ტოპ-6 კრიპტოთაღლითობა. მოტყუებები კრიპტოვალუტის ბაზარზე
თაღლითობის ტენდენციები კრიპტოვალუტების ბაზარზე და მოტყუების სქემები
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, კრიპტოვალუტის გადახდის ოპერაციების კულტურა მნიშვნელოვნად განვითარდა. ცოტა ხნის წინ, მაკდონალდსმა შვეიცარიის ლუგანოში კრიპტოვალუტით გადახდის შესაძლებლობა დანერგა. უდიდესმა ევროპულმა ბირჟამ WhiteBIT-მა დააანონსა Netflix-თან პარტნიორობა და გეგმავს კრიპტოვალუტით ხელმოწერების გაგრძელების შესაძლებლობის დანერგვას. გასულ კვირას, Telegram Wallet Bot-ისთვის კარგად ცნობილი ბოტის შემქმნელებმა P2P კრიპტობირჟის პირდაპირ აპლიკაციაში იმპლემენტაცია განახორციელეს. მომხმარებლებს კრიპტოვალუტის ურთიერთგაცვლა მესენჯერიდან გაუსვლელად შეუძლიათ.
მაგრამ, მოდით შევხედოთ მას მოწყვლადობის, ადამიანური გულუბრყვილობის, უყურადღებობის თვალსაზრისით და განვიხილოთ კრიპტოვალუტების სამყაროში ბოლო წლების ყველაზე ცნობილი მოტყუების ფაქტები.
ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ განაცხადა, რომ მხოლოდ 2021 წლის დასაწყისიდან მოყოლებული, 46000-ზე მეტმა ადამიანმა განაცხადა, რომ დაკარგა კრიპტოვალუტა, საერთო ჯამში დაახლოებით მილიარდი დოლარი - ეს არის, ყოველი ოთხი დოლარიდან ერთი მოპარული დოლარი ნებისმიერი არსებული გადახდის სისტემის გამოყენებით. და ეს მხოლოდ ოფიციალური მონაცემებია, რეალური დანაკარგები შეიძლება ბევრად მეტი იყოს.
კრიპტოვალუტების გამოყენებას აქვს რამდენიმე მიმზიდველი თავისებურება თაღლითებისთვის, რამაც შეიძლება აგვიხსნას, თუ რატომ იყო 2021 წელს ოფიციალურად გამოცხადებული ზარალი თითქმის სამოცჯერ მეტი, ვიდრე 2018 წელს. კრიპტოვალუტების სამყაროში არ არსებობს ცენტრალიზებული ორგანოები, რომლებიც მონიტორინგს უწევენ საეჭვო აქტივობას ქსელში და შეუძლიათ შეაჩერონ თაღლითობა, ვიდრე ის მოხდება. კრიპტოვალუტის თანხების გადარიცხვა არ შეიძლება გაუქმდეს: როგორც კი თანხა გადაირიცხება, მისი დაბრუნება შეუძლებელია. და ადამიანების უმეტესობამ ჯერ კიდევ არ იცის, თუ როგორ მუშაობს კრიპტოვალუტები, ამიტომ ჯერ კიდევ არის მსხვილი თაღლითობის შემთხვევები.
2022 წელს მოპარული კრიპტოვალუტის რაოდენობა წინა წელთან შედარებით 65%-ით შემცირდა. ამის მიზეზი შესაძლოა იყოს გლობალური დათვური ტენდენცია.
„ახალი, გამოუცდელი მომხმარებლები, რომლებიც თაღლითების ანკესს უფრო ხშირად წამოეგებიან-ხოლმე, ახლა გაცილებით ნაკლებია, როდესაც აქტივების ფასები მხოლოდ ეცემა, განსხვავებით ხარული ბაზრისგან, როდესაც მათ იზიდავს აჟიოტაჟი და დაპირებები სწრაფი გამდიდრების შესახებ” - მიაჩნიათ ანალიტიკურ კომპანია Chainalysis-ში.
თაღლითური ოპერაციებისგან მიღებული შემოსავლები ხშირად დაკავშირებულია მსხვილ პროექტებთან. მაგალითად, BitConnect, რომელმაც 2018 წელს დაზარალებულებისგან 3,45 მილიარდ დოლარზე მეტი მიიღო, ან Pincoin, რომელმაც 660 მილიონი დოლარი მოიპარა. 2022 წლის ყველაზე მსვილი თაღლითობა ჯერჯერობით არის Axie Infinity-ს გატეხვა, რამაც გამოიწვია 615 მილიონი დოლარის ზარალი, რაც BitConnect-ის მიერ მოპარული თანხების 20%-ზე ოდნავ ნაკლებია.
ასე რომ, აქ არის TOP-6 კრიპტოთაღლითობა კრიპტობაზრის არსებობის მთელი ისტორიის განმავლობაში.
