ვატიკანის ბიბლიოთეკა Web3-ის ნაწილი გახდება

ფოტო - ვატიკანის ბიბლიოთეკა Web3-ის ნაწილი გახდება
ვატიკანის არქივები მეცნიერებში დიდ ინტერესს ყოველთვის იწვევდა, რადგან ისინი უამრავ საიდუმლო მასალას ინახავს. წმინდა საყდრის მოხელეებმა გადაწყვიტეს, გადაედგათ ნაბიჯი დეცენტრალიზებული ტექნოლოგიების მიმართულებით და კოლექციების ნაწილი Web3-ისთვის გაეხსნათ.

ვატიკანი - მსოფლიო სიწმინდეების საცავი

ვატიკანის ბიბლიოთეკა მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე მნიშვნელოვანი რელიკვიაა. მასში ინახება ბოლო ორი ათასი წლის ხელნაწერი და დაბეჭდილი არტეფაქტების უდიდესი კოლექცია:

  1. ხელნაწერები. ვატიკანში 80000-ზე მეტი თეოლოგიის, ფილოსოფიის, მეცნიერების, ისტორიისა და ლიტერატურის ხელნაწერი კოდექსი ინახება.
  2. ინკუნაბულები. აქ არის 1501 წლამდე დაბეჭდილი წიგნების 5000 ტომი. ეს უძველესი დაბეჭდილი წიგნების უდიდესი კოლექციაა მსოფლიოში.
  3. რუკები და გრავიურები. ვატიკანის ბიბლიოთეკაში ინახება 150000-ზე მეტი რუკა, გრავიურა და ნახატი, რომლებიც მე-16 საუკუნით თარიღდება. კოლექციაში შევიდა ისეთი გენიოსების ნამუშევრები, როგორებიც არიან მიქელანჯელო და რაფაელი.
  4. მონეტები და მედლები. საცავებში თავმოყრილია 100000-ზე მეტი მონეტა და მედალი, მათ შორის ძველი რომის და საბერძნეთის მონეტები, ასევე შუა საუკუნეების მონეტები.
  5. მუსიკალური პარტიტურები. ბიბლიოთეკა მოიცავს 20000-ზე მეტ მუსიკალურ პარტიტურას, მათ შორის ისეთი ცნობილი კომპოზიტორების ხელნაწერ ნაწარმოებებს, როგორებიც არიან მოცარტი, ბეთჰოვენი და ბახი.

მთლიანობაში, ვატიკანის ბიბლიოთეკა წარმოადგენს ცოდნის საგანძური, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ძვირფას კოლექციებს შეიცავს.

რელიკვარიუმზე წვდომა შეზღუდულია. მისი გაცემა შესაძლებელია მხოლოდ კვალიფიციურ მკვლევარებსა და მეცნიერებზე. საცავში მოსახვედრად, ვიზიტორებმა წერილობით უნდა მიმართონ ბიბლიოთეკის დირექტორს. განაცხადში წარმოდგენილი უნდა იყოს მათი კვლევითი პროექტის დეტალური აღწერა და შესაბამისი მონაცემები.

ნებართვის მიღების შემდეგ, ვიზიტორებს ეძლევათ უფლება,  ისარგებლონ ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზებით და გაეცნონ მასალებს ვატიკანის არქივარიუსის, ან სხვა თანამდებობრივი პირის ზედამხედველობით.

მაგრამ ბიბლიოთეკის ექსპონატებისადმი ადამიანების დიდი ინტერესის გათვალისწინებით, კურატორებმა გადადგეს უპრეცედენტო ნაბიჯი: მათ წიგნებისა და ხელნაწერების უმეტესობის დიგიტალიზაციის ნებართვა გასცეს. ციფრული დაარქივების უფლება იაპონურმა კორპორაციამ NTT Data მიიღო.

რატომ დაინტერესდა ვატიკანი Web3-ით

სახელმწიფო კორპორაცია Nippon Telegraph and Telephone იაპონიის უძველესი ტექნოლოგიური კომპანიაა. მისი ისტორია ჯერ კიდევ 150 წლის წინ იღებს სათავეს, როცა ტოკიოში სატელეგრაფო სამსახური გამოჩნდა. მას ფინანსებისა და უსაფრთხოების სფეროში ისეთი უნაკლო წარსული აქვს, რომ ვატიკანის მოხელეებმა მას თავიანთი რელიკვიების გაციფრულება მიანდეს.

უკვე რამდენიმე წელია, NTT Data აკოპირებს და ინახავს ღირებულ ინფორმაციას მთელი მსოფლიოდან. მისი მიზანია მდგრადი კავშირების დამყარება ისტორიული არქივების მფლობელებსა და მომხმარებლებს შორის, რომლებსაც ღირებული რელიკვიების შესწავლა სურთ, მაგრამ საცავზე პირდაპირი წვდომა არ აქვთ.

ამისთვის შეიქმნა სპეციალური პროგრამა AMLAD, რომელიც ინახავს მონაცემებს საერთაშორისო საბიბლიოთეკო კლასიფიკაციისა და სტანდარტების, ასევე ვატიკანის ბიბლიოთეკის საკუთარი წესების შესაბამისად.

ყველა მონაცემი ინახება NTT-ს ღრუბლოვან საცავებში და გააჩნია მოსახერხებელი საძიებო სისტემა, რათა მკვლევარებმა ვატიკანის ბიბლიოთეკის კონტენტზე გლობალური წვდომა მიიღონ. 

ვატიკანის ბიბლიოთეკის 2D და 3D ფორმატებში დიგიტალიზაციის პროექტი 2014 წელს დაიწყო. ახლა თავისი ონლაინ საზოგადოების გაფართოების მიზნით, რომელშიც ბიბლიოთეკა და მისი ვირტუალური ვიზიტორებიც ჩართეს NTT DATA-მ ბლოკჩეინ პროექტი აამოქმედა. როდესაც პროექტის მონაწილეები თავიანთ შთაბეჭდილებებს სოციალურ ქსელებში აზიარებენ, ან ვატიკანის არქივების მხარდაჭერას აჩვენებენ, ისინი NFT-ით დაჯილდოვდებიან. ამ ტოკენების მფლობელებს შეუძლიათ, დაათვალიერონ მაღალი გარჩევადობის გამოსახულებები, წაიკითხონ წიგნები მათი საცავებიდან და მათი განმარტებითი ტექსტები.

NTT DATA-ს თანამშრომლები ამ პროექტის მასშტაბებს უპრეცედენტოდ აფასებენ და თვლიან, რომ არქივების დიგიტალიზაცია კიდევ რამდენიმე წელი გაგრძელდება.