მნიშვნელოვანია იცოდეთ! ტოკენებისა და კრიპტოვალუტების ფუნქციები

ფოტო - მნიშვნელოვანია იცოდეთ! ტოკენებისა და კრიპტოვალუტების ფუნქციები
არსებობს ტოკენებისა და კრიპტოვალუტების სხვადასხვა კლასიფიკაცია, მაგრამ ყველაზე მიზანშეწონილია მათი გამიჯვნა იმ ფუნქციების მიხედვით, რომლებსაც ისინი ასრულებენ. ეს საშუალებას გაძლევთ, გაიგოთ თითოეული ტიპის ფასეულობა, რაც მნიშვნელოვანია კრიპტოაქტივის არჩევისას, რომელშიც ინვესტირებას აპირებთ.

გადახდისა და დაგროვების საშუალება

უპირველეს ყოვლისა, კრიპტოვალუტები გამოიგონეს, რათა ჩაენაცვლებინათ გადახდის არსებული საშუალებები, როგორიცაა ფიატური ფული. აქედან გამომდინარე, ბევრი მათგანი საქონლისა და მომსახურების ღირებულების გადასახდელად შეიქმნა. ამ კატეგორიას შეიძლება მივაკუთვნოთ ისეთი კრიპტოვალუტები, როგორიცაა Bitcoin და Litecoin. დროთა განმავლობაში, სოციალური აღიარებისა და შეზღუდული ემისიის წყალობით, ბაზარზე არსებული მთავარი კრიპტოვალუტა დაგროვების საშუალებადაც იქცა. გრძელვადიან პერსპექტივაში, მისი ღირებულება მხოლოდ იზრდება და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რის გამოც ბიტკოინს "ციფრულ ოქროს" უწოდებენ.

მართვა

არსებობს კრიპტოვალუტები და ტოკენები, რომლებიც ასრულებენ მართვის ფუნქციას. ისინი აძლევენ თავიანთ ჰოლდერებს ან სტეიკერებს ხმის მიცემის უფლებას გადაწყვეტილების მიღებაში, რომლებიც დაკავშირებულია კრიპტოპროექტის განვითარებასთან ან სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან. ამ ტოკენებს მიეკუთვნება UNI, APE, ENS, BLUR და მრავალი სხვა.

ქსელის მუშაობისთვის

ბლოკჩეინის მუშაობაში მნიშვნელოვან როლს მათი ნატიური ტოკენები თამაშობენ. ეს კრიპტოვალუტებია, რომლებიც ქსელის მუშაობას სტეიკინგის დახმარებით უზრუნველყოფენ და ტრანზაქციის საკომისიოს გადასახდელად გამოიყენება. ასეთი კრიპტოვალუტის მაგალითი შეიძლება იყოს ETH, SOL ან ALGO.

ბირჟების ან დეცენტრალიზებული პლატფორმების ტოკენები

ტოკენების ცალკეულ კატეგორიას საბირჟო ტოკენები და დეცენტრალიზებული პლატფორმის ტოკენები განეკუთვნება. ასეთი კრიპტოვალუტები ან ტოკენები ხშირად აძლევენ მათ ჰოლდერებს შესაძლებლობას, მიიღონ ფასდაკლება პლატფორმის საკომისიოზე ან IEO-სა და IDO-ში მონაწილეობის უფლებას. თითოეულ პლატფორმას ან ცენტრალიზებულ ბირჟას გამოყენების დამატებითი საშუალებების მოფიქრება შეუძლია. ასეთ ტოკენებს შეიძლება მივაკუთვნოთ WBT, BIT, CAKE და სხვა.

სხვა აქტივის ფასთან მიბმა

კრიპტოვალუტის ბაზარი საკმაოდ ვოლატილურია, რის გამოც საჭირო იყო გამოსავლის პოვნა, რომელიც გარკვეულ სტაბილურობას უზრუნველყოფდა. ეს გამოსავალი აღმოჩნდა სტეიბლკოინები, ანუ ტოკენები, რომლების ფასი დაკავშირებულია ფიატურ ვალუტებთან, როგორიცაა აშშ დოლარი (USDT). ამ ტიპს ასევე განეკუთვნება ის ტოკენები, რომლებიც ასახავენ სხვა მატერიალური აქტივების ფასს, როგორიცაა ოქრო (PAXG).

დასკვნა

სინამდვილეში, ერთი და იგივე კრიპტოვალუტა ან ტოკენი შეიძლება ერთდროულად სხვადასხვა კატეგორიას მიეკუთვნებოდეს, რადგან მათ სხვადასხვა ფუნქციების შესრულება შეუძლიათ. ამიტომ, ეს გასათვალისწინებელია. ასევე აუცილებელია კრიპტოვალუტებისა (მონეტების) და ტოკენების გარჩევა, რადგან ეს განსხვავებული ცნებებია, მიუხედავად იმისა, რომ მათ ხშირად ურევენ ან განზრახ იყენებენ სინონიმებად, რათა აბზაცში გამეორება აიცილონ თავიდან. თუ გსურთ, მეტი გაიგოთ ამის შესახებ, წაიკითხეთ ჩვენი სხვა სტატია ამ თემაზე.