ტრეიდერის მთავარი ფსიქოლოგიური ხაფანგები და როგორ გაუმკლავდეთ მათ

ფოტო - ტრეიდერის მთავარი ფსიქოლოგიური ხაფანგები და როგორ გაუმკლავდეთ მათ
ფსიქოლოგიის გარეშე ტრეიდინგის წარმოდგენა თითქმის შეუძლებელია. დღეს ჩვენ განვიხილავთ ტრეიდერების მთავარ ფსიქოლოგიურ ხაფანგებს.
ბევრს ჰგონია, რომ ვაჭრობა არის მხოლოდ გრაფიკები, ციფრები, მოცულობები და ბაზრის ანალიზის სხვა ინსტრუმენტები. უმეტესწილად ეს მართალია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელსაც ფსიქოლოგია ჰქვია. ეს შეიძლება უცნაურად ჟღერდეს: რა საერთო აქვს უზარმაზარ კაპიტალს, ბაზრის ანალიზს, მსოფლიო ტენდენციებს და „რაღაც ფსიქოლოგიას“? მაგრამ თქვენ ცდებით. ნებისმიერი გამოცდილი ტრეიდერი გეტყვით, რომ ტრეიდინგსა და ბაზრის ანალიზში შეუძლებელია ამის გარეშე ცხოვრება.

ტრეიდინგში თქვენი ყველაზე სახიფათო მტერი - ისევ თქვენ თვითონ ხართ

ცნობილი გამოთქმა, რომლის მნიშვნელობაც უმეტესობისთვის გაუგებარი რჩება. მოგების დაკარგვის შიში. აგონია მორიგი სტოპლოსის შემდეგ. სიხარბე, რომელსაც დანაკარგამდე მივყავართ. შურისძიება და წარუმატებელი გარიგებების შემდეგ ანაზღაურების მცდელობები. და რა აერთიანებს ყველა ამ ფაქტორს? ფსიქოლოგია! სწორედ ეს არის ის, რაც  თამაშში ერთვება, როდესაც ყველა Pip-ი გამოითვლება და ხელები კი  სანუკვარი ორდერის განთავსებისკენ გაგირბის.
 
ამ სტატიაში უფრო დეტალურად განვიხილავთ საშუალო სტატისტიკური ტრეიდერების ძირითად ფსიქოლოგიურ მოწყვლადობას. რადგან თუ ფსიქოლოგიას უგულებელყოფთ, თქვენ ვერ გაიგებთ, როგორ ფიქრობს ხალხი, როგორ ფიქრობენ მსხვილი მოთამაშეები და რა ფაქტორებს შეუძლიათ ცხვირწინ ფული აგაცალონ.

FOMO (Fear Of Missing Out)

ეს არის ყველასთვის ცნობილი აბრევიატურა, რომელიც ითარგმნება როგორც " რაღაცის გამოტოვების შიში". სწორედ FOMO-ს გამო ვყიდულობთ აქტივებს ზედმეტ ფასად ან პირიქით ვყიდით დაბალ ფასად. ვაჭრობის დროს  ერთ-ერთი ყველაზე უსიამოვნო შეგრძნება არის -  იმის დაკვირვება, თუ როგორ მოძრაობს უთქვენოდ აქტივი, რომელსაც თვალს არ აშორებდით. ზოგიერთი ტრეიდერისთვის ეს,  დანაკარგზე კიდევ  უფრო ცუდია!


FOMO-სთან ბრძოლის გასაღები არის სრული პასუხისმგებლობის აღება თქვენი სავაჭრო გეგმის დაცვაზე, რომელიც  დასახული გაქვთ თქვენთვის. მიჰყევით მას და არ მისცეთ უფლება უკან დახევას, იმპულსს ან სხვა მოვლენას შეცვალოს თქვენი სტრატეგია.

მაშინაც კი, თუ გარშემო  ბევრი საუბარია იმაზე, თუ რამდენს გამოიმუშავებდით, თუკი პოზიცია რომ ადრე ან უფრო დაბალ ფასად გაგეხსნათ, შეეცადეთ, ყურადღება  არ  მიაქციოთ  და შეიკავოთ  სურვილი, რომ „აჩვენოთ ყველას, თუ რა შეგიძლიათ“. მოსაზრებები კარგია, როცა კონსტრუქციულია, მაგრამ არშემდგარი გარიგებების გამო სინანული ბევრს არაფერს  მოგცემთ.

რევანშის სურვილი. ანაზღაურების მცდელობა

ტრეიდერების უმეტესობის რეაქცია წარუმატებელი გარიგების შემდეგ: "როგორ დავფარო ეს დანაკარგი რაც შეიძლება სწრაფად?!". ისინი ხელს  სტაცებენ პირველივე აქტივს, რასაც დაინახავენ, მარცხდებიან და შემდეგ აღმოჩნდებიან ბევრად უარეს მდგომარეობაში. საუკეთესო ტრეიდერები სავაჭრო დანაკარგებს არ აძლევენ უფლებას   გავლენა მოახდინონ მათ ემოციურ ფონზე.
 
