ყოველწლიურად მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიები ათიათასობით ბლოკჩეინ–დეველოპერს იზიდავენ თავის ახალ პროექტებში. როგორ გავხდეთ ერთ–ერთი მათგანი?
IT სამყაროში ბლოკჩეინი ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ტექნიკური სფეროა. მიმდინარე ტენდენციების გათვალისწინებით, 2029 წლისთვის ბლოკჩეინ–ტექნოლოგიის ბაზარმა შეიძლება $160 მილიარდს მიაღწიოს. ბლოკჩეინი არ არის მხოლოდ ისტორია ბიტკოინისა და მისი მისტიური შემქმნელის სატოში ნაკამოტოს შესახებ. პირველ რიგში, ეს არის ციფრული სამყაროსთვის რევოლუციური ტექნიკური გადაწყვეტა. ბლოკჩეინს უსაფრთხოებისა და ფუნქციონირების სრულიად ახალი სტანდარტები გააჩნია.
რას აკეთებს ბლოკჩეინის დეველოპერი?
ბლოკჩეინ–დეველოპერები ტექნიკური სპეციალისტები არიან, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ბლოკჩეინის პროტოკოლების დეველოპმენტზე და სმარტ–კონტრაქტების შექმნაზე. ბლოკჩეინის ტექნოლოგია მონაცემთა განაწილებულ ბაზასთანაა დაკავშირებული,სადაც ინახება ჩანაწერები ქსელში შესრულებული ყველა ტრანზაქციის შესახებ. ბლოკჩეინ–დეველოპერები შეიძლება ორ ტიპად დაიყოს:
- Core Blockchain Developer: პასუხისმგებელია თავად ბლოკჩეინ–პროექტის სისტემის უსაფრთხოებაზე და არქიტექტურის შექმნაზე. აწარმოებს მთელი ქსელური არქიტექტურის პროექტირებას და მონიტორინგს.
- Blockchain Software Developer: იყენებს ვებ–არქიტექტურას აპლიკაციების, კერძოდ კი დეცენტრალიზებული აპლიკაციების (Dapps) შესაქმნელად. ავითარებს API-ს ბლოკჩეინის ინტეგრაციისთვის, ნერგავს სმარტ–კონტრაქტებს.
იმისათვის, რომ ბლოკჩეინ– დეველოპერი გახდეთ, გჭირდებათ ტექნიკური უნარების სათანადო ნაკრები. სრული წარმოდგენა უნდა გქონდეთ ბლოკჩეინის არქიტექტურაზე, რისგან შედგება და როგორ მუშაობს.
ძირითადი უნარები ინდუსტრიაში შესასვლელად
- პროგრამირების ენები: თქვენ უნდა შეისწავლოთ პროგრამირების ძირითადი ცნებები. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების ცოდნა. პროგრამირების ენების ცოდნა ბლოკჩეინ–დეველოპერების არსენალის განუყოფელი ნაწილია. ძირითადი ენები, რომლებითაც ბლოკჩეინ–პროექტების კოდი იწერება: C ++, Java, Python.
- მონაცემთა სტრუქტურები: გამოიყენება მთელი პროექტის უცვლელი და ეფექტური სისტემის შესაქმნელად. თქვენ სრული წარმოდგენა უნდა გქონდეთ მონაცემთა სხვადასხვა სტრუქტურის შესახებ, მაგალითად,როგორიცაა დაკავშირებული სიები, ორობითი ხეები, heap (გროვები), ჰეშირება, გრაფიკები და სხვა.
- მონაცემთა ბაზები და ქსელები. გარდა ამისა, ასევე უნდა გქონდეთ მონაცემთა ბაზებისა და ქსელის კონცეფციების ფუნდამენტური ცოდნა. ეს დაგეხმარებათ გაიგოთ განაწილებული სისტემების მექანიზმი და ბლოკჩეინის სხვა მნიშვნელოვანი კონცეფციები.
- კრიპტოგრაფია: კრიპტოგრაფია ერთ-ერთი აუცილებელი ტექნიკური უნარია იმისთვის, რომ ბლოკჩეინის დეველოპერი გახდე. თქვენ უნდა შეისწავლოთ ციფრული ხელმოწერების არსი,ჰეშ–ფუნქციები, RSA ალგორითმები და მრავალი სხვა. ეს დაგეხმარებათ საკუთარი ბლოკჩეინის განვითარების საფუძვლის ჩაყრაში.
