ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები ბლოკჩეინ-ინდუსტრიაში
ბლოკჩეინი არის ტექნოლოგია, რომელიც ყოველწლიურად სულ უფრო აქტიურად ინერგება ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. გასაკვირი არ არის, რომ ამ სექტორში ვაკანსიების რაოდენობა სწრაფად იზრდება. რა პროფესია ავირჩიოთ, რომ უმსხვილესი კორპორაციების ნაწილი გავხდეთ და ღირსეული ხელფასი მივიღოთ? სწორედ ამაზე ვისაუბრებთ დღეს!
ფინანსური სექტორის წარმომადგენლებს შორის 2021 წელს ორგანიზებული კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა ¾-ზე მეტი დარწმუნებულია, რომ ვირტუალური ვალუტები ფიატ ვალუტების ალტერნატივა შეიძლება გახდეს და მთლიანად ჩაანაცვლოს ისინი მომდევნო 5-10 წლის განმავლობაში. ამავდროულად, რესპონდენტთა 40%-ზე მეტი უკვე იყენებს კრიპტოვალუტას და ბლოკჩეინის ტექნოლოგიას თავის საქმიანობაში, იღებს გადახდებს კრიპტოვალუტაში ან აქტივების ტოკენიზაციას ახორციელებს.
ციფრული აქტივებით ოპერაციები მხოლოდ ერთ-ერთი მიმართულებაა, რომელშიც ბლოკჩეინი გამოიყენება. კიდევ სად გამოიყენება ის? ტექნოლოგია სულ უფრო ხშირად გამოიყენება მიწოდების ჯაჭვის მართვაში, მედიცინაში, სტრიმინგსა და ბლოგინგში. ბლოკჩეინ-პროფესიებზე მოთხოვნა იზრდება და ბიზნეს გიგანტები შესაბამისი უნარების მქონე სპეციალისტებს ეძებენ.
ბლოკჩეინის ინდუსტრიის რომელი პროფესიებია დღეს ყველაზე მოთხოვნადი? LinkedIn Talent Insights ინსტრუმენტი ასეთ შედეგებს წარმოადგენს.
მოდით უფრო ახლოს გავიცნოთ ბლოკჩეინის სფეროს რამდენიმე ტოპ-სპეციალობა!
ბლოკჩეინ-დეველოპერი
PayScale-ის მონაცემების მიხედვით, საშუალოდ, ეს სპეციალისტი წელიწადში $113,000 იღებს. ხელფასის ოდენობა განათლებაზე, უნარებზე, სამუშაო გამოცდილებაზე, პლატფორმაზე და პროგრამირების ენაზეა დამოკიდებულია.
ბლოკჩეინის დეველოპერების მთავარი ამოცანაა ამ ტექნოლოგიის ინტეგრირება საწარმოს მუშაობაში არსებული ფუნქციების შესასრულებლად და ახლის დანერგვის მიზნით. მისი განხორციელება სმარტ-კონტრაქტების, ვებგვერდებისა და მობილური აპლიკაციების შემუშავებას მოიცავს.
მთავარი მოთხოვნა აპლიკანტების მიმართ ტიპიზირებული პროგრამირების ენების საფუძვლიანი ცოდნაა. გარდა ამისა, საჭიროა ტრენინგი ისეთ სფეროებში, როგორიცაა მონაცემთა დაცვა, მონაცემთა სტრუქტურა ბლოკჩეინისთვის, პროექტირება, ოპტიმიზაცია და ა.შ.
კრიპტობროკერი
ვინ არის კრიპტობროკერი? ეს არის პლატფორმის თანამშრომელი, რომელიც ვირტუალური აქტივების ყიდვა-გაყიდვის გარიგებებს ახორციელებს. მას ბლოკჩეინის, კრიპტოვალუტების და ბირჟის სპეციალიზებული ინსტრუმენტების შესახებ საკმარისი ცოდნა უნდა ჰქონდეს.
