USDC: კომპანიამ Circle ახალ წლიური ანგარიში გამოაქვეყნა
ციფრული დოლარი ფულის, გადახდებისა და ფინანსების მომავალი ევოლუციის მამოძრავებელი ძალაა. ასე იწყება Circle-ის წლიური ანგარიში სტეიბლკოინ USDC-ის შესახებ.
Circle გლობალური ფინანსური კომპანიაა, რომელიც 2013 წელს შეიქმნა, როგორც პლატფორმა, რომელიც საწარმოებსა და კლიენტებს მთელ მსოფლიოში გადახდების განსახორციელებლად ციფრული ვალუტების გამოყენების შესაძლებლობას აძლევს. ახლა Circle კრიპტოვალუტაზე ორიენტირებულ ფინანსურ ტექნოლოგიურ კომპანიებს შორის წამყვან პოზიციებს იკავებს, მისი ტოკენი USDC კი მსოფლიოში წამყვანი რეგულირებადი სტეიბლკოინია, რომელიც აქტიურ განვითარებას აგრძელებს და სულ უფრო ახალ ბაზრებს მოიცავს.
დაარსების დღიდან კომპანია Circle ხელმძღვანელობდა იმ იდეით, რომ ახალი გლობალური ეკონომიკური სისტემა შეიძლება აშენდეს ინტერნეტის – ფასეულობების შესანახი და გადამცემი ღია, გლობალური და საჯარო ინფრასტრუქტურის საფუძველზეCircle-ის გენერალური დირექტორი ჯერემი ალერი.
USDC-ის უზრუნველყოფა
Circle მართავს აქტივებს აშშ დოლარში, რომლებითაც სტეიბლკოინია უზრუნველყოფილი. ამ დროის განმავლობაში კომპანიამ 213 მილიარდზე მეტი ღირებულების USDC გამოისყიდა, 2022 წელს კი საქმით დაადასტურა თავისი გადახდისუნარიანობა ძლიერი სტრეს-ტესტებით დარგის შიგნით, როდესაც მომხმარებლები ტოკენებს USDС-ზე მასობრივად ცვლიდნენ.
USDC-ის უზრუნველყოფა შედგება ორი ნაწილისგან:
1) რეზერვების 80% აშშ-ის 3 თვიან სახაზინო ბონდებში ინახება. ეს არის ყველაზე ლიკვიდური და ფასით სტაბილური აქტივები მსოფლიოში. 2023 წლის თებერვლისთვის კომპანია გვპირდება, რომ გადაიტანს მათ Circle-ის სარეზერვო ფონდში, რომელსაც კომპანია BlackRock მართავს.
2) დანარჩენი 20% ინახება ნაღდი ფულის სახით, რომელიც აშშ-ის რვა რეგულირებად პარტნიორ ბანკშია განთავსებული.
ყველა რეზერვი ინახება ცალკე ანგარიშებზე, Circle-ის ოპერაციებისგან განცალკევებულია და აშშ-ის კანონმდებლობით, კომპანიის გაკოტრების შემთხვევაში კრედიტორებისთვის გადაცემას არ ექვემდებარება.
USDC-ის რეგულირება და აუდიტი
Circle აშშ-ის ლიცენზიების შესაბამისად მუშაობს და აშშ-ის ფინანსთა სამინისტროშია რეგისტრირებული. კომპანია აკმაყოფილებს KYC მოთხოვნებს, ტერორიზმის დაფინანსებისა და ფულის გათეთრების საკითხებთან დაკავშირებულ მოთხოვნებს, მათ შორის აშშ-ის სანქციების შესრულებას. გარდა ამისა, მას აქვს ლიცენზიები დიდ ბრიტანეთში, ბერმუდის კუნძულებზე, ასევე წინასწარი დამტკიცება სინგაპურში.
ყოველთვიურად, Circle რეზერვების დამადასტურებელ საჯარო სერტიფიკატს იღებს, ხოლო ყოველწლიურ აუდიტს ატარებს Grant Thornton - საბუღალტრო და აუდიტორული კომპანია, რომელიც საჯაროდ აცნობებს შედეგებს აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის მარეგულირებელ კომისიას (SEC). მომავალში, Circle-ისა და USDC-ის რეზერვების აუდიტს ჩაატარებს Deloitte - აუდიტორული კომპანია დიდი ოთხეულიდან.
