სერხიო დემიან ლერნერის კვლევას ბიტკოინის ადრეული ბლოკების მაინინგის შესახებ კრიპტოსაზოგადოებაში დიდი რეზონანსი მოჰყვა. უკვე 10 წელია კრიპტელები ცდილობენ გაიგონ, ვინ მოიპოვა პირველი მილიონი BTC.
ლერნერი ამ კითხვაზე კონკრეტულ პასუხს არ იძლევა. სერხიო არის კრიპტოენთუზიასტი, უსაფრთხოების დამოუკიდებელი მკვლევარი და ბიტკოინების სპეციალისტი. დღეს ის IOV Labs-ში მთავარ სამეცნიერო თანამშრომლად და Rootstock Bitcoin-ის საიდჩეინის დეველოპერად მუშაობს. ლერნერმა სიმბოლურად გააერთიანა სიტყვები “პარეტნი” და “სატოში” და ბიტკოინის პირველ მაინერს პატოში უწოდა. სერხიოს წყალობით ტერმინი “პატოში” ახლა ფართოდ გამოიყენება.
მკვლევარისთვის ყველაფერი 2011 წლის ბოლოს დაიწყო, როდესაც მან პირველად წაიკითხა სტატია ბიტკოინების შესახებ. ლერნერი იხსენებს, რომ საწყისი კოდის სიმარტივით მოხიბლული იყო. დეველოპერი მაშინვე იქცა ბიტკოინ აქტივისტად და Bitcoin Core-ის უსაფრთხოებაზე მუშაობაში გადაეშვა. 2013 წელს დისკუსიამ Bitcointalk-ის ფორუმზე სერხიოს უბიძგა აზრისკენ, რომ ბიტკოინის განვითარების დასაწყისში პირველი მილიონი BTC-ის მოპოვება სწორედ სატოშიმ შეძლო.
საქმე ისაა, რომ 2009 წელს მაინინგის აქტივობა უკიდურესად დაბალი იყო. ის მინიმალური დასაშვები სირთულის დონეზე ნარჩუნდებოდა. ამავდროულად, საათში იქმნებოდა 6, ან ნაკლები ბლოკი.
ნებისმიერი, ვინც ბიტკოინის შექმნაზე დროსა და ძალას ხარჯავდა, ვერ გარისკავდა და ვერ დაუშვებდა ქსელის გაჩერებას მაინერების არარსებობის გამო. ის, სულ მცირე, თავად მაინც დაკავდებოდა მაინინგითმსჯელობდა მკვლევარი.
ლერნერმა თავისი ჰიპოთეზის დადასტურების ძებნა დაიწყო. ადრეულ ბლოკებში მან აღმოაჩინა რამდენიმე თავისებურება, რომელიც კონფიდენციალურობის მახასიათებლებს უკავშირდება. ერთად ისინი ქმნიან პატერნს, რომელიც მაინინგის უცნობ მეთოდზე მიანიშნებს. ამ ნაკვალევმა მიიყვანა სერჯო პატოშისთან - იდუმალ პირველ მერცხალთან, რომელმაც 2009-2010 წლებში 1 მილიონზე მეტი ბიტკოინი მოიპოვა.
მკვლევარის თქმით, პატოშიმ გამოიყენა მაინინგური პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომისგან განსხვავდებოდა. გარდა ამისა, მაინინგს ის ერთდროულად 50 პროცესორზე ახორციელებდა (ანუ შექმნა პირველი მაინინგ პული). როგორც ჩანს, პატოში იყენებდა ჰეშირების ტექნიკასაც, რომელიც მრავალნაკადიანობის სახელითაა ცნობილი.
დახრილი ხაზები - ჩვეულებრივი მაინერების მიერ მოპოვებული ბლოკები. პრაქტიკულად ვერტიკალური ხაზები - პატოშის ბლოკები წყარო: Whale Alert
ლერნერის დასკვნებს ეთანხმებიან ანალიტიკური სერვის Whale Alert-ის ექსპერტებიც. ისინი არა მხოლოდ ადასტურებენ, რომ პატოში ნამდვილად არსებობდა, არამედ პირდაპირ აცხადებენ, რომ იდუმალი სუპერმაინერი თავად ბიტკოინის შემქმნელი სატოში იყო.
ჯერ ერთი, განსაკუთრებული პატერნი, რომელსაც სხვა მაინერები არ იყენებდნენ, ქსელის დაბადებისთანავე გაჩნდა.
მეორეც, ბიტკოინები პატოშის მიერ მოპოვებული ბლოკიდან მოგვიანებით გაეგზავნა პროგრამისტსა და კრიპტოპანკ ჰელ ფინის. ის კი, შეგახსენებთ, სატოში ნაკამოტოსგან ბიტკოინების პირველი დოკუმენტირებული მიმღები გახდა.
Whale Alert-ში გამოთვალეს, რომ პატოშიმ 22,5 ათასზე მეტი ბლოკი მოიპოვა და 1,1 მილიონზე მეტი BTC მიიღო. ამ თანხიდან მან დახარჯა 907 BTC (0,01 დოლარის კურსით), მათ შორის 10 ბიტკოინი, რომელიც ფინის გაეგზავნა. დანარჩენი კრიპტო თითქმის 15 წელია ხელუხლებელი რჩება. 2023 წლის აპრილის დასაწყისის კურსით ეს დაახლოებით $30 მილიარდია. პატოშის თავისი BTC ხარული ციკლის პიკზე რომ გაეყიდა, ის პლანეტაზე უმდიდრეს ადამიანად იქცეოდა.
ამიტომ ექსპერტთა საზოგადოებაში ჩამოყალიბდა მოსაზრება, რომ ბიტკოინების მაინინგი პატოშის მთავარი მიზანი არ იყო. დიდი ალბათობით, მას აწუხებდა ქსელის უსაფრთხოება, რომელსაც 51%-იანი შეტევისგან იცავდა. პირველი მაინერის ყურადღება პროექტის გრძელვადიან მდგრადობაზე იყო ფოკუსირებული. პირად გამდიდრებაზე საუბარიც კი არ ყოფილა. პატოშიმ მაინინგს მხოლოდ მაშინ იწყებდა, როცა ქსელი ბლოკენს საჭირო ტემპით არ აწარმოებდა. გარდა ამისა, დადასტურებულია, რომ ის შეგნებულად ამცირებდა თავისი ჰეშრეიტს, როდესაც ფიქრობდა, რომ მაინერების რაოდენობა საკმარისი იყო.
პირველი ბიტკოინერები იყვნენ მორწმუნეები, რომლებსაც ფული გაცილებით ნაკლებად ადარდებდათ, ვიდრე ჩვენ ყველას ახლა. მისი უმეტესი ნაწილი მაინიგს ეწეოდა, რომ ხელი შეეწყო პროექტისთვის იმის დანახვაში, თუ რამდენად შეუძლია მას გაზრდა, ყველაფრის მიუხედავადამბობს ლერნერი.
როგორც კი ქსელმა საკუთარი თავის მხარდაჭერა დაიწყო, პატოშიმ მაინინგი მთლიანად შეწყვიტა. მილიონობით ბიტკოინით ხელში, მან საკუთარ საჭიროებებზე 10 დოლარზე ნაკლები დახარჯა. სერხიო ლერნერის თქმით, მას ყოველთვის ეგონა, რომ პატოშიმ თავისი ბლოკები შემთხვევით არ მონიშნა. იდუმალი მაინერის მიზანი კრიპტელების მომავალი თაობებისთვის მოკრძალებისა და თავგანწირვის შესახებ განსაკუთრებული გზავნილის გადაცემა იყო.