ვალიდატორის როლი ბლოკჩეინის ფუნქციონირებაში

ფოტო - ვალიდატორის როლი ბლოკჩეინის ფუნქციონირებაში
ბლოკჩეინის ეკოსისტემა დეცენტრალიზებულია და სხვადასხვა მომხმარებლის დიდი რაოდენობით არის მხარდაჭერილი, ამიტომ მონაცემთა ბაზაში ინფორმაციის დამატებისას ის აუცილებლად უნდა შემოწმდეს. რეესტრის სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველყოფის სწორედ ამ მნიშვნელოვანი ეტაპით არიან დაკავებულნი ვალიდატორები.
ვალიდატორი კომპიუტერული კვანძია (პროგრამული ნოდი), რომელიც ტრანზაქციების დადასტურებაზეა პასუხისმგებელი. ქსელის მონაწილე, რომლის კვანძს ვალიდატორად ირჩევენ, მთელი ეკოსისტემის შრომისუნარიანობისა და უსაფრთხოების მხარდაჭერისთვის კრიპტოვალუტით ჯილდოვდება. იმისათვის, რომ ვალიდატორი გახდეთ, თქვენს კომპიუტერში სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა უნდა დააინსტალიროთ, ბლოკჩეინს დაუკავშირდეთ და მთელი რიგი მოთხოვნები შეასრულოთ. ნოდი ავტომატურად მუშაობს და ადამიანის ჩარევას იშვიათად საჭიროებს.

ასეთი ნოდების რაოდენობა ქსელის მასშტაბის მიხედვით განსხვავდება და შეიძლება, ასობით ათასს მიაღწიოს. მომხმარებლებისთვის წამოყენებული მოთხოვნები, რომელთაც ქსელში ბლოკების დამატება სურთ, ბლოკჩეინის კონსენსუსის ტიპსა და მის პარამეტრებზეა დამოკიდებული. 

მაგალითად, იმისთვის, რომ ალგორითმ Proof of Work-ზე დაფუძნებული ჯაჭვის ვალიდატორი გახდეთ, თქვენ ჰეშირებული განტოლება სხვებზე სწრაფად უნდა ამოხსნათ და ბლოკი მოიპოვოთ. ეს მოთხოვნათაგან მხოლოდ ერთია.

რა ეტაპებს გადის ვალიდატორი?

მას შემდეგ, რაც მომხმარებელი ტრანზაქციას ახორციელებს, შემდგომი ანალიზისთვის რიგში დგება. შემდეგ ვალიდატორების ნოდები გარიგებების გარკვეულ რაოდენობას ბლოკში აერთიანებს და ავთენტურობაზე ამოწმებს. ამის შემდეგ კვანძები მონაცემებს ამუშავებს და ბლოკჩეინში ამატებს, სადაც მათი გაყალბება, ან შეცვლა უკვე შეუძლებელია.

არსებობს ბლოკჩეინები, სადაც ვალიდიატორის ნოდის მქონე მომხმარებელს შეუძლია, დამოუკიდებლად დაადგინოს, რომელი ტრანზაქცია უნდა დაამატოს ბლოკში პირველ რიგში. ინფორმაცია ქრონოლოგიური თანმიმდევრობით ყოველთვის ჩაწერილი არ არის, ზოგჯერ პირველ რიგში დიდი საკომისიოების მქონე ტრანზაქციები მუშავდება.

ახალი თაობის ბლოკჩეინებში, რომლებიც მაღალი გამტარუნარიანობითა და მოქნილი მასშტაბირებით გამოირჩევა, ამ პროცესს, შესაძლოა, რამდენიმე წამი დასჭირდეს.

როგორ შეიძლება ბლოკჩეინ PoS-ის ვალიდატორის სტატუსის მიღება?

მიუხედავად იმისა, რომ ვალიდიატორებისთვის პირობები და მოვალეობები სხვადასხვა Proof-of-Stake ბლოკჩეინებში განსხვავებულია, არის რამდენიმე საერთო მახასიათებელი. 

