5 საუკეთესო წიგნი კრიპტოვალუტის შესახებ ახალბედებისთვის

icon FOR
ფოტო - 5 საუკეთესო წიგნი კრიპტოვალუტის შესახებ ახალბედებისთვის
კრიპტოვალუტების კონცეფცია შეიძლება რთული, ჩახლართული და საზიზღარი ჩანდეს, მაგრამ როგორც კი მის საფუძვლებს ჩავუღრმავდებით, ყველაფერი ნათელი ხდება. კრიპტოვალუტის შესახებ ფინანსური ექსპერტების მიერ ახალბედებისთვის დაწერილი წიგნები საჭირო ცოდნის აღქმაში დაგეხმარებათ.

The Basics of Bitcoins and Blockchains

წიგნი „ბიტკოინისა და ბლოკჩეინის საფუძვლები“, რომელიც ენტონი ლუისმა 2018 წელს დაწერა, მკითხველს განუმარტავს, რა არის კრიპტოვალუტა და ბლოკჩეინი, როგორ არის ის მოწყობილი და რატომ არის მნიშვნელოვანი ფინანსური ბაზრისთვის. ასევე მასში მოკლედ არის გადმოცემული ფულის და საბანკო სისტემის ფუნქციონირების ისტორია.

წიგნში არის კატეგორიები საუკეთესო ბლოკჩეინ-პლატფორმებზე, სმარტ-კონტრაქტებზე, კრიპტოვალუტის ბირჟებზე, კრიპტოსაფულეებზე, როგორ აღმოვაჩინოთ თაღლითობა კრიპტოსფეროში. ბიტკოინისა და ბლოკჩეინის საფუძვლების წაკითხვით თქვენ გაეცნობით ინდუსტრიის ხარვეზებსა და პრობლემებს, როგორიცაა „51%-ის შეტევა“. გარდა ამისა, წიგნში აღწერილია ბიტკოინის დამფუძნებლის სატოში ნაკამოტოს იდეები და მოცემულია ბიტკოინსა და ალტკოინებში ინვესტირების ძირითადი წესები.

ენტონი ლუისი იყენებს მრავალ მაგალითს, რთულ ცნებებს მარტივი ენით განმარტავს, რაც საშუალებას აძლევს იმ ადამიანებსაც კი, რომლებიც შორს არიან ტექნოლოგიებისგან,  კრიპტოვალუტისა და ბლოკჩეინის სფეროს ჩაუღრმავდნენ.

The Cryptopians: Idealism, Greed, Lies, and the Making of the First Big Cryptocurrency Craze

„წიგნი კრიპტოპიანელებზე: იდეალიზმი, სიხარბე, სიცრუე და პირველი დიდი კრიპტო სიგიჟე“, გამოიცა 2022 წელს. ავტორი - ლაურა შინი, კრიპტო-ჟურნალისტი და Unchained პოდკასტის წამყვანი. მისი ნამუშევარი საშუალებას გაძლევთ შეიხედოთ Ethereum-ის პროექტის კულისებს მიღმა, შეაფასოთ მისი მნიშვნელობა და გავლენა კრიპტოვალუტის ბაზარზე.

მკითხველი გაეცნობა ETH-ის თანადამფუძნებლის ვიტალიკ ბუტერინის ცხოვრების დეტალებს ალტკოინისა და მისი ბლოკჩეინის გაჩენის კონტექსტში. წიგნი ეხება ქსელის გატეხვის ისტორიას, რომელიც 2016 წელს მოხდა. ავტორი განმარტავს, თუ როგორ გაკეთდა ეს და აანალიზებს თავდასხმის შედეგებს.

წიგნი აღწერს კრიპტოვალუტის ინდუსტრიაში მიმდინარე პროცესებს, მოგვითხრობს, თუ როგორ ვითარდება ის და ვის უჭირავს მთავარი ადგილი მის არენაზე. ლაურა შინი აღწერს ინდუსტრიას ისეთს, როგორიც ის არის სინამდვილეში, რომანტიზაციისა და შელამაზების  გარეშე.

The Cryptocurrency investing for dummies

Cryptocurrency Investing for Dummies არის 2019 წლის წიგნი, რომელიც პირადი ინვესტიციების და აქტივების მართვის ექსპერტმა კიანა დანიალიმ დაწერა. ეს არის ციფრული ვალუტის ბაზარზე ფულის გამომუშავების სახელმძღვანელო, რომელიც აღწერს ქცევის სტრატეგიებს ამ ფინანსურ სამყაროში. რეალური მაგალითებიდან შეიტყობთ, თუ როგორ უნდა აირჩიოთ სწორი კრიპტოვალუტა ინვესტიციებისთვის.

