ციფრული აქტივების ერთ-ერთი უმსხვილესი მობილური საცავის, კრიპტოვალუტური საფულის Trust Wallet-ის ტოკენი - TWT
CoinGecko-ს თანახმად, TWT ტოკენი კრიპტოპროექტების რეიტინგში მე-80 ადგილს იკავებს.
ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია, რის ხარჯზე გახდა კრიპტოსაფულის ჩვეულებრივი ტოკენი ასე პოპულარული.
შექმნის ისტორია
მობილური საფულე Trust Wallet 2017 წელს კალიფორნიაში ვიქტორ რედჩენკომ შექმნა. იმ დროს ვიქტორი ცნობილი დეველოპერი იყო და მულტივალუტური მობილური საცავების არარსებობაში დიდ პრობლემას ხედავდა. იდეა იყო მარტივი – მობილური საფულის შექმნა მრავალი ბლოკჩეინისა და ქსელის მხარდაჭერით, სხვადასხვა საფულეების დიდი რაოდენობის გამოყენების გარეშე.
მთავარ აპლიკაციასთან ერთად დაიწყო TWT ტოკენის შემუშავება.
პროექტის დაფინანსება
2018 წელს, Trust Wallet-ი კრიპტოვალუტურმა ბირჟამ Binance-მა გამოისყიდა. გარიგების თანხის ოდენობა დღემდე საიდუმლოდ ინახება, ხოლო ბირჟის CEO-მ, ჩანპენ ჩჟაომ აღნიშნა, რომ გარიგება არის დიდი ნაბიჯი მომხმარებლების გამოცდილების გასაუმჯობესებლად.
ცენტრალიზებული მხარდაჭერის მიუხედავად, Trust არაკასტოდიალური საფულეა, ანუ, საცავზე წვდომის ფარული გასაღები ცნობილია მხოლოდ თავად მომხმარებლისთვის.
ტოკენის თავისებურებები
TWT განლაგებული იყო Binance Chain-ის ქსელში და გააჩნდა BEP2 ტოკენის სტანდარტი. ეს არის იგივე სტანდარტი, რომელზეც პირველად თავად ბირჟა Binance-ის მონეტა - BNB განლაგდა.
მოგვიანებით, 2020 წელს, დაბალი ლიკვიდობისა და სინქრონიზაციის პრობლემების გამო, TWT განლაგდა BEP-20-ის ქსელში. ეს არის BSC-ის (Binance Smart Chain) ბლოკჩეინის სტანდარტი, რომელიც EVM-თავსებადია, ანუ მთლიანად სინქრონიზებულია Ethereum-ისა და სხვა ქსელების საფულეებთან.
მონეტა გამოიყენება, როგორც საფულეში არსებული სხვადასხვა ფუნქციების გადახდის საშუალება, ასევე სტეიკინგისთვის, ფარმინგისთვის და საკომისიოზე ფასდაკლების მისაღებად.
TWT მონეტის მახასიათებლები
■ საბაზრო კაპიტალიზაცია – $610 მლნ;
■ მაქსიმალური ემისია – 1 მლრდ;
■ სულ მიმოქცევაშია – 416 მლნ;
■ ვაჭრობის საშუალო დღიური მოცულობა – $32 მლნ;
■ მაქსიმალური ფასი – $2.66;
■ მინიმალური ფასი – $0.0025.
ტოკენის შეძენა შესაძლებელია ბირჟებზე MEXC, GATE, KUCOIN, დეცენტრალიზებულ პლატფორმებზე Pancake Swap, Biswap და ა.შ. ხელმისაწვდომი სავაჭრო პლატფორმების სრული სია მოცემულია CoinGecko-სა და CoinmarketCap-ის ვებგვერდებზე განყოფილებაში "ბაზრები".
სუსტი გამოყენება და ძლიერი მარკეტინგი
საოცარია, მაგრამ TWT-ის ფასი მუდმივად მზარდ ტრენდში იმყოფება. ეს უცნაურია, რადგან კრიპტოვალუტური საფულის ტოკენები პრაქტიკულად არ გამოყენება.
TWT-ს არ აქვს პრაქტიკული თვისებები, ბირჟაზე არსებული გარკვეული ბონუსების მიუხედავად. Trust Wallet-ის გამოყენება მონეტის ფლობის გარეშეც შესაძლებელია, ანუ ტოკენი ვითარდება ძირითადი პროდუქტისგან დამოუკიდებლად და უფრო მარკეტინგული სვლაა, ვიდრე პრაქტიკული ინსტრუმენტი.
ძალიან მწირი ფუნდამენტის მიუხედავად, TWT-ის ფასი რეგულარულად აახლებს მაქსიმუმს. 2022 წლის 11 დეკემბერს ATH (All Time High, ისტორიული მაქსიმუმი) $2.8-ის ნიშნულზე განახლდა. მონეტის ამჟამინდელი ღირებულება $1.47-ს შეადგენს. BSCScan-ის მონაცემებით, BSC-ის ქსელში ჰოლდერთა რაოდენობა 300 000 ადამიანს აღემატება.
TWT-ის ფასის დინამიკა (CoinGecko)
საინტერესო ფაქტები
● 2020 წელს, Trust Wallet-მა ჩაატარა აირდროპი Binance-ის ვერიფიცირებულ მომხმარებლებს შორის. ჯილდომ შეადგინა 100 TWT-ს თითო ანგარიშზე, რაც განაწილების მომენტში $13 უტოლდებოდა. ახლა ეს დაახლოებით 145 დოლარია;
● 2022 წლის ბოლოს Trust Wallet-მა გამოუშვა საფულის ბრაუზერ ვერსია;
● დეველოპერების განცხადებების თანახმად, გუნდი გეგმავს შექმნას DAO, სადაც TWT ტოკენების ფლობა კენჭისყრაში მონაწილეობისა და პროექტის მართვის უფლებას უზრუნველყოფს.
მოკლე დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ TWT-ს აქვს შესანიშნავი მარკეტინგული საფუძველი და კარგი მარკეტმეიკერი, რომელიც სტაბილურად ინარჩუნებს ფასს. არც დათვურ ბაზარსა და BTC-ის დაცემას უმოქმედია დიდად ტოკენის კურსზე, ასე რომ, შემდგომი პერსპექტივები დამოკიდებული იქნება Trust Wallet-ის მომხმარებელთა რაოდენობასა და განახლებების დანერგვის სიჩქარეზე.