
დეველოპერები აცხადებენ, რომ საიტებზე რეკლამის დაბლოკვისა და გვერდებზე ტრეკერების კონტროლით, ვებბრაუზერი Brave სამჯერ უფრო სწრაფია და 30%-ით ნაკლებ მეხსიერებას მოიხმარს ვიდრე Google Chrome. ამის გაზომვა რთულია, მაგრამ გვერდების გახსნისა და ვებსერფინგის სიჩქარე ნამდვილად იგრძნობა.
საფულე Brave Wallet
იმისთვის, რომ ვებბრაუზერი კრიპტერებისთვის საინტერესო გახდეს, დეველოპერებმა მასში არაკასდოტიალური Brave Wallet ჩანერგეს. საფულე ბლოკჩეინის დიდ რაოდენობას უჭერს მხარს და MetaMask-ის გაუმჯობესებულ ვერსიას წააგავს. ის, შესაძლოა, გამოყენებული იყოს, როგორც ვიჯეტი, რომელსაც კომპაქტური ზომა აქვს და ჩანართების თავზე მდებარეობს, ან დამოუკიდებელი ჩანართის სახით გაიშალოს, რათა ბალანსების სრული დეტალიზაცია და ყველა ფუნქციისათვის წვდომა იყოს უზრუნველყოფილი.
Brave Wallet
კრიპტოსაფულეს, როგორც ყველა მსგავს გადაწყვეტას, სხვა საფულეებთან ფართო ინტეგრაციის უნარი აქვს და დეცენტრალიზებულ აპლიკაციებს (dApps) უშუალოდ ვებგვერდებიდან სწრაფად უკავშირდება. ათზე მეტი სხვადასხვა ბლოკჩეინის მხარდაჭერით (მათ შორის Ethereum, Binance Smart Chain, Solana, Polygon), Brave Wallet ამ ქსელების ყველა აქტივის შენახვის საშუალებას იძლევა.
საფულიდან ტოკენების გადატანა, Visa/Mastercard გადახდის ბარათების, ან გადახდის სერვისების Ramp Network ან Wyre-ის საშუალებით ფიატებზე ახალი მონეტების ყიდვაა შესაძლებელი. გარდა ამისა, NFT-ების შენახვა და აქტივების ღირებულებების გრაფიკების ნახვით, ბაზრის ტრენდების მონიტორინგია შესაძლებელი. Brave Wallet-ს მულტიანგარიშების, ნებისმიერი აქტივის შეუზღუდავი რაოდენობით საფულის მხარდაჭერა, ასევე აპარატული საფულეებიდან იმპორტის საშუალება აქვს.
მრავალი ბლოკჩეინის მხარდაჭერის გათვალისწინებით, დეველოპერებს გაცვლის ინსტრუმენტებიც არ დავიწყებიათ. Swap-ოპერაციების განხორციელება აგრეგატების 0x და Jupiter, ასევე x-chain ხიდების საშუალებით, როგორიცაა Rainbow Bridge, Ethereum-ის, NEAR-ისა და Aurora-ს აქტივების ნებისმიერი მიმართულებით გაცვლის მიზნით არის შესაძლებელი.
რეკლამების ნახვის სანაცვლოდ ჯილდოს სახით ტოკენ BAT-ების მიღება
სხვისი რეკლამების დაბლოკვაზე კონცენტრირებისას, 2019 წელს დეველოპერებს შესანიშნავი იდეა გაუჩნდათ: ხომ არ დაენერგათ საკუთარი სარეკლამო სერვისი და გაეყოთ მოგება მომხმარებლებთან, რომლებიც რეკლამის ნახვას დათანხმდებოდნენ? ასე გაჩნდა კერძო სარეკლამო სერვისი Brave Ads, რომელიც Pay-to-surf (PTS) მოდელით მუშაობს და დაჯილდოების პროგრამა Brave Rewards. ამ უკანასკნელის გასააქტიურებლად, პარამეტრების შეცვლაა აუცილებელი. რეკლამა ახალი ჩანართის გახსნისას, ან push-შეტყობინების საშუალებით ჩნდება. სრულიად მოკრძალებული ფორმატი, მაგრამ თუ მოგბეზრდათ, გამორთვა ნებისმიერ მომენტში შეგიძლიათ.
Brave მომხმარებლების პერსონალურ მონაცემებს, ისევე როგორც რეკლამების ნახვის ისტორიას არ აზიარებს, მაგრამ აზიარებს ჩვენებისგან მიღებულ მოგებას. მომხმარებლები ჯილდოს ტოკენ BAT-ში იღებენ, რომელთა გატანა ყოველთვიურად, ან სურვილისამებრ, გამომცემლებისა და კონტენტის შემქმნელებისთვის (არის ერთჯერადი თიფსების ოფციაც) შეწირვა შეუძლიათ.
