Cardano-ს ბლოკჩეინისა და კრიპტოვალუტა ADA-ს მიმოხილვა

icon ADA
ფოტო - Cardano-ს ბლოკჩეინისა და კრიპტოვალუტა ADA-ს მიმოხილვა
Cardano არის კრიპტოპროექტი, რომელიც საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით ტოპ 10-ში შედის. Cardano-ს ბლოკჩეინთან დაკავშირებულ კრიპტოვალუტას ტიკერი "ADA" აქვს. მაგრამ ხშირია სიტუაციები, როდესაც ტერმინები ADA და Cardano სინონიმების სახით გამოიყენება.
პროექტის მიზანი ენერგოეფექტური პლატფორმის შექმნაა, რომელიც შეძლებს გახდეს Ethereum-ისა და Bitcoin-ის ალტერნატივა.

Cardano-ს ბლოკჩეინი სმარტ კონტაქტების დახმარებით dApps-ის ამოქმედებისთვის გამოიყენება. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც განაწილებული რეესტრის ფარგლებში ფუნქციონირებს. ასეთ ბლოკჩეინებს პირველი დონის ქსელებს, ან "L1-ს" უწოდებენ. ეს ნიშნავს, რომ ისინი არის საფუძველი, რომელზედაც შემდეგი დონეების აგებაა შესაძლებელი. 

ანუ, გარე დეველოპერებს შეუძლიათ, Cardano-ს ქსელში თავიანთი აპლიკაციები შექმნან. ეს უფრო იაფი და სწრაფია, ვიდრე საკუთარი ბლოკჩეინის შემუშავება ნულიდან.

Cardano-ს СЕО და ძირითადი ინვესტორები

Cardano-ს ბლოკჩეინი Ethereum-ის ერთ-ერთმა პირველმა დამფუძნებელმა, ჩარლზ ჰოსკინსინმა შექმნა. მასზე მუშაობა ორი წელი გრძელდებოდა: 2015 წლიდან 2017 წლამდე.
ჰოსკინსონს სამი ძირითადი ამოცანის (მასშტაბირება,

ინტეროპერაბელურობა და უსაფრთხოება) გადაჭრის საკუთარი ხედვა ჰქონდა, რომელიც მან კოდში განასახიერა. ამიტომ ჩარლზი ბლოკჩეინის მთავარ არქიტექტორად ითვლება. 

სტრატეგიული განვითარების საკითხებით დაკავებულია ჯერემი ვუდი, რომელიც პროექტში ასევე ბუტერინის გუნდიდან მოვიდა. Ethereum-ში ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას იკავებდა. 

Cardano-ს პროტოკოლისა და ეკოსისტემის შემდგომ  განვითარებაზე ძირითადი პასუხისმგებლობა აიღო სამმა მთავარმა მოთამაშემ:

  • კომერციული ორგანიზაცია IOHK, რომლის სპეციალიზაცია Cardano-ის პლატფორმის შემუშავებაა.
  • არაკომერციული ორგანიზაცია Cardano Foundation, რომელიც პროექტის მარკეტინგსა და იურიდიულ მხარდაჭერაზეა პასუხისმგებელი.
  • გლობალური ტექნოლოგიური კომპანია Emurgo, რომელიც Cardano-ს პროტოკოლის კომერციული დანერგვითაა დაკავებული და პარტნიორულ კავშირებზე მუშაობს.

რა უნდა ვიცოდეთ Cardano-ს შესახებ

1.    პროექტი დაწერილია პროგრამირების ენაზე Haskell, მთელი მსოფლის ბლოკჩეინ ექსპერტების ტექნიკური დოკუმენტაციის  ღია წყაროების გამოყენებით.
2.    Cardano ღია საწყისი კოდის მქონე პროტოკოლია. ნებისმიერს შეუძლია,  დაეხმაროს ქსელის დაცვაში, დაასრულოს ტრანზაქციები, ან შექმნას დეცენტრალიზებული აპლიკაციები, რომლებიც მის  ბლოკჩეინზე ინახება.
3.    BTC-ის ბლოკჩეინისგან განსხვავებით, რომელიც დაცულია ალგორითმით Proof-of-Work, Cardano-ს ბლოკჩეინი იყენებს კონსენსუსს Proof-of-Stake, ხოლო კრიპტოვალუტა ADA უზრუნველყოფის ფუნქციას ასრულებს.
4. Cardano-ს ქსელი ახალ ბლოკს დაახლოებით ყოველ 20 წამში ერთხელ ამატებს.
5. კრიპტოვალუტას ADA სახელი ბრიტანელი გრაფინიას და ლორდ ბაირონის ქალიშვილის, ადა ლავლეის პატივსაცემად დაარქვეს, რომელიც მსოფლიოში პირველ პროგრამისტად ითვლება.
6. ADA-ს ყველაზე პატარა ერთეულს „Lovelace“ ჰქვია. 1 ლავლეისი (ან "ლოველასი") 0.000001 ADA-ს უდრის.