კიანა დანიალი გაგაცნობთ მოვლენებს, რომლებიც გავლენას ახდენენ კრიპტოვალუტების ღირებულებაზე, წერს საინვესტიციო რისკებზე და თუ როგორ უნდა ავიცილოთ ისინი თავიდან. წიგნში გაანალიზებულია ინვესტირება სხვადასხვა კრიპტო აქტივებში: BTC-დან და ETH-დან Litecoin-სა და Monero-მდე.

Blockchain Bubble or Revolution: The Present and Future of Blockchain and Cryptocurrencies

„ბლოკჩეინ-ბუშტი ან რევოლუცია: ბლოკჩეინისა და კრიპტოვალუტების აწმყო და მომავალი“

„ბლოკჩეინის ბუშტი ან რევოლუცია: ბლოკჩეინისა და კრიპტოვალუტების აწმყო და მომავალი“ არის კიდევ ერთი წიგნი, რომელიც დაგეხმარებათ უკეთ გაიგოთ კრიპტოვალუტები, გამოიცა 2019 წელს. ავტორები არიან ნილ მეჰტა, ადიტია აგაშე და პარტ დეტროია. თავიანთ ნაშრომში ისინი მკითხველს სთავაზობენ დებატებს კრიპტოვალუტისა და ბლოკჩეინის ტექნოლოგიის საფუძვლების შესახებ, მომხრეებისა და ოპონენტების მოსაზრებებს, რეალურ მაგალითებს და მარტივ განმარტებებს.

ექსპერტების კვლევის საგანია ფინანსური ტექნოლოგიების სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური და ტექნიკური ეფექტი. ისინი სთავაზობენ სფეროს მომავალზე განსხვავებულ შეხედულებას, რომელიც ეფუძნება ექსკლუზიურ ინტერვიუებს აზრის ლიდერებთან.

როგორ მუშაობს კრიპტოვალუტები, სად არის ისინი სასარგებლო და სად საზიანო, როგორ მუშაობს ბლოკჩეინი და მაინინგი, აუცილებელია თუ არა ციფრული აქტივების რეგულირება, როგორია ფულის მომავალი? ამ და სხვა კითხვებზე პასუხი გამოცემაში Blockchain Bubble or Revolution.

Check Your Financial Privilege

„შეამოწმეთ თქვენი ფინანსური პრივილეგია“  - ბიტკოინის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სიახლეა. წიგნი 2022 წელს გამოჩნდა, მისი ავტორია ალექს გლადშტეინი, ადამიანის უფლებათა ფონდის სტრატეგიული დირექტორი, Bitcoin Magazine-ის რეგულარული ჟურნალისტი.

ალექსი წერს, რომ ადამიანები, რომლებიც დაიბადნენ უფრო სტაბილური სარეზერვო ვალუტის მქონე ქვეყანაში (როგორიცაა ევრო, ფუნტი ან იენი) უფრო პრივილეგირებულები არიან, ვიდრე მოსახლეობის 89%. მას მიაჩნია, რომ ბიტკოინი არის სუსტი ფინანსური სისტემის მქონე სახელმწიფოებში მცხოვრები ადამიანების ხსნა. ავტორს მოჰყავს ადამიანების მაგალითები, რომლებიც ქმნიან დანაზოგებს BTC-ში, რომლებმაც უფრო რბილად გადაიტანეს ეროვნული ვალუტის გაუფასურების შედეგად წარმოქმნილი კრიზისული სიტუციები.

გლადშტეინი განმარტავს, თუ როგორ შეუძლია ბიტკოინს დაგეხმაროთ თავი აარიდოთ  ინფლაციას, მოძველებულ მონეტარულ სისტემას და უოლ სტრიტის გარეთ მცხოვრები ადამიანების პოლიტიკურ პრობლემებს. ოდნავ იდეალისტური, მაგრამ მომხიბლავი გზამკვლევი მათთვის, ვისაც სურს გაეცნოს BTC-ის როლს განვითარებად ქვეყნებში.

ვიმედოვნებთ, რომ ეს წიგნები გაგიმხელთ კრიპტოვალუტების იდეას, მათ ღირებულებას, გავლენას ფინანსურ ბაზარზე და ტექნოლოგიურ სფეროზე.