ნორმატიული მოთხოვნების განვითარებასთან ერთად, Circle აპირებს, თავისი პოლიტიკა გამჭვირვალობის გაზრდის სასარგებლოდ დააკორექტიროს, ვინაიდან ყოველწლიურად სტეიბლკოინები სახელმწიფო პოლიტიკის სფეროში სულ უფრო მეტ განხილვას იწვევენ. ამის მთავარი ახსნად ითვლება ის, რომ სტაბილური მონეტები სწრაფად ვითარდებიან, ამასთან მყარად არიან დაკავშირებულნი რეალურ ეკონომიკასთან, ადამიანებსა და ფინანსებთან.
USDC-ის გამოყენება
ახლა USDC-ის კაპიტალიზაცია 45 მილიარდ დოლარს შეადგენს. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ მათ ასეთ შედეგებს ციფრული ვალუტების სფეროში საზოგადოებასთან, დეველოპერებსა და ნოვატორებთან მჭიდრო თანამშრომლობის წყალობით მიაღწიეს. ამ წლების განმავლობაში ტოკენის ეკოსისტემის ხარისხი გაიზარდა:
1) USDC ოფიციალურად ხელმისაწვდომია რვა ბლოკჩეინზე სხვადასხვა თავისებურებებით: Ethereum, Algorand, Avalanche, Flow, Hedera, Solana, Stellar, Tron. ტოკენი არის დომინანტური ციფრული დოლარი სხვა ბლოკჩეინებზეც, რომლებიც იყენებენ შეფუთულ ტოკენებს (კრიპტოვალუტის ასლი, რომელიც ორიგინალური ტოკენის ღირებულებასთან არის მიბმული).
2) კრიპტოვალუტის საფულეები (Trust Wallet, MetaMask, Trezor და ა.შ.) აქტიურად უჭერენ მხარს USDC-ს, რაც საშუალებას აძლევს ადამიანებს 190-ზე მეტი ქვეყნიდან, ტოკენი კომერციისთვის, ან დაზოგვისთვის გამოიყენონ.
ამჟამად, USDC-ის ტრანზაქციების 15% არის გადარიცხვები საფულიდან საფულეში, რომლებიც, კომერციულ გადარიცხვებთან მსგავსების გამო, Circle-ის მიერ კვალიფიცირდება, როგორც გადახდის ტრანზაქციები. ეს პროცენტი საკმაოდ მაღალია, განსაკუთრებით ტრადიციულ ფინანსურ სისტემებში არსებულ 2%-თან შედარებით და იმის ვარაუდის შესაძლებლობას იძლევა, რომ USDC-ს რეალური ეკონომიკური ტრანზაქციების მნიშვნელოვანი რაოდენობა უკვე აქვს.
3) 200-ზე მეტმა პროტოკოლმა USDC-ს ინტეგრაცია მოახდინა და სტეიბლკოინის გამოყენება ქველმოქმედებისთვის, დაკრედიტებისთვის, NFT-ების შესაძენად და ბლოკჩეინ თამაშებისთვის შესაძლებელი გახადა.
4) Circle-ს აქვს სტრატეგიული პარტნიორობა Robinhood-თან, ხოლო კომპანიები Stripe და Twitter მხარს უჭერენ კონტენტის შემქმნელებისთვის USDC-ით გადახდებს. ტრადიციულ კომერციაში, Circle თანამშრომლობს Checkout-თან, Mastercard-თან, Visa-სა და Worldpay-თან.
სხვა კომპანიებთან თანამშრომლობის გარდა, Circle-მა დააანონსა თავისი პროდუქტები და სერვისები, რომელთა მიზანი დეველოპერების დახმარებაა:
1) Web3 სერვისების სრულად ფუნქციონალური ნაკრები. ეს საშუალებას მისცემს დეველოპერებს, შეამცირონ ხარჯები, რისკები და აღმოფხვრის სირთულეებს სმარტ კონტრაქტების შემუშავებაში.
2) ბლოკჩეინებს შორის მონაცემთა გადაცემის პროტოკოლი (დაეხმარება დეველოპერებს, შექმნან უნაკერო ხიდი USDC ტრანზაქციებისთვის).
3) Apple Pay-ის გამოყენების შესაძლებლობის უზრუნველყოფა, რაც კლიენტს საშუალებას აძლევს, სწრაფად გადაიხადოს შესყიდვების საფასური სმარტფონებიდან. გადახდა USDC-ში ხდება.
