ტოპ-5 IDO ლაუჩპადი
IDO კრიპტოვალუტაზე ფულის შოვნის კარგი შესაძლებლობაა. ახალგაზრდა პროექტებში ტარდება ტოკენსეილები, რომლის წყალობითაც ადამიანებს შესაძლებლობა ეძლევათ შეიძინონ ტოკენები ყველაზე დაბალ ფასად. ბირჟაზე ლისტინგის შემდეგ ფასი, როგორც წესი, იზრდება, რაც ინვესტორებს შესაძლებლობას აძლევს დააბრუნონ დაბანდებები პირველივე დღეს.
IDO (Initial DEX Offering) არის ტოკენსეილის ტიპი, რომელიც დეცენტრალიზებულ ბირჟაზე ტარდება. ეს მოსახერხებელია, რადგანაც ლისტინგისთვის არ არის საჭირო მსხვილი ბირჟისთვის მონეტის განთავსებისთვის გადახდა. შევაგროვეთ სახსრები, გავამყარეთ ჩვენი საკუთარი ტოკენი ფულით - და ეგ არის, დაიწყო ვაჭრობა.
2021 წელს IDO პლატფორმებმა სწრაფად მოიპოვეს პოპულარობა. მზარდი ბაზრის გამო, ნებისმიერი პროექტი, რომელშიც ადრეულ ეტაპზე შეიძლებოდა ინვესტიციის განხორციელება - წარმატებული იყო და „იქსებს“ იძლეოდა. მთავარი სირთულე ალოკაციის მიღება იყო - IDO-ზე ტოკენების შეძენის შესაძლებლობა.
ამის გაკეთება რამდენიმე საშუალებით არის შესაძლებელი. პირველი არის ლატარია (Whitelist), სადაც მარტივი დავალებისთვის (სოციალურ ქსელებზე ხელმოწერა, მეგობრების მოწვევა, რეტვიტი და ა.შ.) თამაშდება საჯარო სეილის ადგილები.
მეორე არის IDO პლატფორმების ტოკენების შეძენა და შენარჩუნება („ჰოლდი“). ეს პროექტზე გარანტირებული ალოკაციის მიღების შესაძლებლობას ქმნის.
2 წლის განმავლობაში, IDO-ს პლატფორმების სია საგრძნობლად გაიზარდა. ანალიტიკური რესურსი Cryptorank შეიცავს მონაცემებს 72 ლაუნჩპადზე და ეს სია იზრდება.
ყველაზე მსხვილი IDO მოედნები (Cryptorank.io)
წარმოგიდგენთ მომხმარებელთა შორის მომგებიანობისა და პოპულარობის თვალსაზრისით ტოკენსეილის ტოპ 5 მოედანს:
GameFi
ახორციელებს სათამაშო და NFT პროექტების ინკუბაციას. გაშვების დღიდან განხორციელდა როგორც ჩვეულებრივი, ასევე NFT ტოკენის 50-ზე მეტი სეილი.
- საკუთარი ტოკენი – GAFI;
- მხარდაჭერილი ქსელები – ETH, BSC, AVAX, MATIC, FTM;
- საშუალო რენტაბელობა (ROI) – 0.58Х;
- მაქსიმალური რენტაბელობა (ATH ROI) – 49.4Х;
- გაშვებულია პროექტი – 54;
- გარანტირებული ალოკაცია – ლეგენდარული NFT-ის შეძენა.
GAFI ტოკენის სტეიკინგი ლატარიის მოგების დიდ შანსს გაძლევთ. ხელმისაწვდომია დონეები $50-დან $700-მდე. სეილში გარანტირებული ადგილი გვაძლევს NFT-ს, რომელსაც თვეში ერთხელ აუქციონის გზით 12 იღბლიანი იღებს. ვინც მეტ GAFI-ს გადაიხდის, ალოკაციასაც ის მიიღებს.
IDO-ში GameFi-ზე მონაწილეობის პირობები
RedKite
წინა პლატფორმის მსგავსია. უშვებს სათამაშო, NFT და DEFI პროექტებს.
- საკუთარი ტოკენი – PKF;
- მხარდაჭერილი ქსელები – ETH, BSC, AVAX, MATIC;
- საშუალო რენტაბელობა (ROI) – 0.66Х;
- მაქსიმალური რენტაბელობა (ATH ROI) – 39.4Х;
- გაშვებული პროექტი – 69;
- გარანტირებული ალოკაცია – სტეიკინგი 40 000 PKF ($6000 მიმდინარე კურსით).
