ბლოკჩეინების პროგრამირების პოპულარული ენები
რა ენების მეშვეობით ქმნიან ბლოკჩეინებს? ამისთვის, ვიწროსპეციალიზირებული ენების გარდა, შეიძლება გამოიყენებოდეს პროგრამირების საკმაოდ ცნობილი და გავრცელებული ენები.
ბლოკჩეინი არ არის 21-ე საუკუნის დასაწყისის მხოლოდ ერთ-ერთი გენიალური გამოგონება, რომელმაც საშუალება მისცა კაცობრიობას, რომ მონაცემების ჩაწერისა და შენახვის დეცენტრალიზებული ტექნოლოგიების გამოყენებაზე გადასულიყო. ამ რევოლუციურ ტექნოლოგიას შეუძლია მოახდინოს სხვადასხვა სფეროსა და ცალკეული დარგების მოდერნიზება, მთლიანად გაანადგუროს კორუფცია და გამორიცხოს მონაცემთა გაყალბება.
ქვემოთ მოცემულია ყველაზე პოპულარული პროგრამირების ენების სია, რომლებიც ბლოკჩეინების შესაქმნელად გამოიყენება.
C++
პროგრამირების ერთ-ერთი უძველესი ენა, რომელსაც დღემდე იყენებს ათობით მილიონი დეველოპერი მთელს მსოფლიოში. C ენის ეს ვერსია ობიექტზე და არა პროცესზეა ორიენტირებული და ძალიან კარგად ურთიერთქმედებს ბლოკჩეინის შიდა სტრუქტურასთან. ამ ენით ბლოკებისა და ბლოკჩეინის ჯაჭვების შექმნა ისეთივე მარტივია, როგორც LEGO-ს მოდულებისგან სათამაშო სასახლის აშენება.
C++ კვლავ მოქნილია და CPU-სა და RAM-ის გამოყენებაზე სრულ კონტროლს უზრუნველყოფს. ეს ენა შესანიშნავად ართმევს თავს ნებისმიერ ამოცანას ბლოკჩეინის ყველა კომპონენტისა და მდგენელის სწრაფი და ერთდროული მომსახურებისთვის.
C++ ფართოდ გამოიყენებოდა ბიტკოინის ქსელის შესაქმნელად, მოგვიანებით კი მას იყენებდნენ ბლოკჩეინის ნოვატორული აპლიკაციების ფართო სპექტრის რეალიზებისთვის.
ბიტკოინის გარდა, C++ პროგრამირების ენა გამოიყენებოდა Ethereum-ის, Ripple-ის, Dogecoin-ის, Bitcoin Cash-ის, Litecoin-ის, EOS-ის, Monero-ს, Polkadot-ის, Telos-ის, Ziliqa-ს და სხვა ბლოკჩეინების პროექტირებისას.
Java და JavaScript
ეს არის კლასიკური და ძალიან გავრცელებული პროგრამირების ენები, რომლებიც უამრავი პროგრამისა და თამაშის შესაქმნელად გამოიყენება. Java და JavaScript კოდის ცოდნა არის ძირითადი მოთხოვნა ბლოკჩეინის სამყაროშიც. ეს ენები, ასე თუ ისე, თითქმის ყველა ვებ-აპლიკაციის პროექტირებისას გამოიყენება, რაც პროგრამისტებს უტოვებს პროგრამის ლოგიკის მართვის თავისუფლებას და ინტეგრაციაზე ფოკუსირების საჭიროებისგან ათავისუფლებს. რესურსების მართვის თვალსაზრისით, Java და JavaScript არ არის ისეთი ეფექტიანი, როგორც C++. თუმცა, ის იდეალური გადაწყვეტილებაა ასინქრონული ოპერაციების შესრულების შესაძლებლობის გამო (სხვადასხვა მონაცემებისა და პროცესების ერთდროული დამუშავება).
Java-ს და JavaScript-ს აქვს კოდის პორტირების შესანიშნავი მხარდაჭერა და იმ ფაქტთის გათვალისწინებით, რომ DLT (distributed ledger technology) საიმედოდ არის დაცული უკვე გაკეთებული ჩანაწერების მოდიფიკაციისგან, ცხადია მიზეზი, რის გამოც მრავალი ბლოკჩეინ-კომპანია საკუთარი აპლიკაციების შესაქმნელად სწორედ მათ იყენებს.
Java და JavaScript გამოიყენებოდა ისეთი ინტელექტუალური ბლოკჩეინ-აპლიკაციების შესაქმნელად და განსალაგებლად, როგორიცაა Truffle და ARK, და ისეთი ბლოკჩეინების პროექტირებისთვის, როგორიცაა Ethereum, Avalanche, Cardano, Lisk, Near Protocol, Nem, Polkadot, Polygon, Solana, Telos, Waves. Uniswap, Stellar, VeChain. , Theta, Tron, Aave, Compound, Fantom, Axie Infinity, Helium, Holo და სხვა ქსელები.