როდესაც ემოციები პიკს აღწევს, თქვენი კაპიტალი სერიოზულ საფრთხეშია. შურისძიების მიზნით ვაჭრობამ შეიძლება  ყველაზე ყურადღებიანი ტრეიდერიც  კი აიძულოს  პოზიციის ზომის  გაზრდა, ძალიან დიდხანს დარჩენა ან ტენდენციების გამოსავლენად და ბაზრის ანალიზისათვის მოგონილი არგუმენტაციის გამოყენება.

ემოციური ბმა ვაჭრობასთან

ყველა ჩვენგანს აქვს ამა თუ იმ  მოვლენების ემოციური გამოცდილება. თუმცა, როდესაც საქმე ეხება ნებისმიერ ბაზარზე ვაჭრობას, უნდა შეეცადოთ ემოციებისგან აბსტრაჰირება  და უფრო დისციპლინური მიდგომა გქონდეთ.

გქონდეს  მკაცრად გაწერილი გეგმა, რომელიც განსაზღვრავს, თუ რა საზღვრებს არ უნდა გადახვიდე, საუკეთესო საშუალებაა, რომ თავიდან აიცილო ემოციური გავლენა ტრეიდინგისას. სუბიექტური სიმპათიებსა და მიკერძოებული შეხედულებებზე უარის თქმა და მშრალი ინდექსებისა და კონკრეტული ფაქტორების ანალიზისთვის მეტი  დროის  მიძღვნა,  - ეს ყველაფერი საკმაოდ მარტივი გზაა ობიექტურობის შესანარჩუნებლად.

სიხარბე

ეს ძალიან ფართო ცნებაა, რომელსაც ყველა ჩვენგანი შეხვედრია. ტრეიდინგის  სამყაროში წარმატება ყველგან იზომება სავაჭრო ანგარიშზე თანხის რაოდენობით. სიზარმაცე არის განმსაზღვრელი ფაქტორი, რომელიც თქვენს PNL-ს (Profit and Loss) აზიანებს. მოგიყვანთ რამდენიმე ყველაზე გავრცელებულ შეცდომას:
 
  • რისკის აგრესიული  მიღება. იმისათვის, რომ მეტი ფული გამოიმუშაოს და სიხარბე დააკმაყოფილოს, ტრეიდერს შეუძლია მიიღოს რისკის პირობები, რომლებიც ხელმისაწვდომ რესურსებს აღემატება. ზედმეტად დიდი პოზიციების გახსნა და კაპიტალის უგუნური მართვა -  სიხარბესთან დაკავშირებული გავრცელებული პრობლემებია.

  • ოვერტრეიდინგი. ბევრისთვის ნაცნობი ინგლისური ტერმინი "Overtrading". შედეგი ხშირად არის იმპულსური ვაჭრობა, რა დროსაც ტრეიდერი   მეტი მოგების  ან ზარალის დაფარვის სურვილით შეპყრობილი წინასწარ დადგენილ წესებს უგულებელყოფს. შედეგად, ვაჭრობის ეს სტილი იწვევს გადაღლას.

  • მოგებისა და დანაკარგების განსაზღვრის სურვილის არარსებობა ("Take Profit" და "Stop Loss"). შემოსავალი და გასავალი არის კაპიტალის მართვის ძირითადი ელემენტები, რომლებიც უნდა განისაზღვროს ყოველი გარიგების ჩატარებამდე. სიხარბე ძალიან შემბოჭავია ამ მხრივ, რადგან მოგების მიზნები ხშირად არ არის საფუძვლიანი, ხოლო ზარალის გაცნობიერება იწვევს ემოციურ მერყეობას. შედეგად, ყალიბდება გაუბედაობა, რაც ადრე თუ გვიან დიდ დანაკარგებს გამოიწვევს.

  • ეიფორია. თუ სიხარბე უმართავი რჩება, წარმატების ხანგრძლივმა პერიოდებმა შეიძლება გამოიწვიოს ეიფორიის განცდა, რადგან გადაჭარბებულმა თავდაჯერებულობამ შეიძლება გამოიწვიოს აგრესიული რისკის მიღება.

არასოდეს დაუშვათ, რომ ემოციებმა დაჩრდილონ თქვენი გონება როდესაც საქმე  ბირჟაზე ტრეიდინგს ეხება. იმპულსური გადაწყვეტილებები უნდა იყოს დაფუძნებული დიდ გამოცდილებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამგვარმა პრაქტიკამ შეიძლება ბევრჯერ შეამციროს თქვენი კაპიტალი. ანალიზი გაუკეთეთ საკუთარ თავს და თქვენს ქცევას. არ ივაჭროთ, როდესაც გრძნობთ, რომ დღეს თქვენი დღე არ არის. შეისწავლეთ ადამიანების ქცევის ფსიქოლოგია და მაშინ უფრო ადვილი იქნება იმის აღქმა, თუ რა ხდება გარშემო. წარმატებები!