როგორ ავუხსნათ ბავშვს,რა არის ბლოკჩეინი

ფოტო - როგორ ავუხსნათ ბავშვს,რა არის ბლოკჩეინი
ბლოკჩეინი საჯარო რეესტრის ერთ–ერთი ვარიანტია, რომელსაც მონაცემთა შენახვის განსაკუთრებული ხერხი გააჩნია – ბლოკებისკან შემდგარი ჯაჭვის სახით. მისი სტრუქტურა 2008 წელს აღწერა და მსოფლიოს აჩვენა სატოში ნაკამოტომ.
ბლოკჩეინი აღრიცხავს და ინახავს ინფორმაციას ქსელში მონაცემთა გადაადგილების შესახებ. ყოველი მომდევნო ბლოკი შეიცავს წინას დამუშავების დაშიფრულ შედეგს. ამიტომ, რომელიმე ერთ ბლოკში ინფორმაციის შეცვლის ნებისმიერი მცდელობა წარუმატებელი იქნება.

რთული ახსნაა?
მოდით. ვცადოთ ავხსნათ,  რა არის ბლოკჩეინი მარტივად და თანმიმდევრულად.

რა არის ბლოკჩეინი მარტივი სიტყვებით

ბლოკჩეინის მუშაობის პრინციპის მარტივად ახსნა შესაძლებელია საბავშვო ქართული ხალხური ლექსის  “მოდი ვნახოთ ვენახი” მაგალითზე.  

წარმოვიდგინოთ,რომ ვაწყობთ და ვუშვებთ პირველ ბლოკს (მას ეწოდება ნულოვანი ან „გენეზის–ბლოკი“ და მასში ვწერთ ისტორიის დასაწყისს. 

მოდი,ვნახოთ ვენახი,რამ შეჭამა ვენახი  

შემდეგ  მომდევნო ავტორი კიდევ ერთ სტროფს ამატებს, რომელიც  უნდა შეიცავდეს ახალ ინფორმაციას + ნიშანს ნულოვანი ბლოკის მონაცემებით:

მოდი,ვნახოთ ვენახი,რამ შეჭამა ვენახი ;

მიველ,ვნახე ვენახი,თხმა შეჭამა ვენახი. 

ამ შემთხვევაში გენეზის–ბლოკის მონაცემებს უკვე ჰეშ–მაჩვენებლის ფუნქცია ექნება.

შემდეგ სტროფ–ბლოკში უკვე წინა ორის მონაცემები იქნება:

 მოდი,ვნახოთ ვენახი,რამ შეჭამა ვენახი;

მიველ,ვნახე ვენახი,თხმა შეჭამა ვენახი. 

მოდი,ვნახოთ თხა,რამ შეჭამა თხა; 

დაგროვილი ინფორმაციის დუბლირება  სტროფიდან სტროფამდე ხდება. არცერთ ახალ ავტორს არ შეუძლია ცვლილებების შეტანა, რათა არ დაარღვიოს თხრობის ლოგიკა და ამიტომ იძულებულია  ადრე დაგროვილი მონაცემები შესაქმნელ ბლოკში გადაიტანოს.

მოდი,ვნახოთ ვენახი,რამ შეჭამა ვენახი;

მიველ,ვნახე ვენახი,თხმა შეჭამა ვენახი. 

მოდი,ვნახოთ თხა,რამ შეჭამა თხა; 

მიველ,ვნახე თხა,მგელმა ჭამა თხა. 

მგელმა თხა,თხამ ვენახი შეჭამა.

მოდი,ვნახოთ მგელი,რამ შეჭამა მგელი 

ასეთ ლექსებს  “ჯაჭვური” ან კუმულატიური ეწოდება.  მათში ყოველი ახალი სტროფი შეიცავს ბმულს წინა სტროფზე. ერთად კი ისინი ერთიან ჯაჭვს ქმნიან,რომლის შევსებაც დაუსრულებლადაა შესაძლებელი

როგორ იქმნება ბლოკჩეინი

ნაბიჯ–ნაბიჯ ბლოკჩეინის ტექნოლოგია   შემდეგნაირად მუშაობს:

  1.  წვდომის მქონე მომხმარებლების მიერ გენერირებული ინფორმაცია გროვდება საერთო მონაცემთა ბაზაში.
  2.  მონაცემები თანმიმდევრულად თავსდება ბლოკებში, სადაც  იკრძალება მათი  კორექტირება და გადაწერა.
  3.  ჯაჭვის თითოეული რგოლი იღებს დროის ნიშანს და წინა რგოლის ბმულს.
  4.  თითოეულ ბლოკს ენიჭება უნიკალური ციფრული სათაური.

 
ბუნებრივია, ყოველი ახალი სეგმენტით, ჯაჭვი უფრო მოუქნელი ხდება. ქსელისთვის ასეთი მონსტრი იქცევა მძიმე მექანიზმად, რომელიც ანელებს მის მუშაობას.
მონაცემთა კომპაქტურად შესანახად და სერვერების გადატვირთვისგან დასაცავად,   ჰეშირების ალგორითმები

მათი მუშაობის პრინციპი ვაკუუმატორის  მსგავსია, რომელიც ნივთების პარკიდან ზედმეტ ჰაერს აშორებს,როდესაც ის ჩემოდანში ვერ ეტევა.  მაგრამ  ამ პროცესში ეს ნივთები კიდევ  ციფრულ კოდად გარდაიქმნება.

