ბრიტანეთს ახალი პრემიერი ჰყავს. რა ელოდება ქვეყნის კრიპტობაზარს?

ფოტო - ბრიტანეთს ახალი პრემიერი ჰყავს. რა ელოდება ქვეყნის კრიპტობაზარს?
20 000 ხმის უპირატესობით დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი კონსერვატიული პარტიის ხელმძღვანელი ლიზ ტრასი გახდა. ის საგარეო საქმეთა მინისტრი 12 თვის განმავლობაში იყო, გააჩნია მდიდარი პოლიტიკური გამოცდილება და ქვეყნის მთავარი დიპლომატის წოდებას ატარებს.
დიდი ბრიტანეთის ისტორიაში ეს მესამე შემთხვევაა, როდესაც ასეთ თანამდებობას ქალი იკავებს. ამის მიუხედავად, როგორც გაერთიანებული სამეფოს, ისე ზოგადად მსოფლიო პოლიტიკის მომავალი განვითარების თაობაზე პროგნოზები საერთო ჯამში ძალზე დადებითია. ბოლო გამონათქვამებში და მის გამოსვლაში ტრასმა მტკიცედ მონიშნა თავისი გეგმები ქვეყნის ეკონომიკის გასაუმჯობესებლად და უკრაინასთან მტკიცე მოკავშირეობის შესახებ განაცხადა.  უკრაინის ტერიტორიაზე რუსული ჯარების შეჭრის დღიდან, დიდმა ბრიტანეთმა თავი გამოიჩინა, როგორც პუტინის ძალაუფლების მწვავე მოწინააღმდეგემ და ამ პოზიციის შეცვლა  მოსალოდნელი არ არის.
როგორც პრემიერ-მინისტრი, მე ვიქნები უკრაინის ერთგული მოკავშირე. ბორის ჯონსონის კვალდაკვალ, ყველაფერს გავაკეთებ პუტინის სტრატეგიული დამარცხებისთვის და მისი ყველა ბოროტი გეგმის გასანადგურებლად. მე არ დავიშურებ ძალისხმევას, რომ მომავალში რუსეთი ყველა შესაძლო ასპექტში იყოს შეზღუდული
განაცხადა ტრასმა

ბრიტანეთის ახალმა პრემიერმა ასევე დადებით კონტექსტში ახსენა  ბლოკჩეინის ტექნოლოგიის დანერგვა და ზოგადად კრიპტოვალუტების განვითარება. ჯერ კიდევ 2018 წელს, როდესაც ტრასი  ხაზინის მთავარი მდივანი იყო, მან ტვიტერზე დაწერა:

„ჩვენ უნდა დავნერგოთ კრიპტოვალუტა ისე, რომ არ შეიზღუდოს მისი პოტენციალი. განვავითაროთ თავისუფალი ეკონომიკური ზონები და მოვხსნათ შეზღუდვები, რაც ადამაინთა კეთილდღეობის შემაფერხებელია.

ტრასის პოლიტიკური კამპანია გვპირდება სერიოზულ გეგმებს დიდი ბრიტანეთის ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისთვის. გარდა ამისა, ბრიტანეთს ჯერ კიდევ აქვს ყველა შანსი, გახდეს მნიშვნელოვანი რგოლი კრიპტოვალუტების სამყაროში, თუ ახალი მთავრობა დიდი ბრიტანეთის ფინანსთა ყოფილი მინისტრის, რიში სუნაკის გეგმაზე უარს არ იტყვის. სანამ სუნაკი გადადგებოდა, მან, ფინანსთა სამინისტროს ყოფილ მდივანთან, ჯონ გლენთან ერთად, გზა გაუხსნა ფინანსური მომსახურებისა და ბაზრების ახალ კანონპროექტს, რომელიც კრიპტოვალუტებში, კერძოდ, სტეიბლკოინებში, გადახდების განვითარებას ითვალისწინებს.  

”მე მჯერა, რომ ჩვენს ქვეყანას შეუძლია შექმნას დიდი შესაძლებლობები ისეთ სფეროებში, როგორიცაა ბლოკჩეინი.” - ამბობდა ლიზ ტრასი 2020 წელს, როდესაც ჯერ კიდევ ვაჭრობის მინისტრი  იყო.

და ამ მხრივაც კი, დიდი ბრიტანეთი უკრაინის ნამდვილი მოკავშირის პოზიციას არ ივიწყებს. ბრიტანეთის მთავრობამ დაავალდებულა კრიპტოვალუტის  ყველა ბირჟა, რომ შეატყობინოს შესაბამის სტრუქტურებს გარკვეული კრიპტოაქტივების მფლობელების შესახებ, რომლებიც უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრასთან დაკავშირებულ სასანქციო სიაშია შეყვანილი. ასეთი ინფორმაციის დამალვისთვის ბირჟას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ემუქრება.

ასევე ცნობილია, რომ დიდი ბრიტანეთის ფინანსთა ახალმა მინისტრმა ნადიმ ზაჰავიმ, თავის მხრივ, არაერთხელ დადებითად ისაუბრა კრიპტოინდუსტრიის შესახებ. როგორი იქნება რეალურად ბრიტანეთში ბლოკჩეინის ტექნოლოგიის განვითარების შემდგომი ბედი, ცოტა მოგვიანებით გაირკვევა.