დამატებით შეიქმნა პროგრამა Circle Impact, რომელიც უზრუნველყოფს სამ მიმართულებას: ფინანსური წიგნიერების განვითარებას, ფინანსური ხელმისაწვდომობის კულტივაციასა და ჰუმანიტარული დახმარების გაწევას. კერძოდ, ამ პროგრამის ფარგლებში, კომპანიამ, MoneyGram-თან თანამშრომლობით, უკრაინელებისთვის დახმარების ორგანიზაცია მოახდინა და იძულებით გადაადგილებულ პირებს გაეროსგან დახმარების მიღებისა და მთელი უკრაინის მასშტაბით 4500 სხვადასხვა პუნქტში მისი განაღდების საშუალება მისცა.
Circle-თან თანამშრომლობენ, რადგან კომპანია წვდომას ხსნის იაფ, სწრაფ და კორუფციისადმი მდგრად გადახდებს ისეთი ორგანიზაციებისთვის, როგორიცაა გაერო. ის ეხმარება მათ, უკეთ ადევნონ თვალყური გადახდებს და უზრუნველყონ, რომ თანხები ადრესატებამდე მიაღწევს. სხვადასხვა შეფასებით, USDC თითოეულ შემოწირულებაზე დაახლოებით 2%-ის ეკონომიის საშუალებას იძლევა.
Circle გლობალური და ღია ფინანსური სისტემის შექმნის იდეის ერთგული რჩება და მზად არის, მომავალში USDC-ის შესაძლებლობები გააფართოოს, რადგან ციფრული დოლარის დიდ პოტენციალს ხედავს.
USDC-ის პერსპექტივები
USDC-ის ბრუნვა დიდია (45 მილიარდი დოლარი), მაგრამ ფიზიკური აშშ დოლარის მთლიან ბრუნვასთან შედარებით, რომელიც დაახლოებით 2.3 ტრილიონ დოლარის შეადგენს, პოტენციალი უზარმაზარია. USDC-ის ბრუნვის ზრდა საშუალოდ წელიწადში 860%-ზე მეტია. ამავე პერიოდში მსოფლიოში ფიზიკური დოლარების რაოდენობა 8%-ით გაიზარდა.
Circle გამოყოფს ძირითად მიზეზებს იმისა, თუ რატომ გაიზრდება USDC ბრუნვა:
1) ელექტრონული კომერციისა და გადახდების ზრდა. ელექტრონული კომერცია მსოფლიოში მთლიანი საცალო გაყიდვების 21%-ს შეადგენს, მაგრამ 2026 წლისთვის 26%-მდე ზრდა არის მოსალოდნელი. ტენდენციას გამყიდველებიც ხედავენ. მათგან 85%-ს აქვს მოლოდინი, რომ მომდევნო 5 წლის განმავლობაში ციფრული ვალუტით გადახდები საყოველთაო გახდება.
2) ტრანსსასაზღვრო გადახდებისა და ფულადი გზავნილების პრობლემები: მაღალი საკომისიო და დაბალი სიჩქარე. ტოკენიზირებული ვალუტები, როგორიცაა USDC, ამ პრობლემებს წყვეტს.
3) USDC არის პროგრამირებადი ფული. 2022 წელს 2.7 მილიარდ დოლარზე მეტი, ან Ethereum-ზე ტრანზაქციების დაახლოებით 60% სმარტ კონტრაქტებთან იყო დაკავშირებული. მაღალი პროცენტი ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენებით, უსაფრთხოებასა და ეფექტურობაზე ორიენტირებულ ახალ ფინანსურ აპლიკაციებში USDC-ის გამოყენებაზე მიუთითებს.
4) USDC არასპეკულაციური აქტივია. USDC-ის კაპიტალიზაცია სხვა კრიპტოვალუტების ფასების რყევებზე ნაკლებად არის დამოკიდებული.
მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების უმრავლესობისთვის სტეიბლკოინები რაღაც ახალი და უცნობია, ტენდენცია აშკარაა: უახლოეს წლებში მსოფლიოში ადამიანები ღია ბლოკჩეინებზე ციფრულ ვალუტებს სულ უფრო ხშირად გამოიყენებენ, USDC-ის როლი გლობალურ ეკონომიკაში კი ყოველწლიურად გაიზრდება.