სიყვარულის ისტორია, რომელშიც კრიპტოსამყარომ $100 მლრდ გადაიხადა

icon FTT
ფოტო - სიყვარულის ისტორია, რომელშიც კრიპტოსამყარომ $100 მლრდ გადაიხადა
Reuters-ის ჟურნალისტებმა ჩაატარეს გამოძიება და სცადეს გაერკვიათ, თუ რა ურთიერთობა აკავშირებს წარსულში Finance-სა და FTX-ის აღმასრულებელ დირექტორებს? იყო თუ არა ჩამპენ ჩჟაოს მიზნები მართლაც უანგარო? და რატომ მიაჩნდა ბენკმენ-ფრიდს, რომ Binance მის ბირჟაზე ზეწოლას ახორციელებს?
CZ-სა და ბენკმენ ფრიდს შორის ურთიერთობა 2019 წელს დაიწყო, როდესაც FTX-ის მუშაობის დაწყებიდან ექვსი თვის შემდეგ, ჩჟაომ 100 მილიონ დოლარად ბირჟის 20% გამოისყიდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს აცნობა ანონიმურმა პირმა, რომელმაც გარიგების დეტალები იცოდა. ბენკმენს იმ მომენტში სჭირდებოდა საბრუნავი კაპიტალი და დამატებითი დაფინანსება მარკეტინგული ამოცანების დაფინანსებისთვის, ამიტომ ის CZ-ის შეთავაზებას დათანხმდა.

თავის მხრივ, Binance-მა იმ დროს განაცხადა, რომ ინვესტიციები „მიმართული იყო კრიპტოეკონომიკის ერთობლივ განვითარებაზე“ და ტრანზაქციის ოდენობა არ იყო გამჟღავნებულა. ჩჟაო და ბენკმენ-ფრიდი ერთობლივ პროექტებს გეგმავდნენ ახალი ტოკენების გასაჩვებად და პერსპექტიული სტარტაპების სინქრონული მხარდაჭერისთვის.

მაგრამ წელიწადნახევრის შემდეგ მათი ურთიერთობა გაფუჭდა. უფრო სწორედ, გაუარესდა CZ-ის დამოკიდებულება თავისი პარტნიორის მიმართ.

ჰიბრალტარის ლიცენზია

Binance-ის ყოფილი თანამშრომლების თქმით, FTX სწრაფად იზრდებოდა და პოპულარობას იძენდა და ჩჟაო მას უკვე, როგორც გლობალური მისწრაფებების მქონე პოტენციურ კონკურენტს განიხილავდა.

როდესაც სემმა 2021 წლის მაისში,  ჰიბრალტარში ერთ-ერთი შვილობილი კომპანიისთვის ლიცენზიის მიღების განაცხადი შეიტანა, მას უნდა მიეწოდებინა ინფორმაცია ბირჟის მთავარი აქციონერების შესახებ. Binance-მა კი FTX-ის მოთხოვნას, გადაეცა მისთვის ფინანსური დოკუმენტები რეგისტრაციის მისაღებად, არ უპასუხა. ეს ნათლად ჩანს ბირჟებს შორის  ელექტრონულ მიმოწერაში, რომელიც  Reuters-ის ხელში აღმოჩნდა.

2021 წლის მაისიდან ივლისამდე FTX-ის ადვოკატებმა მინიმუმ 20 მოთხოვნა გააგზავნეს ჩჟაოს შემოსავლის წყაროების, მისი საბანკო ანგარიშებისა და Binance-ის ფინანსური ანგარიშგების შესახებ ინფორმაციის მისაღებად.

2021 წლის ივნისში, FTX-ის ერთ-ერთმა იურისტმა პირდაპირ შეატყობინა Binance-ის ფინანსურ დირექტორს, რომ ბირჟა „ჩვენთან სათანადოდ არ ურთიერთობს“ და „ჩვენთვის მნიშვნელოვანი პროექტის ჩაშლა ხდება“. Binance-ის სამართლებრივი საკითხების ოფიცერი ამბობს, რომ მან რამდენჯერმე სცადა ამ ინფორმაციის მიღება ჩჟაოს პირადი თანაშემწისგან, მაგრამ მან უარით  უპასუხა.

იმავე წლის ივლისისთვის სემი ლოდინით დაიღალა. კრიპტო მაგნატის მოკლე თასმაზე ყოფნით დაიღალა. ჰიბრალტარის ლიცენზიის მისაღებად მან გამოისყიდა ჩჟაოს წილი FTX-ში დაახლოებით 2 მილიარდ დოლარად. ამის შესახებ ინფორმაციაზე საჯარო წვდომა არსებობს და ის მარეგულირებლებისთვის ცნობილია. ორი თვის შემდეგ, როდესაც Binance უკვე აღარ იყო აქციონერი, ჰიბრალტარის მარეგულირებელმა ბანკმენ-ფრიდს მუშაობის ნებართვა მისცა.

 $2მლრდ ნაწილობრივ დოლარებში იყო გადახდილი, ნაწილობრივ კი - FTT-ის ტოკენებში.