BitConnect - მოპარულია $3.45 მლრდ
ისტორიაში ყველაზე დიდი თაღლითობა ყველასთვის ცნობილი ICO მოდელი აღმოჩნდა. Bitconnect-მა გამოაცხადა თავი, როგორც ღია საწყისი კოდის კრიპტოვალუტა, რომელიც ინვესტორებს 40%-იანი მოგების გარანტიას აძლევს. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს პროექტი ჩვეულებრივი პონცის სქემა აღმოჩნდა.
Pincoin და iFan - მოპარულია $660 მლნ
ვიეტნამური პროექტები, რომლებმაც ერთობლივად დამაჯერებელი გაყიდვებისა და სწორი მარკეტინგის გამოყენებით ინვესტორებს $660 მილიონი გამოსტყუეს. ამ კრიპტოვალუტის უმეტესი ნაწილი ჯერ კიდევ არ არის ნაპოვნი.
Axie Infinity - მოპარულია $615 მლნ
2022 წლის მარტში, ჰაკერებმა აღმოაჩინეს ექსპლოიტი Ronin ბლოკჩეინში, რომელიც არის Ethereum-ზე დაფუძნებული საიდჩეინი, რომელიც აძლიერებს Axie Infinity-ს. ექსპლოიტი იყო Sky Mavis-ის მიერ ამ წლის დეკემბერში ინიცირებული დროებითი პროტოკოლის ცვლილების შედეგი. ცვლილებებმა თავად პროტოკოლის უსაფრთხოების შემცირება გამოიწვია.
შედეგად, რამდენიმე თვის შემდეგ, ჰაკერებმა შეძლეს სიტუაციის გამოყენება. მნიშვნელოვანია, რომ Sky Mavis-მა ქურდობის შედეგის შესახებ შეიტყო მხოლოდ მას შემდეგ, რაც მომხმარებლებმა წარუმატებლად სცადეს თანხების ამოღება თავიანთი პლატფორმიდან: იმ დროისთვის საჭირო ლიკვიდურობა აღარ იყო.
Wormhole - მოპარულია $320 მლნ
Wormhole-მა დაწერა ტვიტერზე მისი კროსჩეინ-პროტოკოლის გატეხვის შესახებ და განაცხადა, რომ პლატფორმა პოტენციურ ექსპლოიტს ეძებს. შემდგომ ტვიტში კომპანიამ გამოაცხადა, რომ ჰაკერებმა მოიპარეს 320 მილიონი დოლარის ღირებულების შეფუთული Ethereum-ის (wETH 120,000 ტოკენი). მოგვიანებით wETH ტოკენების უმეტესობა Ethereum-ზე ძირითად ქსელში გაცვალეს.
Bitclub Network - მოპარულია $275 მლნ
კრიპტოვალუტის მაინინგის ყველაზე მსხვილი თაღლითობა. როგორც Bitconnect-ის შემთხვევაში, ეს იყო პონცის სქემა, რომელიც წარმატებით იყენებდა კარგ მარკეტინგს. BCN პროექტი იტყობინებოდა ბიტკოინის მაინინგისთვის წარმოუდგენელი სიმძლავრის დანადგარების ფლობის შესახებ, საიდანაც ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია მოგების მიღება. სამწუხაროდ, ყველა ეს დაპირება სიმართლეს არ შეესაბამებოდა.
Quadriga - მოპარულია $250 მლნ
კრიპტოვალუტის ბირჟა, რომლის დამფუძნებელმა საკუთარი სიკვდილი გააყალბა. Quadriga თავდაპირველად იყო კანადის წამყვანი და ერთ-ერთი ყველაზე სანდო კრიპტოვალუტის ბირჟა. მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ თავიდანვე მას თაღლითები მართავდნენ.
დამფუძნებელი, რომელსაც მანამდე მსხვილ ქურდობასთან შეხება ჰქონდა, ერთადერთი იყო, რომელსაც ჰქონდა წვდომა პირად გასაღებზე, რომლებიც უზრუნველყოფდნენ 250 მილიონი კანადური დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტებზე წვდომას. ერთ დღეს, დამფუძნებელი მოულოდნელად გარდაიცვალა, ისევე როგორც გაქრა მომხმარებლების სახსრების გასაღები. ბევრს ჯერ კიდევ არ სჯერა, რომ ის გარდაიცვალა, ზოგი კი მტკიცებულებების მისაღებად მისი ცხედრის ექსჰუმაციას ითხოვს.
იყავით ფხიზლად კრიპტოვალუტის ბაზარზე. თავდაპირველად, ნებისმიერი პროექტი შეიძლება პერსპექტიული და საიმედო ჩანდეს, მაგრამ საბოლოოდ მან შეიძლება ათასობით მომხმარებელი მათი კაპიტალდაბანდების გარეშე დატოვოს.