RedKite-ზე ასევე მოქმედებს რეპუტაციის სისტემა. რაც უფრო დიდხანს ინახება ტოკენები სტეიკინგში, მით მეტია სეილში ადგილის მოპოვების ალბათობა.
IDO-ში RedKite-ზე მონაწილეობის პირობები
BSCPad
ის იწყებს პროექტებს მხოლოდ Binance Smart Chain ქსელში, მაგრამ მხარს უჭერს კრიპტოსამყაროს ყველა სფეროს - ბლოკჩეინ-სერვისებით დაწყებული საფულეებით და ბირჟებით დამთავრებული.
- საკუთარი ტოკენი – BSCPAD;
- მხარდაჭერილი ქსელები – BSC;
- საშუალო რენტაბელობა (ROI) – 0.91Х;
- მაქსიმალური რენტაბელობა (ATH ROI) – 36.11Х;
- გაშვებულია პროექტი – 70;
- გარანტირებული ალოკაცია – სტეიკინგი 10000 BSCPAD ($1400).
რაც უფრო მეტი ტოკენი ინახება, მით უფრო მსხვილია ალოკაცია. მაქსიმალური დონეა 75000 ტოკენი, რომელიც ასევე გაძლევთ ადგილს პრივატულ გაყიდვაში. ახლა ის არის $10500.
IDO-ში BSCPad-ზე მონაწილეობის პირობები
Polkastarter
ყველაზე ხშირად, ის ახორციელებს სათამაშო და DEFI პროექტების ტოკენსეილებს. მხარს უჭერს ბლოკჩეინს Polkadot-ს.
- საკუთარი ტოკენი – POLS;
- მხარდაჭერილი ქსელები – ETH, BSC, AVAX, MATIC, DOT, CELO, SOL;
- საშუალო რენტაბელობა (ROI) – 0.63Х;
- მაქსიმალური რენტაბელობა (ATH ROI) – 35.54Х;
- გაშვებული პროექტი – 106;
- გარანტირებული ალოკაცია – არა.
პროექტი ტოკენსეილზე გარანტირებულ ადგილს არ იძლევა, მაგრამ რაც უფრო მეტი ტოკენი გაქვთ, მით მეტია ადგილის მოგების ალბათობა. მინიმალური ინვესტიცია არის 250 POLS ($125), მაქსიმალური - 30K POLS ($15,000).
Polkastarter-ზე IDO-ში მონაწილეობის პირობები
DaoMaker
ყველაზე მსხვილი და ავტორიტეტული IDO პლატფორმა. თავდაპირველად მხარს უჭერდა მხოლოდ პროექტებს Ethereum-ზე, მაგრამ ახლა გაფართოვდა 5 ბლოკჩეინზე. ის 176-ე ადგილზეა ყველა კრიპტოვალუტისა და ტოკენის რეიტინგში, 470 მილიონი დოლარის კაპიტალიზაციით.
- საკუთარი ტოკენი – DAO;
- მხარდაჭერილი ქსელები – ETH, BSC, MATIC, SOL, HECO;
- საშუალო რენტაბელობა (ROI) – 1.39Х;
- მაქსიმალური რენტაბელობა (ATH ROI) – 41.11Х;
- გაშვებული პროექტი – 104;
- გარანტირებული ალოკაცია – არა.
ტოკენსეილში მონაწილეობის შესაძლებლობას იძლევა DAO ტოკენის სტეიკინგი, მინიმალური ოდენობაა 2000 მონეტა (3100$), მაქსიმალური 75000 (110K$). რაც უფრო მეტ ხანს ფლობთ მონეტებს, მით უფრო მაღალია ალოკაციის მიღების ალბათობა. სრული მექანიზმი აღწერილია FAQ გვერდზე. DaoMaker-ზე თითქმის ყველა პროექტმა შესაძლებელი გახადა ფულის გამომუშავება, რის გამოც აქ არის ასეთი მაღალი მინიმალური შენატანი.
DaoMaker-ზე IDO-ში მონაწილეობის პირობები
დათვურ ბაზარზე, როდესაც კრიპტოვალუტა მუდმივად ეცემა, IDO-დან მომგებიანობა მცირდება. ეს შეიძლება იყოს ლაუნჩპადების ტოკენების დაგროვების კარგი შესაძლებლობა. ბაზარი ციკლურია, სავარაუდოა, რომ კრიპტოვალუტების ახალი ჰაიპი IDO-ს მიმართ რწმენას აღადგენს, რამაც შეიძლება ტოკენსეილებს კვლავ მაღალი მომგებიანობა დაუბრუნოს.