Golang (უფრო ცნობილი, როგორც Go)
ეს არის ენა, რომელიც 2007 წელს Google-ის თანამშრომლების მიერ შეიქმნა, რათა Python-ის სინტაქსისა და სემანტიკის სიმარტივე C++-ის ეფექტიანობასთან გაერთიანებულიყო. მიუხედავად იმისა, რომ Golang არ არის კლასიკური პროგრამირების ენა, არამედ მხოლოდ კოდის კომპილაციის მაღალგანვითარებული ენაა, მისი მრავალი ფუნქცია საშუალებას გვაძლევს შემუშავებაში ფუნქციური მიდგომებიც გამოვიყენოთ. Go არის ძალიან სწრაფი და ეფექტიანი პროგრამირების ენა, რომელსაც აქვს ყველა უპირატესობა, რომელიც საჭიროა განაწილებული ქსელების დაპროექტებისას, რადგანაც ის გვაძლევს საშუალებას ერთდროულად ვიმუშაოთ ბლოკჩეინის რამდენიმე ნაწილთან.
Golang არის ენა, რომელიც HyperLedger Fabrics-ის ჯაჭვის კოდების უმეტესი ნაწილის საფუძველს წარმოადგენს. HyperLedger Fabrics გლობალური განაწილებული რეესტრების პლატფორმაა და საწარმოს დონეზე ფუნქციონირებს. HyperLedger Fabrics-ის არქიტექტურაზე დაყრდნობით, იქმნება სმარტ-კონტრაქტების ყველაზე პოპულარული გადაწყვეტილებები. სინამდვილეში, Go-ს შეეძლო გამხდარიყო ბაზრის სტანდარტი და უმსხვილესი კომპანიებისა და კრიპტოსტარტაპების ყურადღება მიიპყრო. Golang-ს ასევე იყენებენ დეცენტრალიზებული ონლაინ-თამაშების პლატფორმა Loom Network-ის დეველოპერები.
ბლოკჩეინები BNB Chain (Binance Smart Chain), Celo, Cosmos, Elrond, Ethereum, Polygon, Waves, Chainlink, Stellar, VeChain, Theta, Filecoin, Avalance, IOTA, Algorand, Fantom, Axie Infinity, Elrond, Harmony, Ziliqa და სხვა ქსელები Go-ს გამოყენებით შეიქმნა.
Solidity
პროგრამირების ეს ენა Ethereum-ის დეველოპერების მიერ შეიქმნა. ის განკუთვნილია სმარტ-კონტრაქტების ასამოქმედებლად და დეცენტრალიზებული აპლიკაციების შესაქმნელად (dApps). ეს არის უაღრესად მოქნილი ენა, იმ უპირატესობით, რომ მისი კოდი ადვილად წასაკითხი და გასაგებია დამწყები დეველოპერებისთვის. რთული სამანქანო კოდი იყოფა მარტივ, ადამიანისთვის გასაგებ ინსტრუქციებად. Solidity-ს აქვს შეკვეცილი, მაგრამ უაღრესად დეკლარაციული სინტაქსისი, რაც მას იდეალურ კანდიდატად აქცევს სმარტ-კონტრაქტების შემუშავებისთვის. ამ ყველაფერმა Solidity-ს საშუალება მისცა გამხდარიყო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ენა EVM ბლოკჩეინის შესაქმნელად.
პროგრამირების ამ ენის გამოყენებით BNB Chain (Binance Smart Chain), Uniswap, Chainlink, Polygon, Aave, PancakeSwap, Avalanche, Compound, Fantom და სხვა ქსელები შეიქმნა.
დასკვნები
არსებობს რამდენიმე ათეული სხვადასხვა პროგრამირების ენა ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შემუშავებისთვის, მაგრამ მათ შორის აშკარა ლიდერის დადგენა რთულია. ბუნებრივია, ყველა ენის დაუფლება ძალიან რთულია და აზრიც არა აქვს - დეველოპერმა უნდა გააკეთოს არჩევანი კონკრეტული პროექტის, არქიტექტურისა თუ ტექნიკური ამოცანისთვის. მაგრამ, ყველაზე გავრცელებული პროგრამირების ისეთი ენების ცოდნა, როგორიცაა C ++, Java ან JavaScript, უკვე გვაძლევს შანსს, რომ ბლოკჩეინ-პროექტის შექმნაში მივიღოთ მონაწილეობა.
ხოლო, თუ პროგრამისტი ფლობს სმარტ-კონტრაქტის პროგრამირების ერთ-ერთ ენას, როგორიცაა, მაგალითად, Solidity, მასთან ვირტუალური მანქანის (VR) მქონე ბლოკჩეინის შექმნაზე ან განვითარებაზე მომუშავე სტარტაპების რიგი დადგება. ეს საინტერესოც არის და ღირსეულ ანაზღაურებასაც გულისხმობს.