თავიანთი მუშაობის პროცესში სპეციალისტები მართავენ კლიენტის აქტივებს, ასევე ბირჟის გარეთ ვაჭრობით, ტრენინგით და ანალიტიკით არიან დაკავებულები. ეს პროფესია საქმეში ფხის გამოჩენის უნარების და ცივი გონების მქონე ადამიანებისთვის არის შესაფერისი. თუ ადრე საფონდო ბირჟაზე მუშაობის გამოცდილება გქონდათ, მიმართულების სპეციფიკასთან ადაპტირება უფრო მარტივი იქნება.
კრიპტოვალუტების მაინერი
ამ პროფესიის წარმომადგენლები უშუალოდ ციფრული ვალუტების მოპოვებით არიან დაკავებულები. ის ბლოკჩეინისა და BTC-ის გამოჩენასთან ერთად წარმოიშვა.
რით არის დაკავებული მაინერი? მრავალ შესაძლო კომბინაციას შორის ის ეძებს ერთადერთ სწორ კოდს, რომელიც ჯილდოს მიღების გარანტიას იძლევა. ახალი ბლოკჩეინ-ჯაჭვების გენერირება ძლიერი კომპიუტერული მოწყობილობის გამოყენებით ხორციელდება. საუაბარი სულაც არ არის სახლის ძლიერ კომპიუტერზე.
მაინინგისთვის პროფესიონალური დანადგარები გამოიყენება, რომელთა ღირებულება ხშირად ათეულობით ათას დოლარს აღემატება. ძიების პროცესს ბევრი რესურსი სჭირდება, სამუშაოები უნდა განხორციელდეს პროფესიონალურ მაინინგ-ფერმებზე, აუცილებელია საკმარისი ელექტროენერგიით უზრუნველყოფა.
სპეციალისტების ანაზღაურება დამოკიდებულია მოპოვებული კრიპტოვალუტის სახეობაზე და ბაზარზე არსებულ ვითარებაზე. მაგალითად, 2022 წლის ივლისის მდგომარეობით, ბიტკოინ- მაინერები თითო ბლოკზე 6,25 BTC-ს იღებდნენ.
ბლოკჩეინ-მარკეტოლოგი
მარკეტინგის სპეციალისტები - ბლოკჩეინ-ინდუსტრიის ნებისმიერი საწარმოს მნიშვნელოვანი ნაწილია. მათი მოვალეობა აქტუალური და პოტენციური ბაზრების კვლევას, კონკურენტების მუშაობის შესწავლას, კომპანიის სერვისების პოპულარიზაციის მიზნით სხვადასხვა სფეროსთვის მარკეტინგული გეგმებისა და განვითარების სტრატეგიების შემუშავებას მოიცავს.
დაკავებული თანამდებობისა და სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, ბლოკჩეინის მარკეტოლოგის წლიური ხელფასი შეიძლება 90 000 დოლარს აღწევდეს.
პროდაქტ-მენეჯერი
ამ პროფესიის წარმომადგენლები პასუხს აგებენ პროდუქტის შექმნაზე, რომელიც კლიენტების დაკვეთას შეესაბამება და საწარმოსთვის მოგება მოაქვს. ამ თანამდებობაზე პრიორიტეტულ კანდიდატებს ტექნიკური ან ბიზნეს-განათლება, ასევე მენეჯერული გამოცდილება გააჩნიათ.
უნდა შეეძლოთ თუ არა პროდაქტ-მენეჯერებს პროგრამირება დამოუკიდებლად? არა. მაგრამ მათ აუცილებლად უნდა ესმოდეთ პროდუქტის მუშაობის პრინციპები და თავისებურებები დეველოპერებთან ეფექტური კომუნიკაციისთვის. პროდაქტ-მენეჯერმა საქმის კარგად ცოდნით უნდა მართოს ბიუჯეტი და მაქსიმალური ღონე იხმაროს დათქმულ ვადებში დავალების შესასრულებლად.
ბლოკჩეინ-ანალიტიკოსი
ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული პროფესია. ბლოკჩეინ-ანალიტიკოსების საშუალო წლიური ხელფასი 100 000 დოლარს აღამეტება.