ბლოკჩეინის საფუძვლების გაგება
მას შემდეგ რაც საჭირო ტექნიკურ უნარებს მიიღებთ, უნდა გაერკვეთ ბლოკჩეინის საფუძვლებში და ისეთი ცნებები აითვისოთ,როგორიცაა კონსენსუსი,ჰეშ–ფუნქციები,განაწილებული რეესტრის ტექნოლოგია,რას წარმოადგენს ბლოკი ბლოკჩეინის ქსელში და ა.შ. გარდა ამისა, თქვენ უნდა გაეცნოთ ქსელის არქიტექტურის ისეთ კონცეფციებს, როგორიცაა:
- Public architecture: ეს ნიშნავს,რომ მონაცემები და სისტემაზე წვდომა აქვს ყველას, ვისაც სურვილი აქვს(მაგალითად,ბიტკოინის,ეთერეუმის და ლაითკოინის ბლოკჩეინების სისტემები ყველასთვის ხელმისაწვდომია).
- Private architecture: საჯარო არქიტექტურისგან განსხვავებით,პრივატული სისტემა მხოლოდ გარვეული ორგანიზაციის წარმომადგენელი მომხმარებლების ან გარკვეული უფლებების მქონე ავტორიზებული მომხმარებლების მიერ კონტროლდება.
- Consortium architecture: ნაწილობრივ დეცენტრალიზებული ქსელი. ძირითადი უფლებებით გარკვეული ჯგუფების წევრები სარგებლობენ.
Ethereum, DApps, სმარტ–კონტრაქტები და Solidity
Ethereum არის ღია საწყისი კოდით დეცენტრალიზებული ქსელი, რომელიც გამოიყენება „ჭკვიანი“ პროტოკოლების ასამოქმედებლად, სმარტ–კონტრაქტებისა და დეცენტრალიზებული აპლიკაციების (DApps) შესამუშავებლად. გარდა ამისა, Solidity არის ენა, რომელიც განკუთვნილია Ethereum–ის ვირტუალური მანქანისთვის (EVM). Solidity არის სტატიკური ტიპის და სხვა ფუნქციებს შორის აქვს მემკვიდრეობის (მექანიზმი, რომელიც საშუალებას აძლევს ერთ კლასს სხვა კლასის ყველა ელემენტი და თვისება მიიღოს), ბიბლიოთეკების და რთული სამომხმარებლო ტიპების მხარდაჭერა. Solidity-ით შეგიძლიათ სმარტ–კონტრაქტები ნებისმიერი ბლოკჩეინ–პროექტისთვის შექმნათ.
რა არის „კრიპტონომიკა”?
ბლოკჩეინის შემუშავების მნიშვნელოვანი ასპექტია კრიპტონომიკა. ის დაკავშირებულია იმ არსებული ეკონომიკური კონცეფციებისა და მეთოდოლოგიების გააზრების პროცესთან, რომლებიც საფუძვლად უდევს კრიპტოვალუტებს. აუცილებლად უნდა გაეცნოთ ისეთ მნიშვნელოვან ცნებებს, როგორიცაა ტრანზაქციის საკომისიო, მაინინგი, ტრანზაქციის სასიცოცხლო ციკლი, ვინ არიან ვალიდატორები და რისთვის არის საჭირო ნოდები. მიუხედავად იმისა, რომ კრიპტოვალუტა ბლოკჩეინის მთლიანი ტექნოლოგიის მხოლოდ მცირე ნაწილია, თქვენ დეტალურად უნდა შეისწავლოთ მისი მექანიზმი, რომ ბლოკჩეინის საფუძვლები გაიგოთ.
Developer Road Map
რეკომენდაციას ვუწევთ DeFi-დეველოპერის საგზაო რუკას. ეს არის საგულდაგულოდ შერჩეული სახელმძღვანელო Web3.0 დეველოპერებისთვის, რომელიც მოიცავს DApps-ისთვის, NFT განვითარებისთვის საუკეთესო ინსტრუმენტების ჩამონათვალს და მრავალ სასარგებლო ლაიფჰაკს. მთელი დოკუმენტაცია მაქსიმალურად აქტუალურია 2022 წლისთვის. გარდა ამისა, მისი ავტორი ყველა მასალას რეგულარულად ანახლებს.
დასკვნა
შესაძლოა თავიდან Web3.0-ის შესწავლამ და რაიმე სახის ბლოკჩეინის შექმნამ შეგაშინოთ, მაგრამ, ვისაც ნამდვილად სურს დეველოპერი გახდეს, ამის გაკეთება შეუძლია. ნაბიჯ–ნაბიჯ ისწავლეთ, დაწყებული ძირითადი კომპიუტერული მეცნიერებების საფუძვლებიდან JavaScript, Solidity და DeFi აპლიკაციებით დამთავრებული. ამდე. თქვენ ვერ ისწავლით ბლოკჩეინის დეველოპმენტს 1 კვირაში, მაგრამ ამის გაკეთებას შეძლებთ 1 წლიანი თავდაუზოგავი მუშაობის შედეგად. შრომისმოყვარეობაში. გაბედეთ!