პროექტის დამფუძნებელი ჩარლზ ჰოსკინსონი დახვეწილი იუმორითა და კლასიკური ლიტერატურისა და ფილოსოფიის ღრმა ცოდნით გამოირჩევა. ამიტომ, ქსელის ყველა განახლებისთვის მან უჩვეულო სახელები მოიფიქრა.

Cardano-ს საგზაო რუკა

Cardano მუშავდებოდა ხუთ ეტაპად, რომლებსაც საგზაო რუკაში „ეპოქები“ ეწოდება. თითოეული ეპოქა ფუნქციების გარკვეული ნაკრების შექმნაზეა ორიენტირებული. Cardano კოდს მითითებული ინტერვალებით აახლებს. 

მაგრამ კვლევა, პროტოტიპირება და შემუშავება რამდენიმე განახლებისთვის ერთდროულად ხორციელდება. ამიტომ, თითოეული ეპოქისთვის საწყისი და ბოლო  წერტილების დადგენა რთულია.

 1. Byron (2017 წელი). Cardano-ს პირველი განახლება, რომელიც პირველადი კომპონენტების შემუშავებას, საზოგადოების შექმნას, საკუთარი კრიპტოვალუტის ამოქმედებასა და დეცენტრალიზაციისთვის მზადებას მოიცავდა. 

2. Shelley (2020 წელი). მეორე განახლება, რომელიც სრულ დეცენტრალიზაციაზე გადასვლას ნიშნავდა. ასევე ამოქმედდა სტეიკინგ პულები. 

3. Goguen (2021 წელი). მესამე განახლება, რომელმაც სმარტ კონტრაქტები აამოქმედა და დეცენტრალიზებული აპლიკაციების შექმნის შესაძლებლობები გახსნა. 

4. Basho. ბაშოს ეპოქა Cardano-ში საიდჩეინების ოპტიმიზაციასა და და ამოქმედებას მიეძღვნება. ამ პერიოდის განმავლობაში, გაუმჯობესდება მასშტაბირება და ფუნქციონალური თავსებადობა, რათა ქსელმა ტრანზაქციების დიდი მოცულობის მქონე აპლიკაციების ეფექტურად მხარდაჭერა შეძლოს. 

5. Voltaire. ვოლტერის ეპოქა უზრუნველყოფს ბოლო ელემენტებს, რომლების საჭიროა იმისთვის, რომ Cardano თვითმმართველი და თვითკმარი სისტემა გახდეს. Cardano წარადგენს ე.წ. "ხაზინას", რომლის მეშვეობითაც თითოეულ მონაწილეს შეეძლება, პროექტის განვითარებაზე გავლენის მოხდენის მიზნით თავისი ხმის უფლება გამოიყენოს. ტრანზაქციის საკომისიოს ნაწილი საერთო ქვაბში გადავა და პლატფორმის გასაუმჯობესებლად გადამისამართდება. 

არსებობს ასევე შუალედური სოფტფორკები, რომლებიც ზოგადი საგზაო რუკის ნაწილია: Vasil, Alonzo და სხვები.

კრიპტოვალუტა ADA

ADA Cardano-ს ბლოკჩეინის ნატიური კრიპტოვალუტაა, რომელიც ქსელის სტაბილურობის შესანარჩუნებლად და ვალიდატორების სერვისების ასანაზღაურებლად გამოიყენება.

მთლიანი მიწოდება 45 მილიარდი მონეტაა, რომელიც ერთჯერადი ემისიის დროს გამოვიდა. 

დამფუძნებლებმა და ინვესტორებმა ADA-ს თავიანთი წილი ქსელის გაშვების შემდეგ მიიღეს: 

  • IOHK – 2,5 მლრდ
  • Emurgo – 2,1 მლრდ
  • Cardano Foundation – 648 მლნ. 

ჯამში, დამფუძნებლები მთლიანი აქტივის 15%-ს ფლობენ. დარჩენილი მონეტები საცალო ინვესტორებს შორის განაწილდა. 

წინასწარი გაყიდვის დროს ADA-ს $0.0024 ფასად სთავაზობდნენ. სტატიის მომზადების მომენტში, კურსი კრიპტობირჟებზე  $0.3920-ს შეადგენს. ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა 02.09.2021-ში $3.10-ის დონეზე. ეს Alonzo-ს განახლების ამოქმედებამდე მოხდა. 

მისამართების რაოდენობამ
, სადაც აქტივი ინახებოდა, 2023 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით, 5 მილიონს მიაღწია. მიმოქცევაშია 34,6 მილიონი ADA-ს მთლიანი მიწოდების დაახლოებით ⅔. 

ვაჭრობის ყოველდღიური მოცულობა 300-დან 350 მილიონ დოლარამდე მერყეობს.

ADA სტეიკინგისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი კრიპტოვალუტაა, რადგან Cardano-ს დაბლოკვის პერიოდი არ აქვს. ამ კრიპტოვალუტის მფლობელებს შეუძლიათ, ფსონი სურვილისამებრ დადონ და ამავდროულად შეინარჩუნონ აქტივის გადახდებისთვის, ან Cardano DeFi-ის ეკოსისტემაში მონაწილეობისთვის გამოყენების თავისუფლება.

AI Crypto Expert