ამოცანებს შორის, რომლებსაც ეს სპეციალისტები წყვეტენ, დიდი ოდენობით მონაცემებთან მუშაობაა, მათი ვიზუალიზაცია და ანალიზისთვის ალგორითმების შემუშავება, ბაზრის კვლევაში მონაწილეობა, ბრენდისა და მისი ინოვაციების პოზიციონირებაა.
კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი
კიბერუსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი თანამშრომლები მთელ რიგ ფუნქციებს ასრულებენ:
- საინფორმაციო უსაფრთხოებისთვის პოტენციურ საფრთხეებს აფასებენ;
- მონაცემთა დაკარგვის რისკებს განსაზღვრავენ;
- იდენტიფიცირებული საფრთხეების თავიდან აცილების, რისკების მინიმუმამდე დაყვანის ღონისძიებებს ამუშავებენ და ახორციელებენ;
- ინფორმაციის უსაფრთხოებას და კონფიდენციალურობას უზრუნველყოფენ.
კიბერუსაფრთხოების კვალიფიციურ სპეციალისტებზე მოთხოვნა სწრაფად იზრდება. ეს გამოწვეულია ჰაკერების მზარდი აქტივობით და კიბერტერორიზმის არაერთი პრეცედენტით.
კლიენტებთან მუშაობის მენეჯერი
ამ მიმართულების სპეციალისტი კლიენტებთან ურთიერთობს, აფასებს მათ ეფექტურობას, ახორციელებს დამატებით გაყიდვებს და საწარმოს მიმართ ლოიალურ დამოკიდებულებას აყალიბებს, რაც გრძელვადიან თანამშრომლობას უზრუნველყოფს.
მიზანმიმართულ, აქტიურ და დეტალებზე ორიენტირებულ აკაუნტ-მენეჯერს წელიწადში დაახლოებით $60,000 გამომუშავება შეუძლია.
ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი
პოპულარული მიმართულება, რომელიც მოითხოვს სპეციალისტებისგან დაკვირვებას, მოქნილობას და პედანტურობას. ტექნიკური დახმარების სპეციალისტების ვალდებულებებში შედის:
- მომხმარებლის მოთხოვნების დამუშავება;
- მონაცემთა დაფიქსირება, მათი ანალიზი და დამუშავება;
- წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრის გზების მოძიება;
- სხვა დეპარტამენტების თანამშრომლებთან ურთიერთქმედება გადაწყვეტილების, მათ შორის საკამათო, სწრაფი მიღებისთვის;
- პროდუქტის შესწავლა და მის სრულყოფაში მონაწილეობა ბაგების აღმოჩენის გზით.
გაყიდვების მენეჯერი
გაყიდვების მენეჯერის მუშაობის მთავარი მიზანია კომპანიის მიერ შემუშავებული პროდუქტების საერთაშორისო კორპორაციებისთვის მიყიდვა. ეს შეიძლება იყოს გადაწყვეტილებები კრიპტო საფულეებისთვის, სმარტ-კონტრაქტები, NFT GameFi და ა.შ.
ეს სპეციალისტები აანალიზებენ გლობალურ ბაზარს, პოულობენ კლიენტებს, აწარმოებენ გაყიდვის წინა მოქმედებებს, აწყობენ პრეზენტაციებსა და მოლაპარაკებებს და ასევე კონტრაქტების შესრულებას აკონტროლებენ.
ბლოკჩეინის სფეროში გაყიდვების მენეჯერების წლიური ხელფასი 25 000 - 40 000 დოლარი და მეტია.
ბლოკჩეინის ინდუსტრია არის სფერო, რომელიც პასუხისმგებელ, სწრაფად სწავლის უნარების მქონე და მოტივირებულ პროფესიონალებს ელოდება. გსურთ გახდეთ მსოფლიოს წამყვანი კომპანიების ნაწილი და მონაწილეობა მიიღოთ მომავლის ტექნოლოგიების განვითარებაში?
აბა თქვენ იცით!