სტეიკინგი. იმისათვის, რომ კვანძმა ტრანზაქციების შემოწმების შესაძლებლობა მიიღოს, პირველ რიგში, ტოკენების სტეიკინგზე განთავსებაა აუცილებელი, რაც მონეტების ბლოკჩეინში დაბლოკვას გულისხმობს. ეს მოთხოვნა იმის გარანტიაა, რომ მომხმარებელი ქსელის შრომისუნარიანობის შენარჩუნებაში დაინტერესებულია. თუ ის ინფორმაციის გაყალბებას ეცდება, მისი ტოკენები, რომლებიც  სტეიკინგზეა განთავსებული, დაიწვება.

ქსელიდან გამომდინარე, ვალიდატორის პროგრამის ამოქმედებისთვის საჭირო, სტეიკინგზე განთავსებული მონეტების მინიმალური რაოდენობის მაგალითები:

? Ethereum — 32 ETH;
? Polkadot — 17000 DOT;
? BNB — 10000 BNB;
? Avalanche — 2000 AVAX.

ტექნიკური უნარები. როგორც წესი, ვალიდატორის კვანძის ჩამოტვირთვა და ინსტალაცია პროგრამირებისა და ტექნოლოგიების მცოდნე ადამიანისთვის რთული არ არის, რადგან ბლოკჩეინები ნოდის ამოქმედებისთვის ინსტრუქციებსა და სახელმძღვანელოებს სთავაზობს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, პროგრამა ავტომატურ რეჟიმში მუშაობს. თუმცა, შესაძლოა, ქსელში  ხარვეზები და გადატვირთულობა შეინიშნებოდეს, რომლებმაც ვალიდატორის განახლება, ან ტექნიკური პრობლემების მოგვარება მოითხოვოს. 

პროგრამული უზრუნველყოფა. ალგორითმი Proof-of-Stake მძლავრი აღჭურვილობის აუცილებლობის თავიდან აცილების შესაძლებლობას იძლევა, რადგან დაცვის მეთოდის სახით, მაინინგის ნაცვლად, სტეიკინგს იყენებს. მაგრამ, ამავდროულად, კომპიუტერი საკმაოდ მაღალ პარამეტრებს უნდა აკმაყოფილებდეს, რადგან ტრანზაქციებისა და ბლოკების შესანახად დიდი მეხსიერება იქნება საჭირო. გარდა ამისა, ვალიდატორის ნოდი ქსელში უწყვეტად უნდა იყოს შენარჩუნებული, ამიტომ სტაბილური ინტერნეტ-კავშირის გარეშე არაფერი გამოვა.

ბლოკჩეინი Ethereum ამ პროცესისთვის შემდეგ მოთხოვნებს აყენებს:

  • 4-ზე მეტი ბირთვის მქონე ცენტრალური პროცესორი;
  • არანაკლებ 500 GB-იანი თავისუფალი ადგილი მყარ დისკზე SSD;
  • არანაკლებ 16 GB-იანი ოპერატიული მეხსიერება;
  • წამში 25 Mbit-ზე დიდი გამტარუნარიანობა.


ვალიდატორის ამ ნოდის ამოქმედება ყველა მსურველს როდი შეუძლია. საჭიროა, სულ მცირე, სახსრების მნიშვნელოვანი მარაგის ქონა და კომპიუტერზე კვანძის დაყენების ცოდნა. ეს ყველა სირთულე არ არის, რომლის წინაშე, შესაძლოა, აღმოჩნდეთ. ბლოკჩეინები, რომლებიც კონსენსუსის მექანიზმ Proof of Stake-ზე მუშაობს, ვალიდატორებს ირჩევს, რომლებსაც ჯაჭვში ბლოკის დამატება შემთხვევით, მათ მიერ სტეიკინგზე განთავსებული მონეტების რაოდენობაზე დაყრდნობით შეუძლია. ანუ, რაც უფრო მეტი ტოკენი  დაბლოკა მომხმარებელმა, ტრანზაქციების შემოწმებისა და უმაღლესი ჯილდოს მიღების შანსი მით უფრო დიდია.