ბიტკოინის ბლოკჩეინზე ნებისმიერი მოცულობის ინფორმაციის შეტანა შეგიძლიათ. დამუშავების (ჰეშირების) შემდეგ, ის წარმოდგენილი იქნება 256 ბიტის სიგრძის სტრიქონად. მონაცემები სიმბოლოთა ნაკრების სახით იქნება ასახული.

თეორიულად,შესაძლებელია მისი  გაშიფრვა და თავდაპირველ ვერსიაში დაბრუნება, მაგრამ ამას დიდი დრო და გამოთვლითი ძალა დასჭირდება.  

იმის ალბათობა კი,რომ სისტემამ სხვადასხვა ბლოკისთვის ერთნაირი ჰეში გამოიტანოს,ნულს უტოლდება.

მაგალითისთვის, ჩვენი გენეზის–ბლოკი „მოდი,ვნახოთ ვენახი“, იქნება შემდეგი:

9a62366b1e14f896de4a43819e882397359e64037a45e5c5142c09ba974c2117

მინიმალური ცვლილებაც რომ შევიტანოთ (მაგალითად: „ვნახოთ,მოდი,ვენახი“), ჰეში შეიცვლება და ასეთი იქნება:

1253785ebcd1937040692e0b0bc07e3a82c3e4e59ea362c803eae188760e9e6a

ლექსის სრულ ვარიანტს გარდაქმნის შემდეგ ისეთივე მოცულობა ექნება,რაც ნულოვან ბლოკს.

1c3223c9c47260d7d9a501954345f51ddbdf1d8db6cd22ae7aac127ee24889b4

ნებისმიერ ბლოკში (ნულოვანის ჩათვლით) ცვლილებების შეტანა ყველა ჰეშის ცვლილების ჯაჭვურ რეაქციას გამოიწვევს. გამოტოვებული მძიმეც კი მოახდენს გავლენას საბოლოო ვარიანტზე, რომელიც ავტომატურად იყო შენახული, და სისტემა ამის შესახებ შეტყობინებას გამოუშვებს.
სურათის წარწერა: ბლოკის ფორმირება ინფორმაციის რამდენიმე წყაროდან.

სურათის წარწერა: ბლოკის ფორმირება ინფორმაციის რამდენიმე წყაროდან.

ბიტკოინის ბლოკჩეინი იყენებს SHA-2 ჯგუფის ჰეშირების ალგორითმს. თუ გაინტერესებთ,როგორ ხდება ინფორმაციის ჩატვირთვა და მისი დამუშავება,ამის გაკეთება  ონლაინ–ტრენაჟორზე შეგიძლიათ.

როგორ დავიცვათ ბლოკჩეინი გატეხვისგან

ბლოკჩეინი არის ინფორმაციის საუკეთესო დაცვა და მისი უცვლელობის გარანტი. შეუძლებელია გააყალბო ის, რაც ყველამ იცის ან მოიპარო ის, რაც ყველას ეკუთვნის და კონკრეტულად არავის. შესაძლებელია ერთი კვანძის (სერვერის) გატეხვა, მაგრამ დეცენტრალიზებული ქსელის გატეხვა შეუძლებელია.

ბლოკჩეინზე მონაცემთა მასივი არ კონტროლდება და არ ივსება ერთი ცენტრიდან, არამედ ნაწილდება სამუშაო ასლების სახით ქსელის ყველა მონაწილეს შორის. თითოეული მომხმარებელი, რომელიც  ბლოკჩეინს უკავშირდება, იღებს არსებული  ბაზის დუბლიკატს.

კომპიუტერებს,სადაც რეპლიკების შენახვა და განახლება ხდება, ნოდები ეწოდება. ეს არის ვირტუალური სერვერები ,რომლებიც მონაცემთა მთლიანობას იცავენ. ზოგიერთი მოწყობილობა სრულად სინქრონიზებულია ბლოკჩეინთან და შეიცავს მის სრულ ვერსიას. სხვები  მსუბუქ ვერსიას (მხოლოდ ბლოკების სათაურებს) ინარჩუნებენ. მაგრამ მათ ყველას  თანაბარი უფლებები აქვთ და ერთმანეთთან    P2P (peer-to-peer) პროტოკოლით არიან დაკავშირებულნი. 

სრული ნოდები (კვანძები) უზრუნველყოფენ ბლოკების ჯაჭვის შრომისუნარიანობას: რაც უფრო მეტია მათი რიცხვი,მით უფრო   მდგრადია ის გატეხვის მიმართ. ეს მოწყობილობები ვალიდატორების ფუნქციას ასრულებენ და ადასტურებენ ტრანზაქციების  სისწორეს.

ანონიმური კრიპტოვალუტების ბლოკჩეინებზე არსებობს სუპერნოდები ან მასტერნოდები. მათი მოვალეობაა ფულადი ტრანზაქციების შესახებ მთელი ინფორმაციის დამალვა და ცალკე შენახვა. ღია წყაროებში (თუნდაც დაშიფრული სახით) ეს მონაცემები არ ხვდება.  

მომხმარებელი,რომელიც ოფიციალური საიტიდან bitcoin.org ჩამოტვირთავს და დაინსტალირებს თავის კომპიუტერში აპლიკაციას, შეძლებს BTC ქსელზე წვდომის მიღებას და ბლოკების ფორმირებისა და ვალიდაციის უფლება ექნება. ამ პროცესს მაინინგი ეწოდება.

არავის შეუძლია ნოდების მიერ გამეორებულ მონაცემთა ბაზის კონტროლი: კომპიუტერები, რომლებიც მის სინქრონიზებას ახდენენ, მსოფლიოს ათობით ქვეყანაშია განლაგებული.