Brave Wallet-ს ასევე შეუძლია, ფაიერვოლოთა და VPN-ით, ინკოგნიტო რეჟიმში (TOR-ფუნქციონალობა) ჩანართის გახსნითა და ძიებით, ასევე კონფიდენციალურობაზე აქცენტით, ვიდეოზარების და კონფერენციის ჩაშენებული სერვისით დაიკვეხნოს.
Opera Crypto Browser
ეს ყველასთვის დიდი ხნის ნაცნობი უფასო ვებბრაუზერი Opera არის, რომელშიც მწარმოებლებმა კრიპტოვალუტის საფულის Opera Wallet და Web3-ფუნქციონალობის ინტეგრაცია მოახდინეს.
ინტეგრაცია Web3-ის ბაზაზე
Opera Crypto Browser Web3-ის პროექტებსა და სხვადასხვა საფულეებთან ურთიერთქმედებას უზრუნველყოფს. ვებბრაუზერი მომხმარებელს დეცენტრალიზებული აპლიკაციების (dApps) გამოყენებას, ასევე ასევე ბლოკჩეინ-თამაშებისა და მეტავერსების გაცნობას უადვილებს. მომხმარებლებს შეუძლიათ, ახალ dApps-პროექტებს აპლიკაციების სპეციალიზებულ მაღაზიაში ყოველდღიურად გაეცნონ. სხვა ინსტრუმენტებს შორის დეცენტრალიზებულ ბირჟებსა (DEX) და Web3-ზე დაფუძნებულ NFT-ებზე წვდომაა.
მრავალი ბლოკჩეინის მხარდაჭერის მქონე არაკასტოდიალური საფულე
საფულე Opera Wallet კრიპტოაქტივებისა და NFT-ების შენახვის, ასევე დამატებითი პლაგინების დაყენების გარეშე dApps-სთან მიერთების საშუალებას იძლევა. კრიპტოსაფულეს ტოკენების ETH, ERC-20 და ERC-721, ასევე სხვადასხვა ბლოკჩეინის, მათ შორის Bitcoin-ის, EVM-თან თავსებადი ქსელებისა და Layer2 გადაწყვეტილებების მხარდაჭერა აქვს. Opera Wallet ფიატზე კრიპტოვალუტის შეძენის, ასევე swap-ოპერაციების განხორციელების საშუალებას იძლევა.
უახლესი ახალი ამბები Web3-ის სფეროდან
ახალი ამბების აგრეგატორი Crypto Corner, რომელიც ვებბრაუზერშია ჩაშენებული, ბლოკჩეინისა და კრიპტოს შესახებ უახლეს ახალ ამბებს გაცნობთ, ტოკენების სამომავლო დარიგების, აქტივების ღირებულების, ღონისძიებებისა და კონფერენციების ჩატარების შესახებ ინფორმაციას გაწვდით და ასევე, საგანმანათლებლო კონტენტს - პოდკასტებსა და ვიდეოებს გთავაზობთ.
Opera Crypto Browser-ის დესკტოპის ვერსიას ასევე ბევრ მესენჯერთან (Telegram, Discord, Twitter, WhatsApp) ინტეგრაცია აქვს. ბრაუზერში VPN ვებ-სერფინგის კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების მიზნით, რეკლამისა და ტრეკერების ბლოკერი არის ჩაშენებული.
CryptoTab
ჩვენს წინაშე ჩვეულებრივი უფასო ვებ-ბრაუზერია, რომელსაც ერთადერთი განსხვავება აქვს - ის პულებში PoW-მაინინგის სანაცვლოდ ჯილდოს და ახალი მომხმარებლების მოზიდვისთვის მოტივაციის მქონე რეფერალურ პროგრამას სთავაზობს. ჯილდო BTC-ში გაიცემა და ჩაშენებულ საფულეში ხვდება. მისი გატანა გარკვეული ლიმიტის მიღწევის შემდეგ არის შესაძლებელი. ჯილდოს ოდენობა ჰეშრეიტზე, პროცესორის სიმძლავრესა და მოწვეული რეფერალების რაოდენობაზეა დამოკიდებული.
ბოლო დროს CryptoTab-ში მაინინგის სანაცვლოდ ღარიბული დარიცხვებისა და საფულიდან BTC-ის გატანის შეუძლებლობის შესახებ ბევრი გამოხმაურება გაჩნდა. ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ PoW-მაინინგი CPU-ს დახმარებით თქვენს პროცესორს უქმნის საფრთხეს და 2022 წელს პულებშიც კი არარენტაბელურია. ამიტომ, ყველამ თავად უნდა გადაწყვიტოს, წავიდეს თუ არა ასეთ რისკზე. ნებისმიერ შემთხვევაში, CryptoTab თავს კრიპტერებისთვის განკუთვნილ ვებ-ბრაუზერს უწოდებს, ამიტომაც მოხვდა ჩვენს მიმოხილვაში.